PHP ― სკრიფტული თუ პროგრამირების ენა? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

PHP ― სკრიფტული თუ პროგრამირების ენა?

როდესაც საქმე პროგრამირებას ეხება, ენების ორი დიდ კატეგორიას უნდა შევეხოთ. არსებობს პროგრამირების ენა და სკრიფტული ენა. ეს ორი ტიპი ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდება. ერთერთი ყველაზე გავრცელებული ენა არის Hypertext Preprocessor (PHP). მაშ ასე, რომელ კატეგორიას მიეკუთვნება იგი? PHP პროგრამირების ენაა თუ სკრიფტული ენა?

რადგანაც სერვერის მხარის ენაა, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ PHP არის წმინდა პროგრამირების ენა. ამ ენის უნარი გარკვეული რთული ამოცანების შესასრულებლად ამყარებს PHP-ის, როგორც პროგრამირების ენის პოზიციას.

თუმცა, სიმართლე ის არის, რომ PHP არის ძლიერი სკრიფტული ენა ვებ პროგრამირებისთვის. ეს არის ენა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის, რომ დაუშვათ უწყვეტი ურთიერთმოქმედება ვებ გვერდებსა და სერვერებს შორის.

მაშ რატომ უნდა მოვახდინოთ PHP-ის კლასიფიკაცია როგორც სკრიფტული ენის და არა როგორც პროგრამირების ენის? გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს:

PHP არის ინტერპრეტირებაზე დაფუძნებული ენა.

ეს არის ერთერთი ფაქტორი, რაც პროგრამირების ენებს და სკრიფტულ ენებს ერთმანეთისგან განასხვავებს. თუ პროგრამირების ენები კომპილირებაზე დაფუძნებულია, სკრიფთული ენები ინტერპრეტირებაზეა დაფუძნებული. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ PHP-ის კომპილირება არ სჭირდება ინტერპრეტაციამდე. კომპილაციის პროცესი გულისხმობს მაღალი დონის ენის თარგმნას მანქანის ენაზე.

როგორც სკრიფტულ ენას, PHP-ს არ სჭირდება კომპილაცია. მის ნაცვლად ინტერპრეტატორი ასრულებს ინსტრუქციებს პირდაპირ, მათი მანქანის ინსტრუქციებზე გადაყვანამდე. ეს არის პროგრამირების ენებისგან განსხვავება, რადგან პროგრამირების ენები ჯერ უნდა დაკომპილირდეს მანქანების ენებად, სანამ მათი ინტერპრეტაცია მოხდება.

გამოყენება

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც PHP წმინდა სკრიფტული ენაა, არის გამოყენება. შეგიძლიათ ჩამოთვალოთ აპლიკაციები, რომლებიც ნულიდან შეიქმნა მხოლოდ PHP ენის გამოყენებით? რა თქმა უნდა ამას ვერ შეძლებთ. ეს იმიტომ ხდება, რომ PHP-ის კომბინაცია უნდა მოხდეს სხვა ენებთან და კომპონენტებთან, იმისთვის, რომ სრული სისტემა შექიმნას.

ეს სკრიფტული ენების უმრავლესობის ტიპიური დამახასიათებელი ნიშანია. ისინი მთლიანად თავის თავზე დამოკიდებული ვერ იქნებიან აპლიკაციის შექმნის დროს. ისინი სხვა აპლიკაციებთანაც უნდა იყოს შერეული. მაგალითად, PHP დაკავშირებული უნდა იყოს HTML და JavaScript-თან.

ტემპერამენტი

ტემპერამენტში ვგულისხმობ პროგრამირების ენების სირთულის დონეებს. ძალიან რთულია ან ძალიან ადვილი მათი კოდირება. სკრიფტული ენების კოდირება ძალიან ადვილია. საჭიროა კოდის მხოლოდ რამდენიმე ხაზის დაწერა. ეს არის ის მიზეზი, რატომაც PHP შეიძლება დავახასიათოთ, როგორც სკრიფტული ენა.

მეორეს მხრივ, პროგრამირების ენები გაიძულებენ კოდის საკმაოდ ბევრი ხაზი დაწეროთ მხოლოდ ერთი ფუნქციის შესასრულებლად. კოდის მხოლოდ რამდენიმე ხაზის დაწერით საქმეს ვერ გააკეთებთ.

ფაილების შექმნა

როცა საქმე პროგრამირების ენებს ეხება, ისინი ქმნიან ფაილებს, რომლებიც შეგიძლიათ შეინახოთ ან ერთი მოწყობილობიდან მეორეზე გადაიტანოთ. ფაილები ჩვეულებრივ .exe ფორმატშია.  მეორეს მხრივ, PHP .exe ფაილებს არ ქმნის.

მუშაობა

სკრიფტული ენების კიდევ ერთი გამოკვეთილი მიზეზი ის არის, რომ ისინი მუშაობენ სხვა პროგრამაში. ისინი დამოუკიდებლად არ მუშაობენ. ჩვენს შემთხვევაში, PHP-ს შეუძლია იმუშაოს მხოლოდ ვებ სერვერზე ან ბრაუზერზე. მეორეს მხრივ, პროგრამირების ენებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა, მშობელ პროგრამებზე დამოკიდებულების გარეშე.

კონვერტაცია

პროგრამირების გამოყენება მეორეს მხრივ შესაძლებელია მთლიანი აპლიკაციის შესაქმნელად ნულიდან. ავიღოთ მაგალითად C ენა. მას შეუძლია ცალკე, დამოუკიდებელი აპლიკაციის შექმნა არაფრისგან.

ინტერპრეტაცია

როგორც სკრიფტული ენის, PHP-ის ინტერპრეტაცია ხდება სხვა ენაში როგორიცაა HTML, სანამ მისი ინტერპრეტაცია მოხდება კვლავ ბრაუზერის მიერ. ეს პროგრამირების ენებისგან განსხვავებული ნიშანია, რადგან მათი კომპილაცია ხდება კომპაქტურ ფორმაში და არ სჭირდებათ სხვა პროგრამის მიერ ინტერპრეტაცია.

და ბოლოს, შეგიძლიათ მარტივად აღიქვათ, რომ PHP პროგრამირების ენაა, მას აქვს ტიპიური PL-ის უამრავი ნიშნები…

 

IT Academy STEP – თქვენი წარმატება იწყება აქ !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები