; საზაფხულო ბანაკი თელაველი ბავშვებისთვის - IT Academy STEP Tbilisi საზაფხულო ბანაკი თელაველი ბავშვებისთვის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

საზაფხულო ბანაკი თელაველი ბავშვებისთვის

 

ძვირფასო თელაველებო!

IT აკადემია STEP-მა თქვენი შვილებისთვის მოამზადა ღონისძიება საზაფხულო დასვენებისთვის, რომელში შედის ფართო სპექტრის სწრაფი განათლების მიღების პროგრამა. იქ შევა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი, მობილური აპლიკაციების შექმნარობოტოტექნიკა და მიკროელექტრონიკა, ფოტო/ვიდეო მონტაჟი. თქვენი შვილები, შეძლებენ დამოუკიდებლად მართონ რობოტები და ჭკვიანი მანქანები, დაეუფლონ ორატორობის მასტერკლასს, შეისწავლონ ინტერნეტ სივრცეში უსაფრთხოდ მუშაობის წესები და კიბერთაღლითებისგან თავის დაცვა  და ბევრ სხვა რამეს.

 

აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა სახის შემეცნებით შეჯიბრებებში, სადაც თელაველი ბავშვების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ მათი მომავალი მეგობრები, თანამოაზრე სტუდენტები თბილისის ფილიალიდან. ერთიანი ძალებით ჩვენ ავამაღლებთ ჩვენი შვილების შინაგან პოტენციალს, გამოვამჟღავნებთ და გავამყარებთ მათ ნიჭს, მივცემთ შესაძლებლობას დაამყარონ მეგობრული ურთიერთობები, ვასწავლით სოციალურფსიქოლოგიურ კომუნიკაციას და მომავალი განვითარების გზაზე დავაყენებთ.

 

 ბავშვების ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო სასწავლო კომპლექსში, დაჯილდოვდებიან გამარჯვების სიგელებით და პრიზებით. ასე რომ ჩაერთეთ ჩვენს საზაფხულო ღონისძიებაში და მიეცით თქვენს შვილებს შესაძლებლობა გამოამჟღავნონ საკუთარი თავი, რადგან ვინ იცის რა პროფესიის ადამიანები დადგებიან ისინი, იქნებ ისეთის, რომელზეც არასოდეს გიოცნებიათ….

 

IT აკადემია STEP ყოველთვის ფიქრობს და ზრუნავს ჩვენი სტუდენტების შესახებ, ასევე ოცნებობს გაზარდოს თაობა, რომელიც ჩამოყალიბდება ჯანსაღ და ინტელექტუალურ გარემოში.

მაშ ასე, აღნიშნული შემოთავაზების მიღების მსურველებს ვთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია, ჩვენი მენეჯერების დაგიკავშირდებიან და მოგაწვდიან უფრო დაწვრილებით ინფორმაციას.

ჩაწერა

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
ელ-ფოსტა*
კითხვის დასმა


ახალი ამბები