გამარჯობა - ახალგაზრდა ლუზერო ! - IT Academy STEP Tbilisi გამარჯობა - ახალგაზრდა ლუზერო ! - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

გამარჯობა – ახალგაზრდა ლუზერო !

მათთვის, ვინც ამ პუბლიკაციას და სიტყვა ლუზერს უარყოფითად აღიქვამს

გამარჯობა ახალგაზრდა ლუზერო. როგორც ყოველთვის ზიხარ და თამაშობ კომპიუტერულ თამაშებს? როგორც ყოველთვის სახლში გეჩხუბებიან და გიკრძალავენ საათობით ჯდომას კომპიუტერთან და სმარტფონებთან? სიმართლე რომ ვთქვათ, ისინი ხომ მართლები არიან?

მართლები არიან იმაში, რომ

შენ ხარ ჩვეულებრივი მოთამაშე და კომპიუტერული ლუზერი.

წარმოიდგინე, შენ ხარ ჩვეულებრივი ლუზერი, რომელიც წარმატებით გადის ყველა სათამაშო დონეს, ის ვინც ძალიან სწრაფად ფლობს კლავიატურას, ის ვინც აქტიურ მონაწილეობას იღებს სოციალურ ქსელში, ცხოვრობს ვირტუალურ სამყაროში და ფიქრობს, რომ ის არის კომპიუტერული გენია. მაგრამ არა, ძალიან ვწუხვართ, ეს ყველაფერი ასე ნამდვილად არ არის. იმისთვის, რომ შენ გახდე კომპიუტერული ვირტუოზი, აუცილებლად უნდა მიიღო შესაბამისი ცოდნა. შენ, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, ცხოვრობ 4-ე ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში და ავტომატურად ხდები არა მხოლოდ დამკვირვებელი, არამედ პირდაპირ იღებ მონაწილეობას მასში, რადგან შენ სარგებლობ უახლესი პროგრამებით და მათ, სამწუხაროა, მაგრამ იყენებ დროის უდარდელად გატარების მიზნით. არ იყენებ მის რესურსებს საკუთარი ცოდნის გასამდიდრებლად. ალბათ დროა თავად მოიფიქრო და შექმნა, დროა დადგე საკუთარი თავის განვითარების გზაზე, დროა საკუთარი მიღწევებით საკუთარი თავი და მშობლები გაახარო.

IT აკადემია STEP შენ ამაში დაგეხმარება, სტეპერების არმია შენს გვერდით დადგება და შენ დაივიწყებ სიმარტოვეს, დაივიწყებ იმ დროს, როცა მთელ დღეებს უსარგებლოდ ატარებდი. დაიწყე თამაშების თავად შექმნა, ისწავლე 3D გრაფიკა და ანიმაციის შექმნა, ისწავლე თავად შექმნა ვიდეო კლიპები და მუსიკალური ტრეკები დიდი რაოდენობით ფლაგინების, არქიტექტურის, გრაფიკის, დიზაინის, პროგრამირების, კიბერ უსაფრთხოების, მონაცემთა ბაზების მართვის, კომპიუტერული ინჟინერიის გამოყენებით. კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, რასაც ჩვენ გასწავლით და შენ გახდები ნამდვილი სტეპერი, აკადემია სტეპის დიდი ოჯახის წევრი.

თქვენი წარმატება იწყება აქ, შემოგვიერთდით #სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy STEP – საერთაშორისო ბრენდი!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მცირეწლოვანთა IT აკადემია

მათთვის, ვინც ამ პუბლიკაციას და სიტყვა ლუზერს უარყოფითად აღიქვამს


ახალი ამბები