IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

მიღება გრძელდება პროფესიულ მიმართულებებზე

  • გრაფიკული დიზაინი

3ds Max, Substance Painter, Vray და Maya - ერთერთი წამყვანი პროგრამებია სამგანზომილებიან მოდელირებაში, რომელსაც იყენებენ ფილმების, თამაშების, არქიტექტურის, პროდუქტის დიზაინის და სხვა ინდუსტრიაებში

 

ამ პროგრამებს აქვთ ხელსაწყოების უდიდესი ბიბლიოთეკა, რომელიც მორგებულია ნებისმიერი ტიპის სამგანზომილებიანი საქმიანობისთვის. კურსი დაგეხმარებათ, რომ მარტივად აითვისოთ სამგანზომილებიანი გრაფიკის საფუძვლები, განვითარდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით და გააგრძელოთ პროფესიონალური კარიერა ამავე პროგრამების გამოყენებით.

 

მნიშვნელობა არ აქვს, 3D გრაფიკაში გაქვს საბაზისო ცოდნა თუ არა, ორივე შემთხვევაში ეს კურსი თქვენთვისაა:

  • კურსი მორგებულია მათზე, ვისაც საერთოდ არ აქვს გამოცდილება 3D გრაფიკაში.
  • კურსის მსვლელობისას მიღებული ცოდნის საფუძველზე ისწავლით სხვადასხვა დისციპლინას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ სასურველ ინდუსტრიაში.
  • ისწავლით რა არის 3D გრაფიკა და რა პრინციპებზეა აგებული 3D ობიექტები.
  • ისწავლით 3ds Max-ის ინტერფეისს და მასში ნავიგაციას.
  • 3ds Max-ის ბაზაზე შექმნით სხვადასხვა ტიპის და სირთულის 3D ობიექტებს.
  • ისწავლით Substance Painter-ის ინტერფეისს და მასში ნავიგაციას.
  • ისწავლით რა არის ტექსტურირება და რა პრინციპებზეა აგებული 3D ობიექტების მატერიალები.
  • Substance Painter-ის ბაზაზე შეძლებთ შექმნათ ტექსტურები თქვენ მიერ შექმნილი 3D ობიექტებისთვის.
  • ისწავლით რა არის რენდერირება და რა პრინციპებზეა აგებული რენდერინგ პლაგინები.
  • ისწავლით 3ds Max-ის ბაზაზე V-ray რენდერინგ პლაგინის გამოყენებას.
  • შეძლებთ დაარენდეროთ თქვენ მიერ შექმნილი დატექსტურირებული 3D ობიექტები ფოტორეალისტური განათებებით V-ray-ის ბაზაზე.
  • ისწავლით რა არის და რა პრინციპებზეა აგებული ანიმაცია.
  • ისწავლით Maya-ს ინტერფეისს და მასში ნავიგაციას.
  • Maya-ს ბაზაზე ისწავლით როგორ აამოძრაოთ თქვენ მიერ შექმნილი 3D ობიექტები და შექმნათ ანიმაცია.

 

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ:

  • შექმნათ 3D ობიექტები თამაშებსა თუ ფილმებისთვის.
  • შექმნათ სრულყოფილი ანიმაცია.
  • იმუშაოთ პროდუქტის დიზაინის სფეროში, როგორც 3D გრაფიკოსი.
  • შექმნათ სამგანზომილებიანი სარეკლამო რგოლები.
  • გამოიყენოთ მიღებული ცოდნა არქიტექტურულ ვიზუალიზაციაში.

  • პროგრამირება

დღეს ნებისმიერი დიდი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა ფეხი აუწყოს ბაზრის ტენდენციებს, გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების ეფექტიანი არხები და ჩანდეს სწორედ იქ, სადაც მისი პოტენციური მომხმარებელი იყრის თავს. ინტერნეტ სივრცეში წარმატების ერთ-ერთ აუცილებელ და უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ვებ-გვერდი წარმოადგენს. 

ხვდებით, რომ ერთადერთი ფუნქციონალი ვებ-აპლიკაციის, რომელთანაც მომხმარებელი პირდაპირ ურთიერთობს არის ვებ-გვერდის მეშვეობით?

დღევანდელი მომხმარებელი ბევრს მოელის ვებ-გვერდისგან: იგი უნდა იტვირთებოდეს სწრაფად, აწვდიდეს სასურველ სერვისს და კომფორტული იყოს ნებისმიერი მოწყობილობიდან შესვლისას.

  • როგორ შევქმნათ მიმზიდველი ვებგვერდი, ადვილად წაკითხვადი და მომხმარებლისთვის ინფორმატიული?
  • როგორ მოვახდინოთ შინაარსის სტრუქტუირება და მისი განვითარება ვებგვერდზე?
  • როგორ შევქმნათ გვერდი, რომელიც ნებისმიერი მოწყობილობიდან, პორტატული კომპიუტერიდან, ტაბლეტიდან, მობილური ტელეფონიდან, სრულყოფილად იხსნებოდეს და მორგებული იყოს ვებ ბროუზერების ფართო სპექტრზე?
  • როგორ შევქმნათ დინამიური და ინტერაქტიული გვერდები?
  • როგორ შევქმნათ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთგვერდიანი თანამედროვე ლენდინგ გვერდები?
  • როგორ გავხადოთ ჩვენი გვერდი ინტერნეტში ძებნადი?
  • როგორ გამოვაქვეყნოთ ჩვენს მიერ შექმნილი გვერდი ინტერნეტსივრცეში?

  • კიბერუსაფრთხოება

IT აკადემია STEP აცხადებს მიღებას სასწავლებლად ქსელების და კიბერუსაფრთხოების პროფესიულ პროგრამებზე!

წარმოიდგინეთ, 2,5 წელიწადში თქვენ პროფესიონალი გახდებით! და არა მარტო....

IT აკადემია STEP-ში ყველაფერს ისწავლით, რაც მომალში ცხოვრებაში დაგეხმარებათ.

კომპიუტერული ქსელების პროექტირებას და მართვას, სერვერების ადმინისტრირებას,  ქსელური სერვისების ინსტალაციას და მხარდაჭერას, ქსელური პრობლემების გაუმართაობის დიაგნოსტიკას და მისი აღმოფხვრის მეთოდებს, კიბერუსაფრთხოებას და ბევრი სხვა.

ჩვენთან IT აკადემია STEP-ში საკუთარი თავის გამომჟღავნების უამრავი შესაძლებლობა გექნებათ, აქტიურ მონაწილეობას მიიღებთ ბევრ ღონისძიებაში, სადაც ისწავლით და შეიძენთ გამომგონებლობის უნარ-ჩვევებს, ხალხთან კომუნიკაციას, გუნდურ მუშაობას, ვირტუალურ კოლაბორაციას,  გაივლით ტექნიკურ და პრაქტიკულ მომზადებას, ასევე შეიძნეთ უამრავ მეგობარს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ტექნოლოგიური პროცესი დღითიდღე იზრდება, ყველგან და ყველაფერში და სადაც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა მოხვდეთ, ყველგან დამსაქმებლების მოთხოვნებს წააწყდებით თქვენი თვისობრივი უნარების და პროფესიული  ცოდნის შესახებ.

მხოლოდ კომპიუტერული კურსები დიდად ვერ დაგეხმარებათ, რადგან მოკლე დროში ვერ შეძლებთ იმის გათავისებას, რაც აუცილებლად დაგჭირდებათ სამსახურში. სწორედ ამიტომ გთავაზობთ არ დაკარგოთ დრო უქმად და შეისწავლოთ ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ კარგი, მაღალ ანაზღაურებადი სამსახურის პოვნაში, სადაც უბრალოდ შეუცვლელი პროფესიონალი იქნებით. სულ რაღაც 2,5 წელიწადში თქვენ აითვისებთ რამდენიმე დამატებით პროფესიას. ეს კი იმის გარანტია იქნება, რომ თქვენ გახდებით მოთხოვნადი, წარმატებული პროფესიონალი თქვენს მომავალ კარიერაში.

ჩვენ ვართ თქვენი გარანტი, რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია STEP

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია