IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

ადგილები შეზღუდულია მიმდინარე ჯგუფებზე, დაიწყე ახლავე მომავალზე ფიქრი!

როგორც სხვა ყველა სასწავლო დაწესებულება, IT Academy Step რჩება დროებით იზოლირებული თავისი სტუდენტებისგან.

 

COVID 19-მა მოსახლეობა გამოწვევის წინაშე დააყენა კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარების სახით გამძლეობის და გადარჩენისთვის ბრძოლისთვის.გვინდა ჩვენ ეს თუ არა, ჩვენც ვიღებთ აქტიურ მონაწილეობას ამ ცხოვრებისეულ მარაფონში, და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამან მოგვცა შესაძლებლობა სერიოზულად დავფიქრდეთ ხვალინდელ დღეზე და მომავალზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა არაპროგნოზირებადია. ამან მოგვცა საშუალება ნაადრევად ვიყოთ მზად ყველაფრისთვის, თუნდაც ყველაზე ცუდისთვის და ვიყოთ უფრო მობილიზებულნი, ორგანიზებულნი და წარმატებულნი ჩვენს ცოდნაში, სამსახურსა და პროფესიულ გამოცდილებაში.

 

ჩვენ გთავაზობთ შეიძინოთ ყველა დროსთვის საჭირო პროფესიები, რომელიც იქნება თქვენი უზრუნველი ცხოვრების გარანტია! 

 

დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს შრომით ბაზარზე. შემოგვიერთდი და შეისწავლე გრაფიკული დიზაინი , ქსელები და კიბერუსაფრთხოება, პროგრამირება. გახდი მოთხოვნადი კადრი და შეიქმენი უზრუნველი მომავალი . 

 

 

1. ქსელები და კიბერუსაფრთხოება 

 

 

თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ სახლიდან გაუსველელად და დასაქმდეთ მოქნილად! 

გახდი ქსელების, სისტემური ადმინისტრირების და კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი

 

კომპიუტერული ქსელები ჩვენს გარშემოა და ახლა იყენებ მას ამ ინფორმაციის წასაკითხად.

 

ერთი წუთით წარმოიდგინე, რამდენად განსხვავებული იქნებოდა შენი ცხოვრება Facebook-ზე, Google-ზე, YouTube-ზე, Whatsapp-ზე ან ინტერნეტის რომელიმე სხვა ვებგვერდზე ან აპლიკაციაზე წვდომის გარეშე? როგორ იცხოვრებდი ინტერნეტის გარეშე? 

დღითიდღე იზრდება ინტერნეტქსელში დაკავშირებული ჭკვაინი მოწყობილობების რაოდენობა, და ეს ტენდენცია კიდევ დიდხანს გაგრძელდება, ექსპერტების პროგრნოზით 2025 წლისთვის 4,5 მილიარდიდან 21 მილიარდამდე გაიზრდება ქსელში ჩართული მოწყობილობების რაოდენობა, რაც თავის მხრივ კიბერ დამნაშავეთა დიდ ყურადღებას იბყრობს. 

ყოველწლიურად ათასობით კომპანია კიბერთავდასხმის მსხვერპლი ხდება, უამრავი  ფიზიკური პირი “ფიშინგის” მახეში ებმება და არ იციან როგორ დაიცვან თავისი თავი და ბიზნესი კიბერ დამნაშავეთა შეტევებისგან. სწორედ ამიტომ, გლობალურად გაიზარდა მოთხოვნა კომპიუტერული ქსელის, სისტემური ადმინისტრირების  და კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტებზე, თითოეული მათგანი ფასობს ყველა კომპანიაში. 

კომპანიები მთელ მსოფლიოში (მცირედან დაწყებული უდიდესამდე) ეყრდნობიან IT სპეციალისტების მიერ დაგემილ და განხორციელებულ, სისტემურ და ქსელურ ინფრასტრუქტურის მუშაობას და მართვას, ასევე კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტების მიერ შემუშავებულ უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებს. 

შეუერთდი შენც ამ მოთხოვნად ინდუსტრიას!

 

რას შევისწავლი კურსის განმავლობაში?

 

სასწავლო პროგრამა აგებულია საერთაშორისო CompTIA A +, Microsoft Academy და Cisco Networking Academy-ის თანამედროვე სტანდარტებზე დაყრდნობით და შეისწავლი:

  • კომპიუტერული მოწყობილობების აპარატურულ და პროგრამულ უზრუნველყოფას. 

  • მობილურ მოწყობილობებს.

  • Windows 10 ოპერაციული სისტემის  დაყენებას, განახლებას, უსაფრთხოების კონფიგურირებას და ადმინისტრირებას.

  • ვირტუალური მანქანების ინსტალაციასა და ადმინისტრირებას მაიკროსოფთის Hyper-v-ს და VM Ware ვირტუალიზაციის პლატფორმებზე.

  • სტრუქტურირებული საკაბელო ქსელების პროექტირებას, მონტაჟსა და დიაგნოსტირებას.

  • ქსელების საფუძვლებს, ტოპოლოგიას, არქიტექტურას და პროტოკოლებს. 

  •  IPv4/IPv6-ის მისამართები და ქვექსელები;

  • ქსელური მოწყობილობებს და მედია საშუალებებს (მარშუტიზატორი, კომუტატორი, Wi-Fi უსადენო დაშვების წერტილი);

  • Cisco-ს მოწყობილობების კონფიგურაცია, ქსელის კომუტაციას,  მარშრუტიზაციას და უსაფრთხოებას;

  • Windows Server-ის ოპერაციული სისტემის ბაზაზე აპრატურული და შემნახველი მოწყობილობების კონფიგურირებას, ადმინისტრირებას;

  • Windows Server-ის ოპერაციული სისტემის ბაზაზე ქსელის ადმინისტრირებას;

  • Windows Server-ის ოპერაციული სისტემის ბაზაზე აქტიური დირექტორიის მართვას და კონფიგურირებას;

  • Linux სისტემურ ადმინისტრირებას;

  • Linux ქსელის ადმინისტრირებას;

  • პროგრამირების ენა Python-ის საშუალებით სისტემის და ქსელის ავტომატიზაციას; 

  • კომპიუტერული ქსელების და სისტემების უსაფრთხოებას. კრიპტოგრაფიას, აუთენტიფიკაციას, ავტორიზაციას, სისტემების კვლევას, პაკეტების ფილტრებს.

 

რისი გაკეთება შემეძლება კურსის დასრულების შემდეგ?

 

  • კომპიუტერული აპარატურისა და მოწყობილობების კომპონენტების დაკავშირება და გამოყენება;

  • პერსონალური კომპიუტერებისა და სერვერების პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემის დიაგნოზირება და მოგვარება;

  • ნებისმიერი სირთულის ქსელის დაპროექტება, მონტაჟი და სერთიფიცირება;

  • IP პროტოკოლის ბაზაზე გლობალური ტექნოლოგიების გამოყენებით კორპორატიული მარშრუტიზებული ქსელის ორგანიზება;

  • კორპორატიული ქსელის ინტერნეტთან დაკავშირება და უსაფრთხოების აუცილებელი დონის უზრუნველყოფა;

  • თანამედროვე სერვერული ოპერაციული სისტემების და აქტიური ქსელური მოწყობილობების ადმინისტრირება;

  • მაღალი სირთულის დიდი ქსელების ფუნქციონირების მართვა;

  • სხვადასხვა ქსელური ხარვეზების და გაუმართაობების დიაგნოსტირება და მოგვარება;

  • მოშორებულ ოფისებში მობილური თანამშრომლების მხარდასაჭერად და მათ ქსელში ჩასართავად უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების თანამედროვე გადაწყვეტილებების გამოყენება.

 

 

ნამდვილად ჩემთვის არის ეს კურსი?

 

  • ხარ 18 წლის და მეტის?

  • გსურს მეტი შეიტყო  კომპიუტერული ქსელის შესახებ და მიიღო ფუნდამენტური ცოდნა?

  • გინდა მოემზადო Comptia A+ საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდისთვის?

  • გინდა ისწავლო Cisco ქსელებისა და ლაბორატორიების აწყობა?

  • გინდა გახდე სისტემური ადმინისტრატორი და მართო ორგანიზაციის ქსელური და სისტემური ინფრასტრუქტურა?

  • გინდა მოემზადო და აიღო Cisco CCNA- საერთაშორისო სერთიფიკატი?

  • გინდა დაეუფლო 21-ე საუკუნის ერთერთ ყველაზე მზარდ პროფესიას და დაიწყო  კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის კარიერა. 

 

რა პოზიციებზე შევძლებ მუშაობას ამ კურსის დასრულების შემდეგ?

 

  • ქსელის სპეციალისტი (Network Specialist)

  • ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი  (IT Support)

  • ქსელის ადმინისტრატორი (Network Administrator)

  • ქსელის ტექნიკოსი (Network Technician)

  • ქსელის ანალიტიკოსი (Network Analyst)

  • ქსელის ინჟინერი (Network Engineer)

  • ქსელის არქიტექტორი (Network Solutions Architect)

  • სისტემური ადმინისტრატორი (Systems administrator)

  • ამოცანათა დამნერგავი ინჟინერი (DevOps)

  • უსაფრთხოების ადმინისტრატორი (Security administrator)

 

დარეგისტრირდი ახლავე

 

2. გრაფიკა და დიზაინი 

 

 

კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი რამდენ საინტერესოს და უჩვეულოს მოიცავს კომპიუტერული დიზაინისა და გრაფიკის მიმართულება, ყველაფერს ვერც კი ჩამოვთვლით. მისი ცოდნა აუცილებელია მათთვის, ვისაც სურს იყოს შეუცვლელი, მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი თანამშრომელი ნებისმიერ კომპანიაში. პროფესიონალიზმი, ფანტაზია, კრეატიული იდეები დაგეხმარებათ არამარტო შექმნათ შედევრები, არამედ განაგრძოთ აღმავალი სვლა კარიერულ კიბეზე.

ტექნოლოგიუერი და ინდუსტრიული პროგრესის ერაში, დღითი დღე იცვლება ყველა სფერო და მათი არსებობის პრინციპები.

რათქმაუნდა ერთერთერთი ყველაზე თვალსაჩინო მიმართულება, რომელიც საოცარ ტრანსფორმაციას განიცდის ტექნოლოგიების ცვლილებასთან ერთად,  არის მარკეტინგი და რეკლამა, სადაც დიდი როლი მიუძღვის ვიზუალურ ინტერპრეტაციას რომლის შესრულებისთვისაც საჭიროა  კომპიუტერული გრაფიკისა და დიზაინის ცოდნა. დღითიდღე იცვლება მომხმარებლის ქცევის წესები, ინტერესები და გემოვნება.

დღეს ნებისმიერი – დიდი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა, ფეხი აუწყოს ბაზრის ტენდენციებს, გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების ეფექტიანი არხები და ჩანდეს სწორედ იქ, სადაც მისი პოტენციური მომხმარებელი იყრის თავს. 

 

  • როგორ ვაქციოთ ჩვენი  ფანტაზია, იდეები, საკუთარი ხელით შექმნილ და რეალობაში გაცოცხლებულ მაკეტებად?

  • როგორ მივიბყროთ მომხმარებლის ყურადღება თვალისმომჭრელი რეკლამებით?

  • როგორი უნდა იყოს კომპანიის ლოგო და როგორ შევქმნათ კომპანიის ბრენდი ?

  • როგორ გავაფორმოთ და შევქმნათ წიგნის დიზაინი? 

  • როგორ გადავიღოთ ფოტოსურათები მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით?

  • როგორ შევქმნათ სტატიკური , დინამიკური  და მომხმარებლის ქცევაზე მორგებული ვებ-გვერდები? 

  • როგორ შევქმნათ კომპიუტერული თამაშების დიზაინი?

  • როგორ შევქმნათ ანიმაცია სპეცეფექტების გამოყენებით? 

  • როგორ შევქმნათ სამ განზომილებიანი გამოსახულებები? 

  • როგორ შევქმნათ და დავამუშავოთ ვიდეო რგოლები?

  • როგორ შევქმნათ 3D დიზაინის დიზაინის გამოყენებით პროდუქცის მაკეტი, ინტერიერის დიზაინი, სარეკლამო რგოლები და სხვა. 

  • როგორ შევქმნათ სამგანზომილებიანი თამაშები და ანიმაციები? 

  • როგორ მოვახდინოთ კომპანიის, პროდუქტის ან ბიზნესის  პოზიციონირება ციფრულ სივრცეში ? 

  • როგორ გავზარდოთ გაყიდვების კონვერსია თანამედროვე მეთოდებით? 

 

IT აკადემია "სტეპი" IT-განათლების ინდუსტრიაში 1999 წლიდან მუშაობს. ჩვენ ვიცით, რა მოთხოვნები აქვთ დამსაქმებლებს, როგორი ცოდნა და სამუშაო უნარჩვევები სჭირდება თანამედროვე პროფესიონალს როგორც დღეს, ასევე უახლოეს მომავალში - ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ერაში. 

სულ რაღაც 2,5 წელიწადში თქვენ დაეუფლებით 7 პროფესიას. ეს კი იმის გარანტია იქნება, რომ თქვენ გახდებით მოთხოვნადი, წარმატებული პროფესიონალი თქვენს მომავალ კარიერაში.

ჩვენ ვასწავლით დიზაინის ტექნოლოგიის სფეროს ყველაზე აქტუალური მიმართულებებით.

 

პროგრამის  ფარგლებში შეისწავლით:

 

  • ციფრულ და მედია წიგნიერებას

  • ხატვის საფუძვლებს 

  • ხელოვნების ისტორიას, განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპებს და დიზაინის თანამედროვე სტილს

  • ფოტოსურათების და რასტრული გამოსახულებების პროფესიონალურ დამუშავებას, რეტუშირებას Adobe photoshop -ში

  • ვექტორულ გრაფიკულ გამოსახულებებთან მუშაობას Adobe Illustrator-ში

  • სარეკლამო დიზაინის ფსიქოლოგიას, აიდენტიკას და ბრენდინგს

  • სარეკლამო დიზაინის შექმნას  და დამუშავებას

  • ტიპოგრაფიკას - განსხვავებული ფონტების შექმნას და გამოყენებას

  • ციფრულ ფოტოგრაფიას. სტუდიურ მუშაობას, კომპოზიციას.

  • წიგნის, ჟურნალის, გაზეთის  დიზაინის შექმნას და დაკაბადონებას Adobe Indesign-ში

  • ვიდეოს შექმნას და დამუშავებას Adobe Premiere-ში

  • ანიმაციის შემნას და ვიზუალური ეფექტების გამოყენებას Adobe AfterEffects-ში

  • მომხმარებლის ქცევაზე მორგებული ვებ გვერდების დიზაინის შექმნას. UI/UX დიზაინს

  • დინამიური და ინტერაქტიული ვებგვერდების შექმნას HTML5/CSS3 და Javascript- საშუალებით

  • ვებ გვერდების SEO, საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციას

  • ციფრული მარკეტინგის ძირითად ინსტრუმენტებს და მათი გამოყენების წესებს

  • 3D გრაფიკას და დიზაინს   Autodesk 3ds Max-ში

  • 3D ობიექტების ფოტორეალისტური რენდერი V-ray-ის გამოყენებით.

  • ტექსტურების შექმნა 3D ობიექტებისთვის Substance Painter-ის პროგრამაში.

  • 3D სკულპტურისა და სხვადასხვა ნაკეთობების  შექმნას Zbrush-ში და Marvelous Designer-ში. 

  • 3D ანიმაციის  მოდელირებას, ვიზუალიზაციას და შექმნას Autodesk Maya-ში

 

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

 

  • თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების საფუძვლიან გამოყენებას სამუშაოსთვის და ვირტუალური კომუნიკაციისთვის. 

  • კომპანიის ბრენდის ნულიდან შექმნას, რომელიც მოიცავს  ლოგოს დიზაინს, კომპანიის ფერის შერჩევას, საფირმო სტილისტიკას, ბრენდის ვიზუალურ ელემენტებს და სტრატეგიას. ბრენდის ატრიბუტიკასთან მოპყრობის, ვიზუალური მასალის გამოყენების და გარკვეული წესებისა და  აკრძალვების სახელმძღვანელოს - ბრენბუქს. 

  • გარე და შიდა  რეკლამების თანამედროვე დიზაინის შექმნას

  • პროფესიონალური პორტრეტების, კოლაჟების და კომპოზიციების ფოტოგადაღებას და შემდგომ დამუშავებას 

  • გაზეთების, ჟურნალების, წიგნების, სარეკლამო მასალების  დიზაინისა და მაკეტების შექმნას, დაკაბადონებას და ბეჭდვისთვის გამზადებას

  • მომხარებლის გამოცდილებაზე და ქცევაზე მორგებული თანამედროვე ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების დიზაინის შემნას, UI/UX დიზაინი

  • ვიდეო რგოლების შექმნას და მონტაჟს 

  • ვებ გვერდებისა და აპლიკაციების აწყობას და საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაციას 

  • ციფრული მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა  და განხორციელებას

  • 3D გამოსახულებების შექმნასა და  ვიზუალიზაციას 

  • 3D კომპიუტერული თამაშების დიზაინის შექმნას

  • სრულყოფილი ანიმაციებისა და სარეკლამო 3D რგოლების შექმნას

 

დაეუფლებით პროგრამულ ინსტრუმენტებს 

 

2D დიზაინისთვის: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe Indesign, Adobe XD, Adobe After Effect, Adobe Premiere

3D დიზაინისთვის: Autodesk 3ds Max, V-Ray, Substance Painter, ZBrush, Marvelous Designer, Autodesk Maya

სოციალური ქსელებისთვის: Facebook Business Manager, Instagram, LinkedIn, YouTube 

საძიებო სისტემებისთვის: SEO

ვებპროგრამირებისთვის: HTML5, CSS3, Bootstrap 4, Javascript

 

დარეგისტრირდი ახლავე

 

პროგრამირება

 

 

დღეს ნებისმიერი დიდი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა ფეხი აუწყოს ბაზრის ტენდენციებს, გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების ეფექტიანი არხები და ჩანდეს სწორედ იქ, სადაც მისი პოტენციური მომხმარებელი იყრის თავს. ინტერნეტ სივრცეში წარმატების ერთ-ერთ აუცილებელ და უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ვებ-გვერდი წარმოადგენს. 

 

ხვდებით, რომ ერთადერთი ფუნქციონალი ვებ-აპლიკაციის, რომელთანაც მომხმარებელი პირდაპირ ურთიერთობს არის ვებ-გვერდის მეშვეობით?

 

დღევანდელი მომხმარებელი ბევრს მოელის ვებ-გვერდისგან: იგი უნდა იტვირთებოდეს სწრაფად, აწვდიდეს სასურველ სერვისს და კომფორტული იყოს ნებისმიერი მოწყობილობიდან შესვლისას.

  • როგორ შევქმნათ მიმზიდველი ვებგვერდი, ადვილად წაკითხვადი და მომხმარებლისთვის ინფორმატიული?
  • როგორ მოვახდინოთ შინაარსის სტრუქტუირება და მისი განვითარება ვებგვერდზე?
  • როგორ შევქმნათ გვერდი, რომელიც ნებისმიერი მოწყობილობიდან, პორტატული კომპიუტერიდან, ტაბლეტიდან, მობილური ტელეფონიდან, სრულყოფილად იხსნებოდეს და მორგებული იყოს ვებ ბროუზერების ფართო სპექტრზე?
  • როგორ შევქმნათ დინამიური და ინტერაქტიული გვერდები?
  • როგორ შევქმნათ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთგვერდიანი თანამედროვე ლენდინგ გვერდები?
  • როგორ გავხადოთ ჩვენი გვერდი ინტერნეტში ძებნადი?
  • როგორ გამოვაქვეყნოთ ჩვენს მიერ შექმნილი გვერდი ინტერნეტსივრცეში?

 

რას შევისწავლი კურსის განმავლობაში?

 

  • მონაცემთა სტრუქტურის საფუძვლები და ალგორითმები (თეორიული მასალა)
  • კომპიუტერის პროგრამული და აპარატურული ნაწილების შესწავლა და ამოცნობა
  • C ++ , C# , Java და სხვა პროგრამირების ენები
  • HTML, CSS, JavaScript, PHP
  • ღრუბლური (cloud) ტექნოლოგიების გამოყენება და ინტეგრირება
  • პროცედურული და ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება

 

რისი გაკეთება შემეძლება კურსის დასრულების შემდეგ?

 

  • შეძლებ მობილური პლატფორმებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას
  • შეძლებ შექმნა, მართო და დააპროექტირო მონაცემთა ბაზები
  • შეძლებ სრული ხელმძღვანელობა გაუწიო IT პროექტებს და დაიკავო მაღალი მენეჯერული პოზიციები
  • შეძლებ გატესტო, შეაფასო და უზრუნველყო პროგრამული უსაფრთხოება

 

ნამდვილად ჩემთვის არის ეს კურსი?

თუ კი გსურს რომ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი გახდე, მაშინ, ნამდვილად შენთვის არის შექმნილი ჩვენი პროგრამა.

კურსზე დასწრება შეგიძლია თუ კი:

  • ხარ 18 წლის და მეტი
  • გაინტერესებს პროგრამული უზრუნველყოფა
  • გინდა გახდე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიონალი

 

 

აქციები

მეგობრული პაკეტი - მოიყვანე მეგობრები, ისწავლეთ ერთად ჩვენს კურსზე და მიიღე 10%-იანი ფასდაკლება თითო მეგობარზე

 

აქციები მეგობრული პაკეტი:

ფასდაკლება

საწყისი ფასი:

 

1 მეგობარი

10%

2 მეგობარი

20%

3 მეგობარი

30%

4 მეგობარი

40%

5 მეგობარი

50%

6 მეგობარი

60%

7 მეგობარი

70%

8 მეგობარი

80%

9 მეგობარი

90%

10 მეგობარი

უფასო სწავლა

 

 

სწავლების ფორმა

სასწავლო პროგრამა აგებულია თანამედროვე, ინოვაციური  შერეული სწავლების მეთოდზე, რომელიც მოიცავს ელექტრონული და ტრადიციული საკლასო სწავლების კომბინაციას. შერეული სწავლების დროს სასწავლო პროცესი მიმდინარეობს როგორც ტრადიციული (სალექციო), ასევე დისტანციური მეთოდების გამოყენებით.

  

ასინქრონული დისტანციური მეთოდის დროს  გამოიყენება სპეციალურ პლატფორმაზეაწყობილი სასწავლო კურსი – რომელიც შედგება  ვიდეო ლექციების, პრაქტიკული დავალებების, ტექსტური სასწავლო მასალისა და ტესტებისაგან. 

სინქრონული დისტანციური მეთოდის დროს  – ინტერაქცია მიმდინარეობს რეალურ დროში,  სადაც სტუდენტებს და პრაქტიკოს პროფესიონალ პედაგოგს ექნებათ აქტიური მუშაობის და ურთიერთობის საშუალება ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ტრადიციული საკლასო სწავლების დროს - სტუდენტები და პედაგოგები აკადემიის ფიზიკურ გარემოში შეძლებენ კომუნიკაციას, ონლაინ მიღებული ცოდნის გამყარებას, გაურკვეველი საკითხების განხილვას, პრაქტიკული პროექტებისა  და ლაბორატორიული  სამუშაოების განხორციელებას.  

შერეული  სწავლების მეთოდის საშუალებით მიიღებთ 21-ე საუკუნის სამუშაო უნარჩვევებს და შეძლებთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

 

 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია