გააცოცხლეთ შავ-თეთრი სურათები ფერადით! - IT Academy STEP Tbilisi გააცოცხლეთ შავ-თეთრი სურათები ფერადით! - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

გააცოცხლეთ შავ-თეთრი სურათები ფერადით!

გააცოცხლე შავ-თეთრი სურათიდღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ერთ ძალიან საინტერესო დეტალზე, რომელზეც რატომღაც ამ დრომდე არავის ყურადღება არ გაუმახვილებია.
არა, რა თქმა უნდა ჩვენ მტკიცებას არ მოვყვებით, რომ ჩვენამდე ამაზე არავინ დაფიქრებულა, მაგრამ ჩვენ გვსურს რომ ჩვენმა გრაფიკული დიზაინის სტუდენტებმა, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკუთარი საქმის სპეციალისტებმა -გასწავლონ თქვენ, ძვირფასო მშობლებო ან თქვენს შვილებს, როგორ გააცოცხლოთ თქვენი საოჯახო ალბომი, გააფერადოთ თქვენი ძველი შავ-თეთრი ფოტოები და გააცოცხლოთ წარსული მოგონებები.
ეს შეგძენთ თქვენ არა მარტო ფოტო-რესტავრაციის უნარებს, არამედ შეისწავლით დახატოთ და შექმნათ ულამაზესი პეიზაჟები, პორტრეტები და ყველაფერი რაც თქვენს გულს გაუხარდება.
ეს არის ხატვის ნამდვილად უნიკალური კომპიუტერული ტექნოლოგია, შეიძლება ითქვას კიდევ ერთი სპეციალობა, რომელსაც დაეუფლებით და გამოიყენებთ მომავალში.

გააცოცხლე სურათი

ასევე, ფოტოხელოვნების მოყვარულთათვის, რომელთაც სურთ გაეცნონ ფოტორეპორტიორობის სიღრმეებს -დაწყებული ოპტიკური აპარატის პარამეტრების სწორად დაყენებით, დამთავრებული სუპერ პროფესიონალური დახელოვნებით.

ამ ჯადოქრობას და სასწაულების კასკადს თქვენ შეგასწავლით კინემატოგრაფისტი, ხელოვნების მაგისტრი, ოსტანკინოს 80იანი წლების სპეც. რეპორტიორი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, მრავალი ქართული ფილმის დამდგმელი ოპერატორი, IT აიტი აკადემია სტეპის ლექტორი – ბატონი ბაჩი სულამანიძე.

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები