გელით აკადემიაში - არ გამოტოვოთ ეს დღე! - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

გელით აკადემიაში – არ გამოტოვოთ ეს დღე!

მოგესალმებით, ჩვენო ძვირფასო მკითხველნო! 

IT აკადემია STEP აგრძელებს თავის მუშაობას დიდი საეკლესიო დღესასწაულის: “ბრწყინვალე აღდგომა იესო-ქრისტესი” შემდგომ, რომელსაც- ვისარგებლებთ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოგილოცავთ თქვენ, ჩვენს სტუდენტებსაც, ლექტორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს და გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, წარმატებებს სწავლასა თუ შრომაში და საუკეთესო განწყობას, რომლითაც  გააგრძელებთ თქვენს ჩვეულ საქმიანობას.

IT აკადემია STEP-მა მოგიმზადათ პრეზენტაციების ციკლი, რომელსაც წარმოგიდგენენ ჩვენი ლექტორები და სტუდენტი სტეპერები. მათი მეშვეობით თქვენ გაეცნობით უახლოეს სასწავლო პროგრამებს და სწავლების მეთოდებს შემდეგ სეგმენტებში: კომპიუტერული პროგრამირება, კიბერ-უსაფრთხოება, დიზაინი და გრაფიკა. თქვენ აგრეთვე იხილავთ თანამედროვე თამაშების შექმნის უახლეს მეთოდებს, 3D მოდელირებას, ვიდეო და აუდიო სპეც-ეფექტების მომზადების ტექნიკას და სხვა მრავალ სიახლეებს კომპიუტერულ, ინოვაციურ სამყაროში.

პატარები კი გაეცნობიან ჩვენი რობოტოტექნიკის საკოლექციო ნიმუშებს, რომლებსაც ჩვენი პრეზენტატორები გაუწევენ დემონსტრირებას. ისინი თვალნათლივ დაგანახებენ რობოტების მართვის და დაპროგრამირების მეთოდებს და საშუალებებს. ვფიქრობთ, რომ ჩვენი თქვენთვის მომზადებული პროგრამა იქნება არა მარტო საინტერესო, არამედ სასარგებლო თქვენი ინტელექტუალური განვითარებისათვის აიტი სფეროში.   

ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გეპატიჟებით თქვენ ყველას ღია კარის დღეზე,  მობრძანდით და მიიღეთ ზევით აღნიშნული მრავალმხრივი ინფორმაცია ჩვენს მიერ დაგეგმილ პრეზენტაციებზე!                                

                                   მსოფლიო ბრენდი IT აკადემია STEP

გელოდებით ღია კარის დღეზე აკადემიის პედაგოგებთან და ადმინისტრაციასთან ერთად.

📆 14 აპრილი
🕒 13:00 – 14:00
📍 თბილისი, ჯანო ბაგრატიონის #6, სართული 7, აუდიტორია 8.
დასწრება თავისუფალია, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ❗

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები