გინდა ააწყო რობოტი შენით? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

გინდა ააწყო რობოტი შენით?

რობ.rob

რობოტოტექნიკას უამრავი გამოყენება აქვს თანამედროვე სამყაროში და სავარაუდოდ სულ მალე ეს მექანიკური არსებები ყველგან იქნებიან ჩვენს გარშემო. უახლოეს მომავალში ის  ერთერთი წამყვანი სფერო გახდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყველა ჩვენგანის ცხოვრებას. თანამედროვე რობოტები უფრო და უფრო ემსგავსებიან ადამიანებს, როგორც გარეგნობით, ისე ქცევით და საუბრის მანერით, ჩაანაცვლებენ ადამიანებს ფიზიკურად რთულ, სახიფათო და რუტინულ სამუშაოს შესრულებაში, რითაც ხელს შეუწყობენ კაცობრიობის განვითარებას. 

მიეცით თქვენს შვილს ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შანსი, ჩაერთოს ამ გრანდიოზულ პროცესში. აზიარეთ ის და ასწავლეთ, როგორ უნდა შექმნან და მართონ რობოტები. გახადეთ ის ადამიანი რომელიც შექმნის, განავითარებს და მოუვლის ჩვენს ახალ ლითონისგან შექმნილ მეგობრებს.

 

ძვირფასო მშობლებო, გეპატიჟებით თქვენ და თქვენს შვილებს მასტერ კლასზე, რათა თავად დარწმუნდეთ ჩვენი სიტყვების სინამდვილეში – მოდით და მიეცით ბავშვებს საშუალება თავად გახდნენ რობოტების შემქმნელები!

 

გელოდებით პრაქტიკულ ლექცია:  გინდა ააწყო რობოტი შენით?

📆 24 თებერვალი
🕒 15:00 – 16:00
📍 თბილისი, ჯანო ბაგრატიონის #6, სართული 7, აუდიტორია 8.
დასწრება თავისუფალია, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ❗

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები