; ღია ლექცია - „შექმენი შენი ოცნების თამაში“ - IT Academy STEP Tbilisi ღია ლექცია - „შექმენი შენი ოცნების თამაში“ - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ღია ლექცია – „შექმენი შენი ოცნების თამაში“

თამაში.game

ჩვენი   თამაშომანების,  წამყვანი  გეიმერების თხოვნით,  ჩვენ გადავწყვიტეთ მივმართოთ ფართო საზოგადოებას, მათ შორის  მშობლებს, რომლებიც ფიქრობენ რომ მსგავსი გართობა ასაკრძალია და ცუდ ზეგავლენას ახდენს მომავალი თაობის განვითარებაზე და ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ თამაშები დამღუპველად მოქმედებენ ბავშვთა ფსიქიკაზე, აქცევენ მათ სასტიკებად და გაუცხოვებულებად.  ამდენი ნეგატივი მოდის მათგან და მართალია ეს ყველაფერი თუ არა?

დავიწყოთ იმით, რომ ჩვენც შეგვიძლია ჩამოვთვალოთ და დავუპირისპიროთ მათ ზემოთ აღნიშნულ მოსაზრებებს ფაქტორები, რომლებიც არც თუ ნაკლებ ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

  • არა მხოლოდ კომპიუტერთან ჯდომით შეიძლება გაგვიფუჭდეს მხედველობა, საათობით წიგნის კითხვამაც შესაძლოა მხედველობის სერიოზული გაუარესება გამოიწვიოს და სათვალეების ტარება დაგვჭირდეს.
  • მზესუმზირის დიდი რაოდენობით მიღებამ  შეიძლება გამოიწვიოს ბრმა ნაწლავის დახშობა გამოიწვიოს, რაც საბოლოოდ ქირურგიული ჩარევით ანუ აპენდექტომიით დამთავრდეს.
  • ჩიპსების და მახვილ დაბოლოებიანი ხრამუნა ორცხობილების უზომოდ მირთმევამ ნაღვლის ბუშტის გამწვავებებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

ოოო, შემდეგ გადავიდეთ ბავშვებზე, რომელთაც არ უყვართ საათობით თამაში, სამაგიეროდ გემრიელ საჭმელების მირთმევას უთმობენ დიდ დროს.

ტკბილეული, ცომეული, ტორტები, ძეხვეული, ცხოველური ცხიმები, მარგარინი, შემწვარი ხორცი, შაურმა მწარე წიწაკით, კერძები ჩილის სოუსით, რომლებიც გვიწვავენ კუჭს და საყლაპავს და ბევრი სხვა ჯანმრთელობისათვის საზიანო საკვები. 

ასე და ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია ყველგან და ყველაფერში მოვნახოთ ორი მხარე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი.

მთავარია, რომ ჩვენ ვფიქრობთ და არა მარტო ჩვენ, არამედ უმრავლესობა, რომ ზომიერებაა საჭირო ყველაფერში, ზიანი რომ არ მივაყენოთ საკუთარ თავს. და რადგანაც  საუბრის თემა იყო კომპ. თამაშები,  მათ გვინდა შეგახედოთ არა როგორც საათობით მჯდარი ადამიანების  გართობაზე, აზარტის დასაკმაყოფილებლად, არამედ გვინდა გესაუბროთ  კომპ. თამაშების ფართო ინდუსტრიაზე

იმისათვის რომ გახდეთ   კომპ. თამაშების შემოქმედი და მოხვდეთ ამ გრანდიოზულ ინდუსტრიაში, საჭიროა დასაწყისისთვის ერთი თამაში მაინც გქონდეთ   შექმნილი, არ არის აუცილებელი, რომ იყოს ძალიან მაგარი, დასაწყისისთვის მარტივიც საკმარისია და საჭიროა რომ თქვენ იყოთ მისი ავტორი.

შექმენით იგი გონებაში, გადაიტანეთ კომპიუტერში,  გააცოცხლეთ და აამუშავეთ იგი – პირველი გაკვეთილიც მიღებული გაქვთ. ამის მერე ყველაფერი უფრო რთულდება და თამაშების შექმნის უფრო და უფრო მაღალ საფეხურებზე ადიხარ. არის ერთი წინაღობა – ეს შენი ცოდნის არეალია, რომელიც პროგრამირების ენების მარაგით უნდა გამდიდრდეს, ასევე აუცილებელია კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების და თამაშების ძრავის ცოდნა, კიდევ სხვა პროგრამებიც, რომ არ ჩამოვთვალოთ, რასაც ისედაც სწავლობენ ჩვენს აკადემიაში – უბრალოდ ჩამოგითვლით პროფესიებს, რომლებიც საჭიროა  თამაშების შექმნაში: პროგრამისტი, მხატვარი, მუსიკოსი, რეჟისორი, დიზაინერი მთელი  ჯგუფი კრეატიული ადამიანებისა. 

ესეც ზოგადი  ინფორმაციისთვის: მხოლოდ 2017 წელს სათამაშო ინდუსტრიის ბრუნვამ 100 მილიარდ  დოლარზე მეტი შეადგინა. ასევე ეს ინდუსტრია ერთერთი ყველაზე მზარდია, მის პროგნოზსაც შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი.

ჩვენი საუბარიც დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ მხოლოდ ზედპირულად ჩამოგითვალეთ რისი ცოდნაა აუცილებელი, რათა გახდეთ კომპიუტერული თამაშების ავტორნი და შემქმნელნი.

მოდით ჩვენთან კვირას 16:00ზე ღია ლექციაზე „შექმენი შენი ოცნების თამაში“, სადაც სტეპერი თამაშომანების გაგიზიარებენ თავის პროფესიულ გამოცდილებას და გაჩვენებენ თუ რისი შექმნა შეგიძლია შენც

მსოფლიო აიტი აკადემია “სტეპი”

📆 11 მარტი
🕒 16:00 – 17:00
📍 თბილისი, ჯანო ბაგრატიონის #6, სართული 7, აუდიტორია 8.
დასწრება თავისუფალია, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ❗

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები