IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

გსურს გახდე მოთხოვნადი IT სპეციალისტი?

მსოფლიო გადასულია კომპიუტერულ და ციფრულ ტექნოლოგიებზე. დღეს აღარაფერი კეთდება ინტერნეტის, კომპიუტერის და სხვა მოწყობილობების გარეშე, საქმიან თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში. და ვის ეძახიან დასახმარებლად, როდესაც რაღაც პრობლემა გამოჩნდება ან ხარვეზს გადაეყრებიან გზად?

IT მხარდაჭერის სპეციალისტს!

ალბათ უკვე მიხვდი, რამდენად მოთხოვნად პროფესიაზე ვსაუბრობთ. IT მხარდაჭერის სპეციალისტის საქმიანობაში შედის კომპიუტერების ერთმანეთთან კომუნიკაციის დამყარება, კომპიუტერის კომპონენტების ჩანაცვლება-შეკეთება და სხვა.

 

1999 წლიდან მუშაობის გამოცდილებამ, გვასწავლა დამსაქმებლების მოთხოვნილებების ამოცნობა და პროგნოზირება. რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ ჩვენი პროგრამები.

საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებითა და შემუშავებული CompTIA A + პროგრამით, დაგეხმარებით შეისწავლოთ კომპიუტერული მოწყობილობების აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა და თანხვედრაში მოხვიდეთ დამსაქმებლების მოთხოვნილებებთან.

 

რასთან მექნება საქმე კურსის განმავლობაში?

  • შეისწავლით ოპერაციულ სისტემებსა და კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობის მეთოდებს
  • შეხება გექნებათ მობილურ მოწყობილობებთან და ღრუბლოვან სისტემებთან
  • ისწავლით თუ როგორ უნდა ამოიცნოთ აპარატურისა და მოწყობილობების კომპონენტები, დააკავშირო ისინი და გამოიყენო.
  • პირადად შეძლებ ამოიცნო პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემა და მოაგვარო იგი
  • ასევე, საქმე გექნება ქსელური აპარატურისა და ქსელის პრობლემებთან. შენ შეძლებ ამოიცნო ეს პრობლემები და გაუწიო მომხმარებელს დახმარება

 

 

ეს კურსი სპეციალურად შედგენილია მათთვის, ვისაც სურს ახალი პროფესიის ათვისება, ან საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ცოდნის გაღრმავება. ეს არის შანსი, რომელიც თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ და რეალურ გამოცდილებას მოგცემს.

 

 

IT SUPPORT

 

 

 

 

გაიარე რეგისტრაცია

 

 

რის გაკეთებას შევძლებ პროგრამის დასრულებისას?

  • შეძლებ კომპიუტერის ნულიდან აწყობას - ამით ბევრი არაპროფესიონალიც კი არის დაკავებული
  • შეძლებ აარჩიო, დააყენო და გადააყენო ოპერაციული სისტემები.
  • ინტერნეტის კონცეპტის სიღრმისეულ დეტალებში გახვალ და უკეთ გეცოდინება მისი მუშაობის პრინციპი
  • ასევე ღრმად შეისწავლი კომპიუტერული სისტემების მუშაობის პრინციპებს
  • გეცოდინება როგორ ქმნიან პროგრამებს
  • შეძლებ დაგეგმო და მართო კომპანიის IT გარემოს პროცესები

 

 

რა პოზიციებზე შევძლებ მუშაობას ამ კურსის დასრულებისას?

  •  სისტემური ადმინისტრატორი
  •  სისტემის მხარდაჭერის სპეციალისტი
  •  ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
  •  ქსელის ინჟინერი (ასოცირებული)
  •  კომპიუტერული ტექნიკოსი

 

 

სწავლების მეთოდები

კურსი მიმდინარეობს ონლაინ/დისტანციურ რეჟიმში და დატვირთულია, როგორც სინქრონული, ასევე ასინქრონული სწავლების ელემენტებითა და პრაქტიკული დავალებებით.

 

სინქრონული სწავლების მეთოდი, გულისხმობს თანმიმდევრულ რეჟიმში სწავლებას, სადაც სტუდენტისა და ლექტორის ინტერაქცია მიმდინარეობს რეალურ დროში. ასეთ დროს თქვენ გექნებათ საშუალება ჩაერთოთ კითხვა-პასუხის რეჟიმში და პედაგოგის მიერ მოცემულ პრაქტიკულ სამუშაოებში.

ასინქრონული დისტანციური მეთოდის დროს გამოიყენება სპეციალურ პლატფორმაზე აწყობილი სასწავლო კურსი – რომელიც შედგება ვიდეო ლექციების, პრაქტიკული დავალებების, ტექსტური სასწავლო მასალისა და ტესტებისაგან.

პრაქტიკული დავალებები სრული კურსის განმავლობაში გექნებათ და დაგეხმარებათ ნელ-ნელა განავითაროთ თქვენი უნარები. პრაქტიკული დავალებების მეშვეობით შეძლებთ დააგროვოთ გამოცდილება, რასაც შემდეგ, ასახავთ პორტფოლიოში და გამოგადგებათ კლიენტებთან ურთიერთობის დროს. კურსი მიმდინარეობს ონლაინ/დისტანციურ რეჟიმში და დატვირთულია, როგორც სინქრონული, ასევე ასინქრონული სწავლების ელემენტებითა და პრაქტიკული დავალებებით.

შერეული სწავლების მეთოდის საშუალებით მიიღებთ 21-ე საუკუნის სამუშაო უნარ-ჩვევებს და შეძლებთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

 

 

გადახდის ფორმები 

ხანგრძლივობა

ფასდაკლებები

 

 

აი კიდევ რა დაგაინტერესებთ IT აკადემია Step-ში:

 

 

 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია