IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

დაეუფლე ქსელებს და კიბერუსაფრთხოებას Lockdown-ის დროს!

როგორც სხვა ყველა სასწავლო დაწესებულება, IT Academy Step რჩება დროებით იზოლირებული თავისი სტუდენტებისგან.

 

COVID 19-მა მოსახლეობა გამოწვევის წინაშე დააყენა კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარების სახით გამძლეობის და გადარჩენისთვის ბრძოლისთვის. გვინდა ჩვენ ეს თუ არა, ჩვენც ვიღებთ აქტიურ მონაწილეობას ამ ცხოვრებისეულ მარაფონში, და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამან მოგვცა შესაძლებლობა სერიოზულად დავფიქრდეთ ხვალინდელ დღეზე და მომავალზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა არაპროგნოზირებადია. ამან მოგვცა საშუალება ნაადრევად ვიყოთ მზად ყველაფრისთვის, თუნდაც ყველაზე ცუდისთვის და ვიყოთ უფრო მობილიზებულნი, ორგანიზებულნი და წარმატებულნი ჩვენს ცოდნაში, სამსახურსა და პროფესიულ გამოცდილებაში.

 

ჩვენ გთავაზობთ შეიძინოთ ყველა დროსთვის საჭირო პროფესიას, რომელი იქნება თქვენი უზრუნველი ცხოვრების გარანტია! 

 

თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ სახლიდან გაუსველელად და დასაქმდეთ მოქნილად! 

 

 

→ დარეგისტრირდი ახლავე

 

გახდი ქსელების, სისტემური ადმინისტრირების და კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი

 

კომპიუტერული ქსელები ჩვენს გარშემოა და ახლა იყენებ მას ამ ინფორმაციის წასაკითხად.

 

ერთი წუთით წარმოიდგინე, რამდენად განსხვავებული იქნებოდა შენი ცხოვრება Facebook-ზე, Google-ზე, YouTube-ზე, Whatsapp-ზე ან ინტერნეტის რომელიმე სხვა ვებგვერდზე ან აპლიკაციაზე წვდომის გარეშე? როგორ იცხოვრებდი ინტერნეტის გარეშე? 

 

დღითიდღე იზრდება ინტერნეტქსელში დაკავშირებული ჭკვაინი მოწყობილობების რაოდენობა, და ეს ტენდენცია კიდევ დიდხანს გაგრძელდება, ექსპერტების პროგრნოზით 2025 წლისთვის 4,5 მილიარდიდან 21 მილიარდამდე გაიზრდება ქსელში ჩართული მოწყობილობების რაოდენობა, რაც თავის მხრივ კიბერ დამნაშავეთა დიდ ყურადღებას იბყრობს. 

ყოველწლიურად ათასობით კომპანია კიბერთავდასხმის მსხვერპლი ხდება, უამრავი  ფიზიკური პირი “ფიშინგის” მახეში ებმება და არ იციან როგორ დაიცვან თავისი თავი და ბიზნესი კიბერ დამნაშავეთა შეტევებისგან. სწორედ ამიტომ, გლობალურად გაიზარდა მოთხოვნა კომპიუტერული ქსელის, სისტემური ადმინისტრირების  და კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტებზე, თითოეული მათგანი ფასობს ყველა კომპანიაში. 

კომპანიები მთელ მსოფლიოში (მცირედან დაწყებული უდიდესამდე) ეყრდნობიან IT სპეციალისტების მიერ დაგემილ და განხორციელებულ, სისტემურ და ქსელურ ინფრასტრუქტურის მუშაობას და მართვას, ასევე კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტების მიერ შემუშავებულ უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებს. 

შეუერთდი შენც ამ მოთხოვნად ინდუსტრიას!

 

რას შევისწავლი კურსის განმავლობაში?

 

სასწავლო პროგრამა აგებულია საერთაშორისო CompTIA A +, Microsoft Academy და Cisco Networking Academy-ის თანამედროვე სტანდარტებზე დაყრდნობით და შეისწავლი:

  • კომპიუტერული მოწყობილობების აპარატურულ და პროგრამულ უზრუნველყოფას. 

  • მობილურ მოწყობილობებს.

  • Windows 10 ოპერაციული სისტემის  დაყენებას, განახლებას, უსაფრთხოების კონფიგურირებას და ადმინისტრირებას.

  • ვირტუალური მანქანების ინსტალაციასა და ადმინისტრირებას მაიკროსოფთის Hyper-v-ს და VM Ware ვირტუალიზაციის პლატფორმებზე.

  • სტრუქტურირებული საკაბელო ქსელების პროექტირებას, მონტაჟსა და დიაგნოსტირებას.

  • ქსელების საფუძვლებს, ტოპოლოგიას, არქიტექტურას და პროტოკოლებს. 

  •  IPv4/IPv6-ის მისამართები და ქვექსელები;

  • ქსელური მოწყობილობებს და მედია საშუალებებს (მარშუტიზატორი, კომუტატორი, Wi-Fi უსადენო დაშვების წერტილი);

  • Cisco-ს მოწყობილობების კონფიგურაცია, ქსელის კომუტაციას,  მარშრუტიზაციას და უსაფრთხოებას;

  • Windows Server-ის ოპერაციული სისტემის ბაზაზე აპრატურული და შემნახველი მოწყობილობების კონფიგურირებას, ადმინისტრირებას;

  • Windows Server-ის ოპერაციული სისტემის ბაზაზე ქსელის ადმინისტრირებას;

  • Windows Server-ის ოპერაციული სისტემის ბაზაზე აქტიური დირექტორიის მართვას და კონფიგურირებას;

  • Linux სისტემურ ადმინისტრირებას;

  • Linux ქსელის ადმინისტრირებას;

  • პროგრამირების ენა Python-ის საშუალებით სისტემის და ქსელის ავტომატიზაციას; 

  • კომპიუტერული ქსელების და სისტემების უსაფრთხოებას. კრიპტოგრაფიას, აუთენტიფიკაციას, ავტორიზაციას, სისტემების კვლევას, პაკეტების ფილტრებს.

 

რისი გაკეთება შემეძლება კურსის დასრულების შემდეგ?

 

  • კომპიუტერული აპარატურისა და მოწყობილობების კომპონენტების დაკავშირება და გამოყენება;

  • პერსონალური კომპიუტერებისა და სერვერების პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემის დიაგნოზირება და მოგვარება;

  • ნებისმიერი სირთულის ქსელის დაპროექტება, მონტაჟი და სერთიფიცირება;

  • IP პროტოკოლის ბაზაზე გლობალური ტექნოლოგიების გამოყენებით კორპორატიული მარშრუტიზებული ქსელის ორგანიზება;

  • კორპორატიული ქსელის ინტერნეტთან დაკავშირება და უსაფრთხოების აუცილებელი დონის უზრუნველყოფა;

  • თანამედროვე სერვერული ოპერაციული სისტემების და აქტიური ქსელური მოწყობილობების ადმინისტრირება;

  • მაღალი სირთულის დიდი ქსელების ფუნქციონირების მართვა;

  • სხვადასხვა ქსელური ხარვეზების და გაუმართაობების დიაგნოსტირება და მოგვარება;

  • მოშორებულ ოფისებში მობილური თანამშრომლების მხარდასაჭერად და მათ ქსელში ჩასართავად უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების თანამედროვე გადაწყვეტილებების გამოყენება.

 

 

ნამდვილად ჩემთვის არის ეს კურსი?

 

  • ხარ 18 წლის და მეტის?

  • გსურს მეტი შეიტყო  კომპიუტერული ქსელის შესახებ და მიიღო ფუნდამენტური ცოდნა?

  • გინდა მოემზადო Comptia A+ საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდისთვის?

  • გინდა ისწავლო Cisco ქსელებისა და ლაბორატორიების აწყობა?

  • გინდა გახდე სისტემური ადმინისტრატორი და მართო ორგანიზაციის ქსელური და სისტემური ინფრასტრუქტურა?

  • გინდა მოემზადო და აიღო Cisco CCNA- საერთაშორისო სერთიფიკატი?

  • გინდა დაეუფლო 21-ე საუკუნის ერთერთ ყველაზე მზარდ პროფესიას და დაიწყო  კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის კარიერა. 

 

რა პოზიციებზე შევძლებ მუშაობას ამ კურსის დასრულების შემდეგ?

 

  • ქსელის სპეციალისტი (Network Specialist)

  • ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი  (IT Support)

  • ქსელის ადმინისტრატორი (Network Administrator)

  • ქსელის ტექნიკოსი (Network Technician)

  • ქსელის ანალიტიკოსი (Network Analyst)

  • ქსელის ინჟინერი (Network Engineer)

  • ქსელის არქიტექტორი (Network Solutions Architect)

  • სისტემური ადმინისტრატორი (Systems administrator)

  • ამოცანათა დამნერგავი ინჟინერი (DevOps)

  • უსაფრთხოების ადმინისტრატორი (Security administrator)

 

სწავლების მეთოდები 

სინქრონული სწავლების მეთოდი:  გულისხმობს თანმიმდევრულ რეჟიმში სწავლებას, სადაც სტუდენტისა და ლექტორის ინტერაქცია მიმდინარეობს რეალურ დროში. ასეთ დროს თქვენ გექნებათ საშუალება ჩაერთოთ კითხვა-პასუხის რეჟიმში და პედაგოგის მიერ მოცემულ პრაქტიკულ სამუშაოებში. 

ასინქრონული დისტანციური მეთოდის დროს გამოიყენება სპეციალურ პლატფორმაზე აწყობილი სასწავლო კურსი – რომელიც შედგება ვიდეო ლექციების, პრაქტიკული დავალებების, ტექსტური სასწავლო მასალისა და ტესტებისაგან. პრაქტიკული დავალებები სრული კურსის განმავლობაში გექნებათ და დაგეხმარებათ ნელ-ნელა განავითაროთ თქვენი უნარები. 

პრაქტიკული სამუშაოების შესრულებას შეძლებთ Cisco-ს ვირტუალურ ლაბორატორიაში, ასევე აკადემიის ღრუბლოვან სერვერებზე  რაც საშუალებას მოგცემთ  დააგროვოთ გამოცდილება რეალურ ამოცანებზე მუშაობისას, მიღებულ გამოცდილებას ასახავთ პორტფოლიოში რომელიც გამოგადგებათ დამსაქმებელთან ურთიერთობის დროს. 

კურსი მიმდინარეობს ონლაინ/დისტანციურ რეჟიმში და დატვირთულია როგორც სინქრონული, ასევე ასინქრონული სწავლების ელემენტებითა და პრაქტიკული დავალებებით. შერეული სწავლების მეთოდის საშუალებით მიიღებთ 21-ე საუკუნის სამუშაო უნარ-ჩვევებს და შეძლებთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

 

→ დარეგისტრირდი ახლავე

 

ბევრი ადამიანი, რომელიც შეხვდა მსოფლიოში მომხდარ პანდემიის პრობლემებს, დაიკარგნენ, შეეშინდათ, ჩავარდნენ დეპრესიაში და გადაწყვიტეს დალოდებოდნენ ტოტალური ინფიცირების დასრულებას. შესაძლოა პირიქით, ავიყვანოთ თავი ხელში, მოვბილიზდეთ და ნებისყოფით გამოვიჩინოთ მაქსიმალური წინააღმდეგობა, ვინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს და როგორი მოულოდნელობები გველოდება მომავლში.  ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი, რომ რაც არ უნდა იყოს ჩვენ არავინ გვუზრუნველყოფს და დაგვაპურებს, თუ ჩვენ არ გამოვიმუშავებთ თანხას ჩვენი საჭიროებებისთვის, როგორიც არის საკვები, ტანსაცმელი, გადაადგილება, კომუნალური მომსახურებები და წამლები რაც გვესაჭიროება გადარჩენისთვის. ამიტომ

 

 

IT აკადემია STEP აცხადებს მუდმივ მიღებას, საჭირო და აუცილებელი პროფესიის ათვისებისთვის, რომლის დამსახურებითაც სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ გამოიმუშაოთ თანხა.

 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია