IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

დაიწყე 3D მოდელირების შესწავლა! - გაიგე მეტი

3ds Max, Substance Painter, Vray და Maya - ერთერთი წამყვანი პროგრამებია სამგანზომილებიან მოდელირებაში, რომელსაც იყენებენ ფილმების, თამაშების, არქიტექტურის, პროდუქტის დიზაინის და სხვა ინდუსტრიებში. 

 

ამ პროგრამებს აქვთ ხელსაწყოების უდიდესი ბიბლიოთეკა, რომელიც მორგებულია ნებისმიერი ტიპის სამგანზომილებიანი საქმიანობისთვის. კურსი დაგეხმარებათ, რომ მარტივად აითვისოთ სამგანზომილებიანი გრაფიკის საფუძვლები, განვითარდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით და გააგრძელოთ პროფესიონალური კარიერა ამავე პროგრამების გამოყენებით.

 

მნიშვნელობა არ აქვს, 3D გრაფიკაში გაქვს საბაზისო ცოდნა თუ არა, ორივე შემთხვევაში ეს კურსი თქვენთვისაა:

  • კურსი მორგებულია მათზე, ვისაც საერთოდ არ აქვს გამოცდილება 3D გრაფიკაში.
  • კურსის მსვლელობისას მიღებული ცოდნის საფუძველზე ისწავლით სხვადასხვა დისციპლინას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ სასურველ ინდუსტრიაში.
  • ისწავლით რა არის 3D გრაფიკა და რა პრინციპებზეა აგებული 3D ობიექტები.
  • ისწავლით 3ds Max-ის ინტერფეისს და მასში ნავიგაციას.
  • 3ds Max-ის ბაზაზე შექმნით სხვადასხვა ტიპის და სირთულის 3D ობიექტებს.
  • ისწავლით Substance Painter-ის ინტერფეისს და მასში ნავიგაციას.
  • ისწავლით რა არის ტექსტურირება და რა პრინციპებზეა აგებული 3D ობიექტების მატერიალები.
  • Substance Painter-ის ბაზაზე შეძლებთ შექმნათ ტექსტურები თქვენ მიერ შექმნილი 3D ობიექტებისთვის.
  • ისწავლით რა არის რენდერირება და რა პრინციპებზეა აგებული რენდერინგ პლაგინები.
  • ისწავლით 3ds Max-ის ბაზაზე V-ray რენდერინგ პლაგინის გამოყენებას.
  • შეძლებთ დაარენდეროთ თქვენ მიერ შექმნილი დატექსტურირებული 3D ობიექტები ფოტორეალისტური განათებებით V-ray-ის ბაზაზე.
  • ისწავლით რა არის და რა პრინციპებზეა აგებული ანიმაცია.
  • ისწავლით Maya-ს ინტერფეისს და მასში ნავიგაციას.
  • Maya-ს ბაზაზე ისწავლით როგორ აამოძრაოთ თქვენ მიერ შექმნილი 3D ობიექტები და შექმნათ ანიმაცია.

 

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ:

  • შექმნათ 3D ობიექტები თამაშებსა თუ ფილმებისთვის.
  • შექმნათ სრულყოფილი ანიმაცია.
  • იმუშაოთ პროდუქტის დიზაინის სფეროში, როგორც 3D გრაფიკოსი.
  • შექმნათ სამგანზომილებიანი სარეკლამო რგოლები.
  • გამოიყენოთ მიღებული ცოდნა არქიტექტურულ ვიზუალიზაციაში.

 

შემოგვიერთდი და მიიღე განათლება თანამედროვე სტანდარტებით

პროგრამის ხანგრძლივობა: 12 თვე

 

 

კურსის დეტალები

 

სასწავლ პროგრამა აგებულია თანამედროვე სწავლების მეთოდებზე

რომელიც მოიცავს როგორც ასინქრონულ, ასევე, სინქრონული დისტანციური სწავლების საუკეთესო ფორმებს.

 

ასინქრონული სწავლებისთვის

გამოიყენება სპეციალურ პლატფორმაზე აწყობილი დისტანციური სასწავლო მოდული ვიდეო ლექციების, პრაქტიკული დავალებების, ტექსტური სასწავლო მასალის, ტესტების საშუალებით.

სინქრონული ონლაინ სწავლებისას

კვირაში 2-ჯერ 3-3 საათიანი ონლაინ ლექცია  ჩატარდება, სადაც სტუდენტებს და მენტორს ექნებათ აქტიური ინტერაქციის საშუალება.

 

ღირებულება 

 

IT აკადემია Step-ში კურსის ღირებულების დაფარვა შეგიძლიათ სრულად და განვადებით. 

ვითვალისწინებთ რა, დღევანდელ პირობებს, გთავაზობთ შემსუბუქებულ ღირებულებას გადახდის ორივე მეთოდისთვის:

●    განვადება - 283 ლარი თვეში ( 347 ლარის ნაცვლად)
●    სრული დაფარვა - 3396 ლარი (4164 ლარის ნაცვლად)

 

აქციები და ფასდაკლებები

 

●    5%-იანი ფასდაკლება - თუ კი კურსის ღირებულებას სრულად დაფარავ
●    10%-იანი ფასდაკლება - თუ კი მოიყვან მეგობარს (თითოეულ მოყვანილ მეგობარზე, 10%-იანი ფასდაკლება ემატება)
●    უფასო სწავლება - თუ კი მოიყვან 10 მეგობარს 

შენიშვნა: ფასდაკლება მოქმედებს მანამ, სანამ მეგობრები შენთან ერთად ისწავლიან 

 

სპეც შეთავაზებები 

 

ერთი კურსის შეძენის შემთხვევაში, ყოველი მომდევნო კურსის საწყის საფასურს 40% აკლდება. ამით, ჩვენ ვრწმუნდებით რომ თქვენ გაქვთ საშუალება კიდევ უფრო განავითაროთ თქვენი უნარები და შეისწავლოთ სხვადასხვა პროფესია. 
 

კურსი განკუთვნილია:

 

  • სტარტაპერებისთვის,
  • აბიტურიენტებისთვის
  • სტუდენტებისთვის,
  • მარკეტერებისთვის,
  • პროექტის მენეჯერებისთვის,
  • ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს დაეუფლოს ახალ პროფესიას

 

პროგრამა აგებულია რეალურ პრაქტიკულ ამოცანებზე, რომლის განმავლობაშიც თქვენ შექმნით თქვენს პროფესიონალურ პორტფოლიოს.

აკადემია, თავის მხრივ, იზრუნებს წარმატებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიებთან დასაქმებაზე.

 

 

 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია