; ვირბინოთ მსოფლიოსთან ერთად კახეთში - IT Academy STEP Tbilisi ვირბინოთ მსოფლიოსთან ერთად კახეთში - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ვირბინოთ მსოფლიოსთან ერთად კახეთში

IT Academy Step Georgia ერთვება საქველმოქმედო მარათონში Wings for Life World Run რომელიც ერთდროულად უამრავ ქვეყანაში იმართება. მარათონს უნიკალური ფორმატი აქვს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალ, მოყვარულ მორბენლებსა და ეტლით მოსარგებლე ადამიანებს. Wings for Life World Run-ს არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. ფინიშის მანქანა სტარტიდან 30 წუთის შემდეგ იწყებს მოძრაობას და 15კმ/სთ მოძრაობს. მისი გასწრება, რბენიდან გამოთიშვას ნიშნავს. საბოლოოდ კი იმარჯვებს ის, ვისაც ბოლოს დაიჭერს აღნიშნული მანქანა.

 

Wings For Life World Run გაიმართება 15:00 საათზე ლოპოტას ტბის ჩასახვევთან, თელავი–ყვარელის გზატკეცილის მე-10 კილომეტრზე.

სარბენი ლოკაცია თბილისიდან 150 კმ-ის მოშორებით, ლოპოტას გადასახვევთან, კავკასიონის ქედის გასწვრივ მდებარეობს.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა – 3 მაისი, 15:00 საათი (ლოკალური დროით)

 

შემოგვიერთდით საქველმოქმედო მარათონში!


ახალი ამბები