კარგი მეხსიერება - თქვენი წარმატება! - IT Academy STEP Tbilisi კარგი მეხსიერება - თქვენი წარმატება! - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

კარგი მეხსიერება – თქვენი წარმატება!

Mess in my head.

ამჯერად შევეხებით ისეთ საკითხს, როგორიცაა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევა და მისი მუშაობის გაუმჯობესება. ეს თემა განსაკუთრებით აღელვებთ იმ მშობლებს, რომელთა შვილებიც არცთუ ისე კარგად უმკლავდებიან ყოველდღიურ სასკოლო დავალებებს, არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ არც კი ინტერესდებიან კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურით, კლასიკური მუსიკით, თეატრალური და საოპერო ნაწარმოებებით.

  • და რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? 
  • იმდენად დაკავებულნი არიან მშობლები, რომ ვერ ასწრებენ დააინტერესონ ბავშვები? 
  • მშობლები მაქსიმალურად მონდომებულნი არიან, მაგრამ ბავშვებს არ აქვთ სურვილი და ინტერესიამ ყველაფრის მიმართ?
  • პატარები იმდენად დაკავებულნი არიან, რომ საერთოდ არ ყოფნით დრო დაკავდნენ ზემოთაღნიშნულით? 

სად იმალება რეალური მიზეზი

ჩვენს მიერ ჩატარებული ტესტირებების საფუძველზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოკითხულთა ინტელექტუალური მაჩვენებელი არც თუ ისე მაღალია, ეს ყველაფერი  ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენი ბავშვები გონებრივი დატვირთვისას ზოგ თემებს რთულად აღიქვამენ, ზოგს საერთოდ აიგნორებენ, ზოგსაც ძნელად იმახსოვრებენ.

ეს ყველაფერი რასაკვირველია უარყოფითად აისახება მათ სწავლა-განათლებაზე, ატესტაციასა და ბოლოს და ბოლოს მომავალ შრომით მოწყობაზეც. რაში ვხედავთ  ამ ყველაფრიდან გამოსავალს? თქვენ არ დაფიქრებულხართ ამაზე, არადა საჭირო იყო. 

ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა ვარიანტები და მივედით დასკვნამდე რომ ჩვენ, ჩვენი მხრიდან შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს გაიუმჯობესონ მეხსიერება, რათა  მათ შეძლონ აითვისონ და გაიღრმავონ სამომავლოდ აუცილებელი ინფორმაციული მარაგი. რა თქმა უნდა, თქვენი მხრიდან იქნება კითხვები: რა გზებით და საშუალებებით მივაღწევთ ამას?  კომპლექსურით-გპასუხობთ ჩვენც.  

ჩვენ მოვამზადეთ სპეცალურად ამ მიზნისთვის ტრენინგი, გათვლილი  თავის  ტვინის იმ ნაწილების გააქტიურებაზე, რომლის მეშვეობითაც ხდება ყურადღების კონცენტრირების, დაკვირვებულობის, შეუპოვრობის და მიზანსწრაფულობის  გამომუშავება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სასწავლო პროგრამების ეფექტურ ათვისებას.

 

ჩვენ გეპატიჟებით ამ თემასთან დაკავშირებულ ღია კარის დღეზე  და გაგაცნობთ მშობლებს და ბავშვებს ჩვენს გეგმებს სწავლების ფორმებსა  და სპეციალიზირებულ ტრენინგებთან დაკავშირებით.

ღია ლექცია: კარგი მეხსიერება – თქვენი წარმატება, გაიმართება:

 

📆 27 მაისი
🕒 12:00 – 13:00
📍 თბილისი, ჯანო ბაგრატიონის #6, სართული 7, აუდიტორია 8.
დასწრება თავისუფალია, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ❗

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ,გაიაროთ რეგისტრაცია.

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები