; კიბერთაღლითობა თუ უკვე კიბერგამომძალველობა? - IT Academy STEP Tbilisi კიბერთაღლითობა თუ უკვე კიბერგამომძალველობა? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

კიბერთაღლითობა თუ უკვე კიბერგამომძალველობა?

FB Cyberbooling

კიდევ ერთი მორიგი ეტაპი კიბერბულინგის: კიბერთაღლითობა თუ კიბერგამომძალველობა? ჰაკერებს – კომპიუტერულ დაუპატიჟებელ სტუმრებს, როგორც ჩვენ მათ ვეძახით, მადა და აპეტიტი თანდათან გაეხსნათ და მიადგნენ ყველაზე მიმნდობ და მფრთხალ ბავშვებს. თითქოს საკმარისი არ იყო  “ლურჯი ვეშაპის” სასიკვდილო ტორნადოს გადავლა, რომ ახლა დაიწყეს მობილურ ტელეფონებზე დამაშინებელი შეტყობინებების დაგზავნა. შეხედეთ სქრინს, გადაღებულს ბავშვის სმარტფონიდან:

 ჩვენგან მოპოვებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასეთი შინაარსის სმს-ები  მიღებული აქვთ არა მარტო ბავშვებს, არამედ მშობლებსაც რომლებიც უკვე პანიკურ მდგომარეობამდე არიან მისულები.

 მივმართავთ სამართალდამცავ და ზოგადსაგანმანათლებლო სტრუქტურებს: არ დადგა დრო დავფიქრდეთ, როგორ შევძლოთ მაქსიმალურად უსაფრთხო გავხადოთ ჩვენი საზოგადოების ყოფა  და დავიცვათ მსგავსი სახის შემოტევებისგან? 

 

ჩვენ არ ვამტკიცებთ რომ ზემოთაღნიშნულ სტრუქტურებში არ განიხილავენ ამ საჭირბოროტო თემებს, მაგრამ ვფიქრობთ რომ საშიშროების არა მინიმალურ დონეზე დაყვანა, არამედ  ამ უკანონობის ძირშივე აღმოფხვრაა საჭირო. ამისათვის მოგმართავთ შეიქმნას სპეციალიზირებული ცენტრი, რომელიც არა მარტო გააუვნებელყოფს, არამედ  საწყის ეტაპზევე გამოავლენს კიბერდამნაშავეებს და დასჯის საკონსტიტუციო კანონით გათვალისწინებული სასჯელით.

სანამ სახელმწიფო მაღალი რანგის ჩინოვნიკები დაფიქრდებიან ჩვენს წინადადებაზე, ჩვენ მოგიმზადეთ პრეზენტაცია მომავალი თაობის და მათი მშობლებისათვის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ნეგატიური ინფორმაციის მიღებისას, რა ზომები უნდა მივიღოთ, ფსიქოლოგიურად როგორ გავუმკლავდეთ მოწოლილ ემოციებს და პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით როგორ დავიცვათ ჩვენი პატარები.

როგორც ვიცით ამ დამანგრეველი თამაშების რიცხვს, დაკავშირებული ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან და ფსიქიკის საბოლოო მოშლასთან, დაემატა კიდევ ერთი, რომლის შესახებაც საჭიროა ხმამაღლა ვისაუბროთ და მივიღოთ უსაფრთხოების შესაბამისი ზომები, როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური კუთხით.

როგორც უკვე იცით, IT აკადემია STEP  ყოველთვის  კომპიუტერული სიახლეების პირველი გამზიარებელი და მომწოდებელია. 

ჩვენი კარები ყოველთვის ღიაა ნებისმიერი საკითხის მისაგვარებლად,  რაც IT სფეროს ეხება…  

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გაგიზიაროთ ნებისმიერი ინფორმაცია  IT სფეროს შესახებ…  

ჩვენ ყოველთვის დაგეხმარებით ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში, რაც  IT სფეროსთან არის  შემხებლობაში…

 

თავისუფალი ლექცია – კიბერთაღლითობა თუ კიბერგამომძალველობა? დაგეგმილია

📆 27 მაისი
🕒 14:00 – 16:00
📍 თბილისი, ჯანო ბაგრატიონის #6, სართული 7, აუდიტორია 8.
დასწრება თავისუფალია, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ❗

 

ჩვენ მოხარულები ვართ გიხილოთ ჩვენს აუდიტორიებში!

                               მსოფლიო ბრენდი IT აკადემია STEP საქართველო.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ,გაიაროთ რეგისტრაცია.

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები