IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

კომპიუტერული ხელოვნების პერსპექტივა

კომპიუტერული ხელოვნება შემოქმედებითი პროცესია, რომელიც იყენებს კომპიუტერს, სხვადასხვა ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს, კომპიუტერულ პროგრამებს და ქმნის ხელოვნების ნიმუშსციფრულ ფორმატში. უნდა ნახოთ როგორი შედევრები იქმნება.

ხელოვნების ამ სახეობის შესწავლა რთული არ არის. ამისთვის საკმარისია მხოლოდ ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების დაუფლება, რომელთა შეძენაც შესაძლებელია  თანამედროვე მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიებით გაჯერებულ სპეციალიზირებულ კურსებზე. მთელი სარეკლამო ბიზნესი, თანამედროვე კინემატოგრაფია, წარმოების მრავალი სფერო და ა.შ. სამგანზომილებიან მოდელებს და ბევრ სხვა რამეს იყენებს დიზაინერული პროექტების შესაქმნელად. ეს ყველაფერი ძალიან აქტიურად ვითარდება და სულ უფრო და უფრო მეტ სპეციალისტებს ითხოვს ამ სფეროში. კომპიუტერის გამოჩენასთან ერთად, ხელოვნება მჭიდროდ დაუკავშირდა ტექნოლოგიებს ერთიან შემოქმედებით პროცესში. მხატვრის მთავარი ინსტრუმენტი სწორედ კომპიუტერი და გრაფიკული პლანშეტი გახდა, რომლებმაც სრულიად ახალი ჰორიზონტი გაუხსნა მათ შემოქმედებას, სხვა დონეზე გადაიყვანა მათი საქმიანობა. ეს სხვა სფეროებსაც მოიცავს, მაგალითად: სარეკლამო დიზაინი, ტიპოგრაფიული დიზაინი, არტ სცენა, დიჯითალ მხატვრობა, ფოტო მანიპულაცია, ინტერაქტიული ხელოვნება, და მრავალი სხვა, რომელთა საშუალებით შეგვიძლია შევქმნათ ახალი ხელწერა, ანდა ალეგენდარული ნიმუშები გავაცოცხლოთ და ავალაპარაკოთ.

IT აკადემია STEP-ში სტუდენტები გაეცნობიან და შეისწავლიან პროგრამებს, რომლებიც მოიცავენ კომპიუტერში ხატვისთვის პროფესიონალური ინსტრუმენტების მთელ სპექტრს. სტუდენტი შეიცნობს ხელოვნების, ფერწერის და ხატვის, ფერების და კომპოზიციის კავშირს, გაეცნობა გრაფიკის, გრაფიკული ტექნიკის სახეობებს და ჟანრს, შრიფტებთან მუშაობას, ტიპოგრაფიკას და ასევე ისწავლის ფოტოსურათების და ილუსტრაციების გამოყენებას გრაფიკულ დიზაინში. ამ ყველაფრის პრაქტიკაში, რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას. პროფესიონალური უნარ-ჩვევები არის ის, რასაც დამსაქმებლები პირველ რიგში აქცევენ ყურადღებას,

ამიტომ ჩვენ გთავაზობთ კვალიფიციურ სწავლებას და მაღალ პროფესიონალიზმს

რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდი

მთელ მსოფლიოში 95 ფილიალიდან ერთ-ერთი IT აკადემია STEP

 

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია