IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

ონლაინ აკადემიას 2 ახალი მიმართულება დაემატა!

როგორც სხვა ყველა სასწავლო დაწესებულება, IT Academy Step რჩება დროებით იზოლირებული თავისი სტუდენტებისგან.

 

COVID 19-მა მოსახლეობა გამოწვევის წინაშე დააყენა კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარების სახით გამძლეობის და გადარჩენისთვის ბრძოლისთვის.გვინდა ჩვენ ეს თუ არა, ჩვენც ვიღებთ აქტიურ მონაწილეობას ამ ცხოვრებისეულ მარაფონში, და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამან მოგვცა შესაძლებლობა სერიოზულად დავფიქრდეთ ხვალინდელ დღეზე და მომავალზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა არაპროგნოზირებადია. ამან მოგვცა საშუალება ნაადრევად ვიყოთ მზად ყველაფრისთვის, თუნდაც ყველაზე ცუდისთვის და ვიყოთ უფრო მობილიზებულნი, ორგანიზებულნი და წარმატებულნი ჩვენს ცოდნაში, სამსახურსა და პროფესიულ გამოცდილებაში.

 

ჩვენ გთავაზობთ შეიძინოთ ყველა დროსთვის საჭირო პროფესიები, რომელიც იქნება თქვენი უზრუნველი ცხოვრების გარანტია! 

 

დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს შრომით ბაზარზე. შემოგვიერთდი და შეისწავლე გრაფიკა და დიზაინი , ქსელები და კიბერუსაფრთხოება, პროგრამირება. გახდი მოთხოვნადი კადრი და შეიქმენი უზრუნველი მომავალი . 

 

 

1. IT Support

 

 

საინფორმაციო ტექნოლოგიებმა სრულად გარდაქმნეს ჩვენი ცხოვრება ისე, რომ შესაძლოა ვერც კი ვაცნობიერებდეთ ამას.  კომპიუტერები მძლავრი და ფასდაუდებელი საშუალებებია, რომელიც ეხმარება ხალხს სამუშაოს შესრულებაში და საშუალებას გვაძლევს დავუკავშირდეთ ერთმანეთს. გვიჩნდება კითხვა რა არის IT ინდუსტრია? რა სპეციალობებს მოიცავს ის?

IT სპეციალობა გულისხმობს საზოგადოებაში კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ყველა სამუშაოსა და რესურსების სპექტრს. ამ სფეროში ერთიანდება მრავალი სხვადასხვა სამუშაო და სპეციალობები:

  • ქსელის ინჟინერი, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერების ერთმანეთთან კომუნიკაციას,
  • აპარატურის ტექნიკოსი, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერის კომპონენტების ჩანაცვლებას და შეკეთებას,
  • IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები) მხარდაჭერის თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს, საბოლოო მომხმარებლის მიერ პროგრამული უზრუნველყოფის სათანადოდ გამოყენებას.

IT აკადემია "სტეპი" IT-განათლების ინდუსტრიაში 1999 წლიდან მუშაობს. ჩვენ ვიცით, რა მოთხოვნები აქვთ დამსაქმებლებს, როგორი ცოდნა და სამუშაო უნარჩვევები სჭირდება თანამედროვე პროფესიონალს როგორც დღეს, ასევე უახლოეს მომავალში - ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ერაში.

 

ჩვენმა საერთაშორისო ექსპერტებმა შეიმუშავეს CompTIA A +  ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საწყისი სასწავლო პროგრამა, რომელშიც შეისწავლით კომპიუტერული მოწყობილობების აპარატურულ და პროგრამულ უზრუნველყოფას.

 

არ აქვს მნიშვნელობა, ეძებთ საწყისი დონის სერტიფიკატს თქვენი პირველი IT კარიერის დასაწყებად, თუ გსურთ გაიკვალოთ გზა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თითქმის ყველა სფეროში: კომპიუტერული ქსელების მართვაში, სისტემის ადმინისტრირებაში, კიბერუსაფრთხოებასა და პროგრამირებაში, მიიღოთ პროფესიონალური გამოცდილება, და გახდეთ კონკურენტუნარიანი პროფესიონალი,  მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა!

 

პროგრამის  ფარგლებში შეისწავლით:

  • აპარატურის კომპონენტების და მოწყობილობების იდენტიფიცირება, გამოყენება და დაკავშირება.
  • ოპერაციულ სისტემებს
  • პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემის ინდენტიფიცირებას
  • კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობა
  • ქსელური აპარატურის და ქსელის პრობლემების მოგვარებასა და უსაფრთხოებას
  • მობილური მოწყობილობებს
  • ვირტუალიზაციას და ღრუბლოვან სისტემებს

 

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • გააცნობიეროთ, თუ როგორ მუშაობს კომპიუტერული სისტემები
  • ააწყოთ კომპიუტერი ნულიდან 
  • აარჩიოთ და დააყენოთ კომპიუტერზე ოპერაციული სისტემა 
  • გააცნობიეროთ თუ რა არის ინტერნეტი, როგორ მუშაობს იგი და რა გავლენა აქვს მას თანამედროვე სამყაროზე
  • გაიგოთ თუ როგორც ქმნიან პროგრამებს და როგორ მუშაობენ ისინი კომპიუტერში
  • გამოიყენოთ გავრცელებული პრობლემის გადაწყვეტის მეთოდოლოგიები
  • შეიძინოთ მოქნილი უნარები ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
  • გააცნობიეროთ თუ როგორ მუშაობენ ყველაზე გავრცელებული ინფრასტრუქტურული სერვისები, რომლებიც აწარმოებენ ორგანიზაციის ფუნქციონირებას
  • შეარჩიოთ და მართოთ ის ინსტრუმენტები, რომლებსაც თქვენი ორგანიზაცია გამოიყენებს
  • გამოიყენეთ სისტემების ადმინისტრირების ცოდნა IT გარემოსთვის პროცესების დაგეგმვისა და გაუმჯობესების მიზნით

 

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ სამუშაო ადგილის პოვნას შემდეგ პოზიციებზე:

  • სერვისის ანალიტიკოსი
  • პირველი ხაზის ტექნიკოსი
  • ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
  • IT სფეროს მომსახურების ტექნიკოსი
  • ქსელის ასოცირებული ინჟინერი
  • მონაცემთა მხარდაჭერის ტექნიკოსი
  • სისტემური ადმინისტრატორი
  • საბოლოო მომხმარებლის კომპიუტერული ტექნიკოსი
  • დახმარების მაგიდის ტექნიკოსი
  • სისტემის მხარდაჭერის სპეციალისტი

 

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვე 

 

2. ციფრული მარკეტინგი 

 

 

ტექნოლოგიუერი და ინდუსტრიული პროგრესის ერაში, ერთერთერთი ყველაზე თვალსაჩინო მიმართულება, რომელიც საოცარ ტრანსფორმაციას განიცდის ტექნოლოგიების ცვლილებასთან ერთად,  არის მარკეტინგი და რეკლამა. იცვლება მომხმარებლის ქცევის წესები, ინტერესები და გემოვნებაც

 

დღეს ნებისმიერი – დიდი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა, ფეხი აუწყოს ბაზრის ტენდენციებს, გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების ეფექტიანი არხები და ჩანდეს სწორედ იქ, სადაც მისი პოტენციური მომხმარებელი იყრის თავს.

 

  • როგორ მოვახდინოთ კომპანიის,  ბიზნესის ან  პროდუქტის პოზიციონირება?
  • როგორ დავაინტერესოთ მომხმარებელი და გავზარდოთ გაყიდვების კონვერსია?
  • როგორ მივიბყროთ მომხმარებლის ყურადღება თვალისმომჭრელი რეკლამებით?
  • როგორ ვაქციოთ ჩვენი  ფანტაზია, იდეები, საკუთარი ხელით შექმნილ და რეალობაში გაცოცხლებულ მაკეტებად?
  • როგორ გახდეთ ინფლუენსერი?

 

პროგრამის  ფარგლებში შეისწავლით:

  • რა არის ციფრული მარკეტინგი
  • რა არის ციფრული მარკეტინგის ძირითადი ინსტრუმენტები და მათი გამოყენების წესები
  • როგორ შევქმნათ ციფრული მარკეტინგული სტრატეგია და გეგმა
  • როგორ შევქმნათ ჩვენი ბრენდი და სავიზიტო (ლენდინგ) გვერდი
  • როგორ მოვახდინოთ ჩვენი გვერდის საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია (SEO),  Wordpres - ის ბაზაზე აწყობილი ვებგვერდის მაგალითზე.
  • როგორ განვსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია და დავსახოთ მათთან მისაწვდომი არხები
  • როგორ შევქმნათ და ვმართოთ სოციალური ბიზნეს გვერდები
  • როგორ შევქმნათ თვალის მომჭრელი რეკლამები სოციალური ქსელებისთვის
  • როგორ მივაწოდოთ მომხმარებლებს სიახლეები, აქციები და ვაწარმოოთ მუდმივი ვიზუალური კომუნიკაცია მათთან
  • როგორ მოვიზიდოთ მომხმარებელი ნაკლები დანახარჯებით და მივიღოთ მეტი მოგება
  • როგორ მოვახდინოთ ლიდების გენერაცია და ავაწყოთ გაყიდვების არხები (Funnel)
  • როგორ მოვახდინოთ მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის მენეჯმენტი

 

აითვისეთ: Facebook Business/ADS Manager, Instagram, LinkedIn, YouTube, SEO, HTML5 საწყისები Wordpres და მრავალი სხვა

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე

 

 

3. ბრენდ დიზაინი

 

 

ბრენდ დიზაინი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების ტოპ ათეულს იკავებს. ამ სფეროების პროფესიონალებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება დიდ, საშუალო თუ მცირე კომპანიებში. IT აკადემია Step-ში შანსი გაქვს შეისწავლო პროფესია, რომლის მეშვეობითაც ეფექტურად გადმოსცემ სათქმელს ვიზუალური ელემენტებით. გახდი მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი სპეციალისტი სფეროში, რომელიც მუდმივად თანდევს მომხმარებელთა ქცევის წესებსა და ინტერესებს.

 

ტექნოლოგიუერი და ინდუსტრიული პროგრესის ერაში, დღითი დღე იცვლება ყველა სფერო და მათი არსებობის პრინციპები.

 

  • როგორ გავაცოცხლოთ ჩვენი იდეები და ფანტაზიები 2D გრაფიკის მეშვეობით?
  • როგორ გავზარდოთ კომპანიის ცნობადობა აუდიტორიის თვალში ვიზუალური მასალის დახმარებით?
  • რა წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ კომპანიის ბრენდინგის და ლოგოს შექმნის პროცესში?

 

პროგრამის ფარგლებში შეისწავლით:

  • Adobe Illustrator-ის ინსტრუმენტებთან. თქვენ შეძლებთ მათ გამოყენებას ვექტორული გრაფიკული გამოსახულებების დამუშავებისთვის
  • როგორ გამოვიყენოთ ფსიქოლოგიური ელემენტები სარეკლამო დიზაინისა და ბრენდინგის შექმნის დროს
  • კომპანიის ბრენდინგის, სარეკლამო დიზაინისა და ვიზუალური ტონის შემუშავებასთან
  • 2D ილუსტრაციებთან სოციალური მედია პოსტებისთვის, ბლოგების, ელ. ფოსტის დიზაინთან
  • კურსის ფარგლებში საჩუქარად გადმოგეცემათ Adobe Photoshop ის ონლაინ კურსი

 

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ:

  • შენ შეძლებ იმუშაო პროფესიონალების გუნდთან ერთად, როგორც მორიგმა პროფესინალმა
  • შენ შეძლებ შეიმუშაო და რეალური სახე მისცე კომპანიის ლოგოს და მის ფერს
  • შეძლებ ჩამოაყალიბო ბრენდის ვიზუალური სტრატეგია და იმუშაო მის სტილისტიკაზე
  • შენ იქნები პასუხისმგებელი “ბრენდბუქის,” ვიზუალური მასალის გამოყენების წესებისა და აკრძალვის დოკუმენტის შემუშავებაზე
  • შენ შეძლებ შექმნა ეფექტური და ყურადღების მიმპყრობი გარე და შიდა რეკლამის დიზაინი (ბილბორდები, რეკლამა ტრანსპორტზე, რეკლამა ტუმბებზე, და სხვა)
  • შენ ასევე შეძლებ იმუშაო დამოუკიდებლად, ონლაინ, პროექტებზე და არა კონკრეტულ კომპანიაში. ანუ, იქნები მოქნილი პროფესიონალი
  • შესაძლებლობა გექნებათ გახდეთ საერთაშორისო სერტიფიკატის  (Adobe) მფლობელი.

 

დიზაინისთვის: Adobe Photoshop, Adobe Illustrator

 

პროგრამის ხანგრძლივობა:
დისტანციური სასწავლო პროგრამა აგებულია თანამედროვე სწავლების მეთოდებზე, რომელიც მოიცავს როგორც ასინქრონული, ისე სინქრონული დისტანციური სწავლების ფორმებს და გრძელდება 6 თვე.

 

4. Front-end ვებ პროგრამირება 

 

 

 

 

დღეს ნებისმიერი დიდი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა ფეხი აუწყოს ბაზრის ტენდენციებს, გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების ეფექტიანი არხები და ჩანდეს სწორედ იქ, სადაც მისი პოტენციური მომხმარებელი იყრის თავს. ინტერნეტ სივრცეში წარმატების ერთ-ერთ აუცილებელ და უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ვებ-გვერდი წარმოადგენს. 

 

ხვდებით, რომ ერთადერთი ფუნქციონალი ვებ-აპლიკაციის, რომელთანაც მომხმარებელი პირდაპირ ურთიერთობს არის ვებ-გვერდის მეშვეობით?

 

დღევანდელი მომხმარებელი ბევრს მოელის ვებ-გვერდისგან: იგი უნდა იტვირთებოდეს სწრაფად, აწვდიდეს სასურველ სერვისს და კომფორტული იყოს ნებისმიერი მოწყობილობიდან შესვლისას.

  • როგორ შევქმნათ მიმზიდველი ვებგვერდი, ადვილად წაკითხვადი და მომხმარებლისთვის ინფორმატიული?
  • როგორ მოვახდინოთ შინაარსის სტრუქტუირება და მისი განვითარება ვებგვერდზე?
  • როგორ შევქმნათ გვერდი, რომელიც ნებისმიერი მოწყობილობიდან, პორტატული კომპიუტერიდან, ტაბლეტიდან, მობილური ტელეფონიდან, სრულყოფილად იხსნებოდეს და მორგებული იყოს ვებ ბროუზერების ფართო სპექტრზე?
  • როგორ შევქმნათ დინამიური და ინტერაქტიული გვერდები?
  • როგორ შევქმნათ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთგვერდიანი თანამედროვე ლენდინგ გვერდები?
  • როგორ გავხადოთ ჩვენი გვერდი ინტერნეტში ძებნადი?
  • როგორ გამოვაქვეყნოთ ჩვენს მიერ შექმნილი გვერდი ინტერნეტსივრცეში?

 

თუ გსურთ გაეცნოთ FrontEnd ვებ-პროგრამირების საიდუმლო ფორმულას, მიიღოთ პროფესიონალური გამოცდილება, და გახდეთ კონკურენტუნარიანი ვებპროგრამისტი,  მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა!

 

 

5. Back-end ვებ-პროგრამირება

 

 

ეს კურსი განკუთვნილია ვებ-დეველოპერებისთვის, რომლებმაც იციან პროგრამირების, HTML-ის, JavaScript-ის და CSS-ის საფუძვლები, და მათთვის, ვინც დაასრულა Front-end ვებ-პროგამირების სასწავლო კურსი.

 

Back-end ვებ-პროგრამირება მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ხარისხიანად დასწავლილ უნარებს, რომელიც შედეგად იძლევა მოთხოვნად პროფესიას და დასაქმების მაღალ შანსს. Back-end ვებ-როგრამირება გულიხმობს სერვერის კუთხით განვითარებას. იგი ფოკუსირებულია მონაცემთა ბაზაზე, სკრიპტინგზე, ვებ-გვერდის არქიტექტურაზე. თქვენ იმუშავებთ კულისებს მიღმა შესრულებულ აქტივობებზე, რომლებიც

 

კურსის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ შეისწავლოთ:

  • ისწავლით, თუ როგორ უნდა ააშენოთ Node, SQL და PostgreSQL აპლიკაციები სრული პროექტის შექმნის გზით.
  • გაიგებთ, თუ როგორ გამოიყენოთ ისეთი მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკები, როგორიცაა Express და Pg..
  • დასაწყისშივე გაეცნობით Node-ს აპლიკაციის შექმნის გზებს
  • პროგრამის ფარგლებში, თქვენ ისწავლით, თუ როგორ ააწყოთ api, რომელიც აერთიანებს ყველა წინა კონცეფციას Node-სა და PostgreSQL-სთან, რათა გაიგოთ როგორ შექმნათ Node აპლიკაციები, რომლებიც მუშაობენ მოწინავე მონაცემთა ბაზებთან

 

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ:

  • შეძლებთ შექმნათ სრული Node და PostgreSQL აპლიკაციები
  • იმსჯელოთ back-end ვებ განვითარებაზე პროგრამული უზრუნველყოფის სხვა ინჟინერებთან ერთად
  • გამოიყენოთ სხვადასხვა ვებ მოთხოვნები მათ back-end აპლიკაციებზე
  • მონაცემთა შენახვას და მათი ხილვადობის უზრუნველყოფას მომხმარებლისთვის, რომელსაც უნდა ჰქონდეს მონაცემთა ბაზაზე წვდომა
  • გამოიყენოთ და ააშენოთ Node მაკავშირებელი პროგრამა შეცდომების მართვისთვის, აგრეთვე შემომავალი მონაცემების ანალიზისთვის

 

შემოგვიერთდი და მიიღე განათლება თანამედროვე სტანდარტებით

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 თვე

 

6. პროგრამირება ბავშვებისთვის (14-17) Python-თან ერთად

 

 

  • Python არის მაღალი დონის პროგრამირების ენა, რომელმაც ააშენა ისეთი ცნობილი კომპანიები და პროგრამები, როგორებიც არის Instagram, Netflix, Google, Nasa და სხვა
  • Python-ს ასევე იყენებენ ვებ-საიტების, აპლიკაციებისა და მანქანური სწავლების განვითარებისთვის.
  • არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ Python არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად დასწავლადი პროგრამირების ენა, რომელიც ძალიან ახლოს დგას ინგლისურ ენასთან. ამიტომ, თუ კი თქვენი შვილი ინგლისურთან მეგობრობს, მას არც Python-ის სწავლა გაუჭირდება, მარტივად გაიგებს და გაიაზრებს კოდის წერის კონცეფციას.

გარდა Python-ის პროგრამირების საფუძვლებისა, ჩვენ სიღრმისეულად ვასწავლით ვებ-პროგრამირებას HTML5, CSS3 JavaScript-ის გამოყენებით. ეს ყველაფერი ყურადღებას ამახვილებს Python-ის ელემენტებზე, რომლებიც ყველაზე მეტად უმკლავდება ხელოვნურ ინტელექტის, მანქანურის სწავლების და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოწვევებს.

 

კურსის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ შეისწავლოთ:

  • კოდის წერის საფუძვლები
  • სახალისო თამაშების აწყობა
  • HTML5 მარკირების ენა
  • CSS3 სტილების გამოყენება
  • Javascript პროგრამირების ენა
  • Bootstrap4 Framework
  • Python პროგრამირების ენა
  • Framework Flask

 

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ:

  • შექმნათ სრულფასოვანი ვებ-საიტების ვიზუალური და ფუნქციონალური მხარე
  • გააანალიზოთ თუ რა დამოკიდებულება და ურთიერთობა აქვს ვებ-საიტის ფუნქციონალურ და ვიზუალურ მხარეს
  • პროდუქტში ჩააშენოთ თქვენთვის დღეს უკვე კარგად ნაცნობი ხელოვნური ინტელექტის ელემენტები: სახის ამოცნობა, ფოტოების გაფილტვრა, სხვა.
  • საბოლოოდ შექმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც მომხმარებელზე არის მორგებული და მას საინტერესო ინფორმაციასა და გამოცდილებას აძლევს

 

შემოგვიერთდი და მიიღე განათლება თანამედროვე სტანდარტებით

პროგრამის ხანგრძლივობა: 14 თვე

 

7. 3D გრაფიკა

 

 

3D გრაფიკის განვითარების გეზი საოცარია და ჩვენს ყოველდღიურ და საქმიან ცხოვრებასაც ცვლის. არ აქვს მნიშვნელობა გრაფიკული დიზაინერი ხარ, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ვებ დეველოპერი თუ აბიტურიენტი, ადრე თუ გვიან, შენც გადაეყრები 3D გრაფიკას შენს საქმიანობაში. და თუ კი ახლავე მიმზიდველია შენთვის სამგანზომილებიანი მოდელირება, 3ds Max, Substance Painter, Marmoset Toolbag და Maya, არ თქვა უარი პოტენციით სავსე პროფესიის შესწავლაზე. რას იტყოდი ფილმებისა და თამაშების შექმნაზე? არქიტექტურული სამგანზომილებიან ვიზუალზე მუშაობასა და პროდუქტის დიზაინის შემუშავებაზე?

 

ამ პროგრამებს აქვთ ხელსაწყოების უდიდესი ბიბლიოთეკა, რომელიც მორგებულია ნებისმიერი ტიპის სამგანზომილებიანი საქმიანობისთვის. კურსი დაგეხმარებათ, რომ მარტივად აითვისოთ სამგანზომილებიანი გრაფიკის საფუძვლები, განვითარდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით და გააგრძელოთ პროფესიონალური კარიერა ამავე პროგრამების გამოყენებით.

 

მნიშვნელობა არ აქვს, 3D გრაფიკაში გაქვს საბაზისო ცოდნა თუ არა, ორივე შემთხვევაში ეს კურსი თქვენთვისაა:

  • კურსი მორგებულია მათზე, ვისაც საერთოდ არ აქვს გამოცდილება 3D გრაფიკაში.
  • კურსის მსვლელობისას მიღებული ცოდნის საფუძველზე ისწავლით სხვადასხვა დისციპლინას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ სასურველ ინდუსტრიაში.
  • ისწავლით რა არის 3D გრაფიკა და რა პრინციპებზეა აგებული 3D ობიექტები.
  • ისწავლით 3ds Max-ის ინტერფეისს და მასში ნავიგაციას.
  • 3ds Max-ის ბაზაზე შექმნით სხვადასხვა ტიპის და სირთულის 3D ობიექტებს.
  • Marmoset Toolbag. რენდერერი
  • ონლაინ მუშაობა

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ:

  • შექმნათ 3D ობიექტები თამაშებსა თუ ფილმებისთვის.
  • შეიმუშაო სხვადასხვა კონცეპტის პროდუქტი და შექმნა მისი სამგანზომილებიანი აგებულება
  • შეძლებ შექმნა სამგანზომილებიანი სარეკლამო რგოლები და სხვა ვიზუალური საკომუნიკაციო მესიჯები
  • შექმნა ანიმაციები თამაშებისთვის, ფილმებისთვის, სოც.მედია ილუსტრაციებისა და სხვა ვიზუალური ელემენტებისთვის

 

შემოგვიერთდი და მიიღე განათლება თანამედროვე სტანდარტებით

პროგრამის ხანგრძლივობა: 12 თვე

 

6. ინტერიერის დიზაინი 

 

 

 

პროგრამის ფარგლებში თქვენ შეისწავლით

  • თეორიული შესავალს ინტერიერის დაგეგმარების შესახებ.
  • ინტერიერის დიზაინის სტილისტიკურ ანალიზს.
  • ინტერიერის დიზაინის დაგეგმარებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს.
  • დამკვეთთან ურთიერთობის თეორიულ ბაზისებს.
  • ანაზომი პროქტის შექმნას და ანალიზს.
  • ინტერიერის დიზაინის შექმნას და ფუნქციურ ანალიზს.
  • ტიხრების და დეკორატიული ელემენტების დაგეგმარებას.
  • ავეჯის და აქსესუარების ტიპებს და ზოგად ერგონომიკას.
  • ოთახების დაპროექტებას და ერგონომიკას.
  • გეგმარების გადატანას 3 განზომილებიან მოდელში.
  • ინტერიერის სივრცის კომპოზიციური გადაწყვეტებს.
  • სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალების ტიპებს.
  • ფერ და ფაქტურის რეაქციას ბუნებრივ და ხელოვნულ შუქზე.
  • ინტერიერის განშლების შექმნას.
  • მუშა ნახაზების შექმნას.
  • დუპლექსის ტიპის ბინის ინტერიერის დაპროექტებას.
  • სასტუმროს ტიპებს და მათ ზონირებას.
  • საზოგადოებრივი სივრცეების ინტერიერის სპეციფიკას.
  • ლაუნჯის და ბარის ინტერიერის დიზაინს.
  • კაფეს და რესტორნის ინტერიერის გადაწყვეტას.
  • სატრენაჟორო და საცურაო აუზის ინტერიერის სპეციფიკას.
  • საოფისე და სამუშაო გარემოს დიზაინს.
  • საინჟინრო სისტემებს, სავენტილაციო, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის, ელექტროფიკაციის სისტემების სპეციალისტებთან კომუნიკაციას.
  • ინტერიერის დიზაინის ანალიზს და კრიტიკას

 

კურსის დასრულების შემდგომ თქვენ შეგეძლებათ:

  • გადაჭრათ კომპოზიციური, კოლორისტიკული და ერგონომიკული ინტერიერის დიზაინის ამოცანები.
  • მოახდინოთ შესაბამისი ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების  შერჩევა ან დაპროექტება.
  • შეარჩიოთ ხელოვნური განათების სისტემები.
  • მოახდინოთ კომუნიკაცია დამკვეთთან და გაანალიზოთ მისი მოთხოვნები.
  • დაამუშავოთ ანაზომი ნახაზი და მოახდინოთ გეგმარება.
  • შექმნათ შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია და სპეციფიკაციები.
  • შეადგინოთ საბაზისო ხარჯთაღრიცხვა.

 

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე.

 

აქციები

მეგობრული პაკეტი - მოიყვანე მეგობრები, ისწავლეთ ერთად ჩვენს კურსზე და მიიღე 10%-იანი ფასდაკლება თითო მეგობარზე

 

აქციები მეგობრული პაკეტი:

ფასდაკლება

საწყისი ფასი:

 

1 მეგობარი

10%

2 მეგობარი

20%

3 მეგობარი

30%

4 მეგობარი

40%

5 მეგობარი

50%

6 მეგობარი

60%

7 მეგობარი

70%

8 მეგობარი

80%

9 მეგობარი

90%

10 მეგობარი

უფასო სწავლა

 

სწავლების ფორმა

სასწავლო პროგრამა აგებულია თანამედროვე, ინოვაციური  შერეული სწავლების მეთოდზე, რომელიც მოიცავს ელექტრონული და ტრადიციული საკლასო სწავლების კომბინაციას. შერეული სწავლების დროს სასწავლო პროცესი მიმდინარეობს როგორც ტრადიციული (სალექციო), ასევე დისტანციური მეთოდების გამოყენებით.

  

ასინქრონული დისტანციური მეთოდის დროს  გამოიყენება სპეციალურ პლატფორმაზეაწყობილი სასწავლო კურსი – რომელიც შედგება  ვიდეო ლექციების, პრაქტიკული დავალებების, ტექსტური სასწავლო მასალისა და ტესტებისაგან. 

სინქრონული დისტანციური მეთოდის დროს  – ინტერაქცია მიმდინარეობს რეალურ დროში,  სადაც სტუდენტებს და პრაქტიკოს პროფესიონალ პედაგოგს ექნებათ აქტიური მუშაობის და ურთიერთობის საშუალება ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ტრადიციული საკლასო სწავლების დროს - სტუდენტები და პედაგოგები აკადემიის ფიზიკურ გარემოში შეძლებენ კომუნიკაციას, ონლაინ მიღებული ცოდნის გამყარებას, გაურკვეველი საკითხების განხილვას, პრაქტიკული პროექტებისა  და ლაბორატორიული  სამუშაოების განხორციელებას.  

შერეული  სწავლების მეთოდის საშუალებით მიიღებთ 21-ე საუკუნის სამუშაო უნარჩვევებს და შეძლებთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

 

 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია