IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

ონლაინ სასწავლო კურსები!

1. IT Support

 

 

საინფორმაციო ტექნოლოგიებმა სრულად გარდაქმნეს ჩვენი ცხოვრება ისე, რომ შესაძლოა ვერც კი ვაცნობიერებდეთ ამას.  კომპიუტერები მძლავრი და ფასდაუდებელი საშუალებებია, რომელიც ეხმარება ხალხს სამუშაოს შესრულებაში და საშუალებას გვაძლევს დავუკავშირდეთ ერთმანეთს. გვიჩნდება კითხვა რა არის IT ინდუსტრია? რა სპეციალობებს მოიცავს ის?

IT სპეციალობა გულისხმობს საზოგადოებაში კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ყველა სამუშაოსა და რესურსების სპექტრს. ამ სფეროში ერთიანდება მრავალი სხვადასხვა სამუშაო და სპეციალობები:

  • ქსელის ინჟინერი, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერების ერთმანეთთან კომუნიკაციას,
  • აპარატურის ტექნიკოსი, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერის კომპონენტების ჩანაცვლებას და შეკეთებას,
  • IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები) მხარდაჭერის თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს, საბოლოო მომხმარებლის მიერ პროგრამული უზრუნველყოფის სათანადოდ გამოყენებას.

IT აკადემია "სტეპი" IT - განათლების ინდუსტრიაში 1999 წლიდან მუშაობს. ჩვენ ვიცით, რა მოთხოვნები აქვთ დამსაქმებლებს, როგორი ცოდნა და სამუშაო უნარ-ჩვევები სჭირდება თანამედროვე პროფესიონალს, როგორც დღეს, ასევე უახლოეს მომავალში - ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ერაში.

 

ჩვენმა საერთაშორისო ექსპერტებმა შეიმუშავეს CompTIA A +  ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საწყისი სასწავლო პროგრამა, რომელშიც შეისწავლით კომპიუტერული მოწყობილობების აპარატურულ და პროგრამულ უზრუნველყოფას.

 

არ აქვს მნიშვნელობა, ეძებთ საწყისი დონის სერტიფიკატს თქვენი პირველი IT კარიერის დასაწყებად, თუ გსურთ გაიკვალოთ გზა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თითქმის ყველა სფეროში: კომპიუტერული ქსელების მართვაში, სისტემის ადმინისტრირებაში, კიბერუსაფრთხოებასა და პროგრამირებაში, მიიღოთ პროფესიონალური გამოცდილება, და გახდეთ კონკურენტუნარიანი პროფესიონალი,  მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა!

 

პროგრამის  ფარგლებში შეისწავლით:

  • აპარატურის კომპონენტების და მოწყობილობების იდენტიფიცირება, გამოყენება და დაკავშირება.
  • ოპერაციულ სისტემებს
  • პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემის ინდენტიფიცირებას
  • კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობა
  • ქსელური აპარატურის და ქსელის პრობლემების მოგვარებასა და უსაფრთხოებას
  • მობილური მოწყობილობებს
  • ვირტუალიზაციას და ღრუბლოვან სისტემებს

 

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • გააცნობიეროთ, თუ როგორ მუშაობს კომპიუტერული სისტემები
  • ააწყოთ კომპიუტერი ნულიდან 
  • აარჩიოთ და დააყენოთ კომპიუტერზე ოპერაციული სისტემა 
  • გააცნობიეროთ თუ რა არის ინტერნეტი, როგორ მუშაობს იგი და რა გავლენა აქვს მას თანამედროვე სამყაროზე
  • გაიგოთ თუ როგორც ქმნიან პროგრამებს და როგორ მუშაობენ ისინი კომპიუტერში
  • გამოიყენოთ გავრცელებული პრობლემის გადაწყვეტის მეთოდოლოგიები
  • შეიძინოთ მოქნილი უნარები ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
  • გააცნობიეროთ თუ როგორ მუშაობენ ყველაზე გავრცელებული ინფრასტრუქტურული სერვისები, რომლებიც აწარმოებენ ორგანიზაციის ფუნქციონირებას
  • შეარჩიოთ და მართოთ ის ინსტრუმენტები, რომლებსაც თქვენი ორგანიზაცია გამოიყენებს
  • გამოიყენეთ სისტემების ადმინისტრირების ცოდნა IT გარემოსთვის პროცესების დაგეგმვისა და გაუმჯობესების მიზნით

 

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ სამუშაო ადგილის პოვნას შემდეგ პოზიციებზე:

  • სერვისის ანალიტიკოსი
  • პირველი ხაზის ტექნიკოსი
  • ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
  • IT სფეროს მომსახურების ტექნიკოსი
  • ქსელის ასოცირებული ინჟინერი
  • მონაცემთა მხარდაჭერის ტექნიკოსი
  • სისტემური ადმინისტრატორი
  • საბოლოო მომხმარებლის კომპიუტერული ტექნიკოსი
  • დახმარების მაგიდის ტექნიკოსი
  • სისტემის მხარდაჭერის სპეციალისტი

 

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვე 

 

გაიარე რეგისტრაცია IT Support-ზე 

 

 

2. Front-end ვებ პროგრამირება 

 

 

 

 

დღეს ნებისმიერი დიდი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა ფეხი აუწყოს ბაზრის ტენდენციებს, გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების ეფექტიანი არხები და ჩანდეს სწორედ იქ, სადაც მისი პოტენციური მომხმარებელი იყრის თავს. ინტერნეტ სივრცეში წარმატების ერთ-ერთ აუცილებელ და უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ვებ-გვერდი წარმოადგენს. 

 

ხვდებით, რომ ერთადერთი ფუნქციონალი ვებ-აპლიკაციის, რომელთანაც მომხმარებელი პირდაპირ ურთიერთობს არის ვებ-გვერდი?

 

დღევანდელი მომხმარებელი ბევრს მოელის ვებ-გვერდისგან: იგი უნდა იტვირთებოდეს სწრაფად, აწვდიდეს სასურველ სერვისს და კომფორტული იყოს ნებისმიერი მოწყობილობიდან შესვლისას.

  • როგორ შევქმნათ მიმზიდველი ვებგვერდი, ადვილად წაკითხვადი და მომხმარებლისთვის ინფორმატიული?
  • როგორ მოვახდინოთ შინაარსის სტრუქტუირება და მისი განვითარება ვებგვერდზე?
  • როგორ შევქმნათ გვერდი, რომელიც ნებისმიერი მოწყობილობიდან, პორტატული კომპიუტერიდან, ტაბლეტიდან, მობილური ტელეფონიდან, სრულყოფილად იხსნებოდეს და მორგებული იყოს ვებ ბროუზერების ფართო სპექტრზე?
  • როგორ შევქმნათ დინამიური და ინტერაქტიული გვერდები?
  • როგორ შევქმნათ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთგვერდიანი თანამედროვე ლენდინგ გვერდები?
  • როგორ გავხადოთ ჩვენი გვერდი ინტერნეტში ძებნადი?
  • როგორ გამოვაქვეყნოთ ჩვენს მიერ შექმნილი გვერდი ინტერნეტსივრცეში?

 

თუ გსურთ გაეცნოთ FrontEnd ვებ-პროგრამირების საიდუმლო ფორმულას, მიიღოთ პროფესიონალური გამოცდილება, და გახდეთ კონკურენტუნარიანი ვებ-პროგრამისტი,  მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა!

 

გაიარე რეგისტრაცია front-end ვებ - პროგრამირებაზე

 

 

3. Back-end ვებ-პროგრამირება

 

 

ეს კურსი განკუთვნილია ვებ-დეველოპერებისთვის, რომლებმაც იციან პროგრამირების, HTML-ის, JavaScript-ის და CSS-ის საფუძვლები, და მათთვის, ვინც დაასრულა Front-end ვებ-პროგამირების სასწავლო კურსი.

 

Back-end ვებ-პროგრამირება მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ხარისხიანად დასწავლილ უნარებს, რომელიც შედეგად იძლევა მოთხოვნად პროფესიას და დასაქმების მაღალ შანსს. Back-end ვებ-როგრამირება გულიხმობს სერვერის კუთხით განვითარებას. იგი ფოკუსირებულია მონაცემთა ბაზაზე, სკრიპტინგზე, ვებ-გვერდის არქიტექტურაზე.

 

კურსის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ შეისწავლოთ:

  • თუ როგორ უნდა ააშენოთ Node, SQL და PostgreSQL აპლიკაციები სრული პროექტის შექმნის გზით.
  • გაიგებთ, თუ როგორ გამოიყენოთ ისეთი მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკები, როგორიცაა Express და Pg..
  • დასაწყისშივე გაეცნობით Node-ს აპლიკაციის შექმნის გზებს
  • თუ როგორ ააწყოთ api, რომელიც აერთიანებს ყველა წინა კონცეფციას Node-სა და PostgreSQL-სთან, რათა გაიგოთ როგორ შექმნათ Node აპლიკაციები, რომლებიც მუშაობენ მოწინავე მონაცემთა ბაზებთან

 

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ:

  • შექმნათ სრული Node და PostgreSQL აპლიკაციები;
  • იმსჯელოთ back-end ვებ-განვითარებაზე პროგრამული უზრუნველყოფის სხვა ინჟინერებთან ერთად;
  • გამოიყენოთ სხვადასხვა ვებ-მოთხოვნები მათ back-end აპლიკაციებზე;
  • მონაცემთა შენახვას და მათი ხილვადობის უზრუნველყოფას მომხმარებლისთვის, რომელსაც უნდა ჰქონდეს მონაცემთა ბაზაზე წვდომა;
  • გამოიყენოთ და ააშენოთ Node მაკავშირებელი პროგრამა შეცდომების მართვისთვის, აგრეთვე შემომავალი მონაცემების ანალიზისთვის;

 

შემოგვიერთდი და მიიღე განათლება თანამედროვე სტანდარტებით

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 თვე

 

გაიარე რეგისტრაცია Back-end ვებ - პროგრამირებაზე 

 

4. პროგრამირება ბავშვებისთვის (14-17) Python-თან ერთად

 

 

  • Python არის მაღალი დონის პროგრამირების ენა, რომელმაც ააშენა ისეთი ცნობილი კომპანიები და პროგრამები, როგორებიც არის Instagram, Netflix, Google, Nasa და სხვა.
  • Python-ს ასევე იყენებენ ვებ-საიტების, აპლიკაციებისა და მანქანური სწავლების განვითარებისთვის.
  • არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ Python არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად დასწავლადი პროგრამირების ენა, რომელიც ძალიან ახლოს დგას ინგლისურ ენასთან. ამიტომ, თუ კი თქვენი შვილი ინგლისურთან მეგობრობს, მას არც Python-ის სწავლა გაუჭირდება, მარტივად გაიგებს და გაიაზრებს კოდის წერის კონცეფციას.

გარდა Python-ის პროგრამირების საფუძვლებისა, ჩვენ სიღრმისეულად ვასწავლით ვებ-პროგრამირებას HTML5, CSS3 JavaScript-ის გამოყენებით. ეს ყველაფერი ყურადღებას ამახვილებს Python-ის ელემენტებზე, რომლებიც ყველაზე მეტად უმკლავდება ხელოვნურ ინტელექტის, მანქანურის სწავლების და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოწვევებს.

 

კურსის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ შეისწავლოთ:

  • კოდის წერის საფუძვლები
  • სახალისო თამაშების აწყობა
  • HTML5 მარკირების ენა
  • CSS3 სტილების გამოყენება
  • Javascript პროგრამირების ენა
  • Bootstrap4 Framework
  • Python პროგრამირების ენა
  • Framework Flask

 

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ:

  • შექმნათ სრულფასოვანი ვებ-საიტების ვიზუალური და ფუნქციონალური მხარე
  • გააანალიზოთ თუ რა დამოკიდებულება და ურთიერთობა აქვს ვებ-საიტის ფუნქციონალურ და ვიზუალურ მხარეს
  • პროდუქტში ჩააშენოთ თქვენთვის დღეს უკვე კარგად ნაცნობი ხელოვნური ინტელექტის ელემენტები: სახის ამოცნობა, ფოტოების გაფილტვრა, სხვა.
  • საბოლოოდ შექმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც მომხმარებელზე არის მორგებული და მას საინტერესო ინფორმაციასა და გამოცდილებას აძლევს

 

შემოგვიერთდი და მიიღე განათლება თანამედროვე სტანდარტებით

პროგრამის ხანგრძლივობა: 14 თვე

 

გაიარე რეგისტრაცია Python-ზე. 

 

აქციები

მეგობრული პაკეტი - მოიყვანე მეგობრები, ისწავლეთ ერთად ჩვენს კურსზე და მიიღე 10%-იანი ფასდაკლება თითო მეგობარზე

 

აქციები მეგობრული პაკეტი:

ფასდაკლება

საწყისი ფასი:

 

1 მეგობარი

10%

2 მეგობარი

20%

3 მეგობარი

30%

4 მეგობარი

40%

5 მეგობარი

50%

6 მეგობარი

60%

7 მეგობარი

70%

8 მეგობარი

80%

9 მეგობარი

90%

10 მეგობარი

უფასო სწავლა

 

სწავლების ფორმა

სასწავლო პროგრამა აგებულია თანამედროვე, ინოვაციური  შერეული სწავლების მეთოდზე, რომელიც მოიცავს ელექტრონული და ტრადიციული საკლასო სწავლების კომბინაციას. შერეული სწავლების დროს სასწავლო პროცესი მიმდინარეობს როგორც ტრადიციული (სალექციო), ასევე დისტანციური მეთოდების გამოყენებით.

  

ასინქრონული დისტანციური მეთოდის დროს  გამოიყენება სპეციალურ პლატფორმაზეაწყობილი სასწავლო კურსი – რომელიც შედგება  ვიდეო ლექციების, პრაქტიკული დავალებების, ტექსტური სასწავლო მასალისა და ტესტებისაგან. 

სინქრონული დისტანციური მეთოდის დროს  – ინტერაქცია მიმდინარეობს რეალურ დროში,  სადაც სტუდენტებს და პრაქტიკოს პროფესიონალ პედაგოგს ექნებათ აქტიური მუშაობის და ურთიერთობის საშუალება ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ტრადიციული საკლასო სწავლების დროს - სტუდენტები და პედაგოგები აკადემიის ფიზიკურ გარემოში შეძლებენ კომუნიკაციას, ონლაინ მიღებული ცოდნის გამყარებას, გაურკვეველი საკითხების განხილვას, პრაქტიკული პროექტებისა  და ლაბორატორიული  სამუშაოების განხორციელებას.  

შერეული  სწავლების მეთოდის საშუალებით მიიღებთ 21-ე საუკუნის სამუშაო უნარჩვევებს და შეძლებთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

 

 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია