; რობოტების რბოლა! - IT Academy STEP Tbilisi რობოტების რბოლა! - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

რობოტების რბოლა!

პროექტი წარმოადგენს line following რობოტების რბოლას. იგი აერთიანების თანამედროვე ელექტრონიკის 2 მნიშვნელოვან ასპექტს: კომპიუტერულ საინჟინრო და პროგრამულ საინჟინრო მიმართულებებს. პროექტში მონაწილეობა არის უფასო და ემსახურება ბავშვების მომავალ გონებრივ განვითარებას.

მოზარდები არიან აღფრთოვანებული რობოტებით სხვადასხვა მხატვრულ თუ ანიმაციურ ფილმებში, ჩვენ კი ვაძლევთ მათ საშუალებას რომ თვითონ ააწყონ, დააპროგრამონ და ერთმანეთს შეაჯიბრონ ისინი, ამისთვის მათი სურვილის მეტი არაფერია საჭირო. პროექტის საბოლოო მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების და რობოტოტექნიკის პოპულარიზაცია მოსწავლე ახალგაზრდებში.

ჩვენ ყოველ დღე, სამუშაო საათების განმავლობაში, საათში ერთხელ შევძლებთ მივიღოთ სკოლებიდან 30 ბავშვიანი ჯგუფები 7-11 კლასებიდან, ჩავუტაროთ პატარა მასტერკლასები მიკროელექტრონიკაში და რობოტოტექნიკაში და გავაცნოთ კონკურსის პირობები. დაინტერესებული ბავშვები დაიყოფებიან ჯგუფებად, რომელთაც მენტორინგს გაუწევს ჩვენი პროფესიონალი პედაგოგები და მათი დახმარებით შექმნიან პროტოტიპებს.

მონაწილეები გაეცნობიან ფიზიკას, ელექტრო ინჟინერიას და პროგრამირების საწყისებს, თვითშესწავლაზე და განვითარებაზე დაფუძებული ინოვაციური თაანამედროვე სასწავლო მეთოდებით დაეუფლებიან სხვადასხვა სპეციალობის საფუძვლებს, მენტორ-პედაგოგების საშუალებით შეძლებენ მათი ცოდნის განმტკიცებას და პროექტის შესრულებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მომავალი თაობის დაინტერესებას ტექნოლოგიური სფეროთი და STEAM-ის პოპულარიზებას მათში.

პროექტში პირველ ადგილზე გასული მონაწილეები დასაჩუქრდებიან IT აკადემია „სტეპი“-ს საზაფხულო სკოლის სრული 740 ლარიანი პაკეტით, მეორე ადგილზე გასულები დასაჩუქრდებიან საზაფხულო სკოლის 320 ლარიანი პაკეტით, ხოლო მესამე ადგილზე გასულები მიიღებენ 50 ლარიან ვაუჩერებს IT აკადემია „სტეპი“-ს სასწავლო კურსებზე.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

ჩაერთეთ აქტივობებში ჩვენთან, სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები