IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

როგორ მივაღწიოთ ბავშვის და კომპიტერის ნაყოფიერ ურთიერთობას?

 მშობლებო, კომპიუტერს თუ სწორად მიუდგებით, ის შემეცნებით ინსტრუმენტად იქცევა და ბავშის განსავითარებელ საშუალებად. შესთავაზეთ კომპიუტერული კურსები თქვენს შვილებს და ისინი მიხვდებიან, რომ ინტერნეტი არა მხოლოდ თამაშებიაა, არამედ უდიდესი შესაძლებლობა ახალი ინფორმაციის ასათვისებლად.

ჩვენ გთავაზობთ ჩვენს მცირე კომპიუტერულ აკადემიას, სწორედ თქვენი შვილებისთვის შედგენილ. მცირე აკადემია ბავშვების მომავლისთვის მომზადების საუკეთესო პროგრამაა (OOH და იუნესკოს მიხედვით). დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი. 

 

                                     

 

 დღესდღეობით, ყველაფრის მიუხედავათ დიდ როლს თამაშობს კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაში და თუნდაც მისი უარყოფითი მხარეების მიუხედავად ძალზე აქტუალურია, რადგან თუ გავითვალისწინებთ დღევანდელობას და ტექნოლოგიურ მიღწევების სწრაფად შემოჭრას ჩვენს საქმიანობაში, შეიძლება დავასკვნათ, რომ დღეს ის იმარჯვებს ვინც მეტ ინფორმაციას ფლობს, ამაში კი კომპიუტერსაც დიდი წვლილი მიუძღვის, ასე რომ მთავარია კომპიუტერის შესაძლებლობები მიზანმიმართულად გამოვიყენოთ და ამ შემთხვევაში ის უარყოფითი მხარეები, რომლებიც აქვს, აღარ იარსებებს და გვეცოდინება, რომ კომპიუტერთან გატარებული დრო წარმატებული მომავლის გარანტი იქნება.

 

თანამედროვე ცხოვრებამ მშობლებს კომპიუტერთან მიმართებაში უამრავი კითხვა დაუგროვა:

 

სად გადის ზღვარი კომპიუტერსა და წიგნს შორის?

 

რა ხიბლავს ბავშვს ვირტუალურ სამყაროში და რეალურად რის დეფიციტს განიცდის ბავშვი?

 

ის, რაც ბავშვებს ვირტუალურ სამყაროში ხიბლავთ, არის სიმარტოვე და ადვილად მიღწევადობა.

 

ვერცერთი ბავში ვერ აუვლის გვერდს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, სადაც ის მეტ თვითრეალიზებას ახდენს, ვიდრე ტელევიზორთან ან წიგნთან მიმართებაში და სწორედ ამით იხიბლება: ვირტუალურ სამყაროში შეუძლია იუფროსოს, მართოს და გადაჭრას ამოცანა.

 

აქ ყველაზე მიმზიდველი ფანტასტიკური გრაფიკაა. ვირტუალურად შესაძლებელია გააკეთო ის, რაც რეალურად შეუძლებელია: გაეხვიო თავგადასავლებსა და ხიფათებში. აქ გმირივით ცხოვრობს ბავშვი! სწორედ ეს პრივილეგია მოსწონს და მასზე დამოკიდებულებას ხდის. არადა, დამტკიცებულია, რომ კომპიუტერულ გამოსახულებას ჰიპნოზური ზემოქმედება გააჩნია. ადამიანი უყურებს მას არა იმიტომ, რომ აინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ ეს უკვე ჩვევად ექცა! სამწუხაროდ, ყველამ როდი იცის, რომ, თუ ზოგადად ბავშვი გაუნათლებელია, ის კომპიუტერში კარგს ვერაფერს იპოვის!

 

IT Academy Step გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.  იგი საშუალებას გაძლევთ  განავითარონ თქვენმა შვილებმა კომპეტენციები IT მიმართულებით , რომ მათ შეძლონ ინოვაციურ პროგრესში აქტიური მონაწილეობის მიღება.

 

                                  

                                               

                                              დაგირესტრირდი ახლავე

 

ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად აკადემიის გუნდი  მეთვალყურეობას გაუწევს თქვენი შვილის დროის რესურსს, რომ არ დაიხარჯოს იგი ფუჭად სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, არამედ შეასწავლოს უსაფრთხო პროგრამები, სერვისები და აპლიკაციები.

 

ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ თქვენს შვილებს მრავალ ათას პროგრამასა თუ აპლიკაციას შორის მოიძიოს მისი განვითარებისათვის საჭირო და სასარგებლო.

 

ვირტუალურ სამყაროში ჩვენი შვილების უსაფრთხოება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც რეალურში ( მაგალითად მოვიყვანთ როგორ  დამანგრევლად მოქმედებს და აზომბირებს ვირტუალური  თამაში "ლურჯი ვეშაპი". მისი ზეგავლენის კატასტროფულმა შედეგმა  არაერთი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა)

 

ბავშვთა აზროვნება და მოთხოვნილებებიც გაზრდილია, ისინი მალე უკვე დიდები გახდებიან და  შეცვლიან ძველი თაობის სამუშაო  სტილს და  მიდგომებს.

 

მაშინ, მივცეთ მათ ყველაფერი, რაც განვითარებისთვის ესაჭიროებათ, მივცეთ შესაძლებლობა შეისწავლონ ის, რისკენაც მიილტვიან, მივცეთ შესაბამისი ცოდნა, რითიც თავს მოთხოვნადად იგრძნობენ, მივცეთ შესაძლებლობა იმის, რომ გახდნენ ისეთნი, როგორიც მათ მომავალში თავი წარმოუდგენიათ.

 

ბავშვის სურვილები, თქვენი მხარდაჭერა და ჩვენი ამოცანა: შევასწავლოთ ყველაფერი ის, რისკენაც პატარა მიილტვის- ეს ყველაფერია საჭირო იმისთვის, რომ შევქმნათ მომავალი ტექნოლოგიური ეპოქის ადამიანი.

 

შემოგვიერთდით!

 

                                         გაიარე რეგისტრაცია  

 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 98 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია