; საზოგადოების თხოვნით ვიწყებთ ღია ლექციების სერიას - "სიკვდილთან არ თამაშობენ” - IT Academy STEP Tbilisi საზოგადოების თხოვნით ვიწყებთ ღია ლექციების სერიას - "სიკვდილთან არ თამაშობენ” - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

საზოგადოების თხოვნით ვიწყებთ ღია ლექციების სერიას – “სიკვდილთან არ თამაშობენ”

2

ძვირფასო მშობლებო!

თქვენ ჩვილობიდან ცდილობთ აზიაროთ საკუთარი პირმშოები კულტურას, ზრდილობას, ტრადიციებს.. ასწავლით მათ სხვადასხვა უნარ-ჩვევებს, რათა მომავალში ისინი სრულყოფილ პიროვნებებად შედგნენ და ადაპტირდნენ მაღალინტელექტუალურ სოციუმში.

ვირტუალურ სამყაროში, ჩვენი შვილების უსაფრთხოება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც რეალურში,  მაგალითად მოვიყვანთ როგორ  დამანგრევლად მოქმედებს და აზომბირებს ვირტუალური  თამაში “ცისფერი ვეშაპი” მათ. მისი ზეგავლენის კატასტროფულმა შედეგმა  არაერთი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა უკვე.

დროა ყურად ვიღოთ თავს დატეხილი მომაკვდინებელი საშიშროება, და დროულად მივიღოთ თავის დამცავი ზომები.

მობრძანდით შვილებთან ერთად, ჩვენს ღია ლექციაზე! სადაც, ვისაუბრებთ ინტერნეტში და ვირტუალურ სამყაროში არსებულ საფრთხეებსა და რისკებზე:

  • მშობლების კონტროლზე;
  • ქმედითი და პრაქტიკული გზებზე;
  • ვირტუალური სამყაროს ჰიგიენის წესებზე;

 

ღია ლექცია გაიმართება 4 თებერვალს, 13:00 საათზე.

მისამართი: ჯანო ბაგრატიონის #6, მეშვიდე სართული, აუდიტორია 8.

დასწრება თავისუფალია, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*

P.S. აიტი აკადემია “სტეპის” ადმინისტრაცია

გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას. იგი საშუალებას გაძლევთ განავითაროთ თქვენი შვილიების კომპეტენციები IT მიმართულებით, რომ მათ შეძლონ ინოვაციურ პროგრესში აქტიური მონაწილეობის მიღება და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. ჩვენი გუნდი მეთვალყურეობას გაუწევს თქვენი შვილის დროის რესურსს, რომ არ დაიხარჯოს იგი ფუჭად სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და კომპიუტერულ აგრესიულ თამაშებში.

მიეცით მათ შანსი არამარტო დაეუფლონ ზოგადად პროგრამული უზრუნველყოფის სიღრმეებსა და კომპ. ტექნიკის მართვას, არამედ შეიძინოს საუკეთესო პერსპექტივა, გახდეს მომავლის პროფესიის მფლობელი, თავად გახდეს შემქმნელი და დამფუძნებელი ინოვაციების, შეიძინოს თანამოაზრეები და გახდეს “სტეპერების” გუნდის ღირსეული წევრი.

ძვირფასო მშობლებო, გეპატიჟებით თქვენ და თქვენს შვილებს ღია კარის დღეზე, რათა თავად დარწმუნდეთ ჩვენი სიტყვების სინამდვილეში!!!

წინასწარ მადლობას გიხდით ესოდენ დიდი ნდობისთვის, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი და ფასეულია საეთაშორისო აკადემიური ქსელის –“IT STEP”-ისთვის!!!


ახალი ამბები