IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ტელეფონი უნდა იყოს ფორმატში
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

სამუშაოები თინეიჯერებისთვის, რომლებიც მოამზადებს მათ სამუშაოს მომავლისთვის

ვიცი, რომ ეს არ არის ის, რაც უნდა “აღიაროს” ადამიანმა შემდეგი თაობის შესახებ, მაგრამ დღესდღეობით თინეიჯერებს ბევრი სირთულე აქვთ. ციფრულ ერაში გაზრდის კომპლექსური სოციალური საკითხების უგულებელყოფით, დღევანდელი ახალგაზრდები შედიან სამუშაო გარემოში, რომელიც სწრაფად ვითარდება.

წარსულში თქვენ ინვესტიციას ჩადებდით ტრენინგში, რომელიც გრძელდებოდა წლების მანძილზე სამუშაოსთვის რომელიც არ შეიცვლებოდა დრამატულად და გექნებოდათ ეს უნარები მთელი კარიერის განმავლობაში.

ახლა როდესაც კომპანიებმა ისწავლეს სწრაფი ადაპტაცია, თქვენ უნდა გქონდეთ უნარების ფართო კვეთა, რომელიც მოიცავს ბევრ პროფესიას. გაყიდვების სამუშაო ცოდნა დაეხმარება ინჟინერს თავის კარიერაში. გლობალური კულტურის ცოდნა დაეხმარება მონაცემთა მეცნიერს გაიგოს როგორ პასუხობენ კითხვას სხვადასხვა სანიმუშე ჯგუფები და ახდენენ შედეგების ინტერპრეტაციას.

ბევრი სამუშაო ადგილი, რომლებსაც ტრადიციულად ადამიანის დახმარება სჭირდება, უახლოეს მომავალში შეიძლება ავტომატიზირდეს. კვლევა თეთრ სახლში გვიჩვენებს, რომ სამუშაოებს, რომლებიც იხდიან 20$-ს საათში დიდი შანსი აქვთ შეიცვალონ ავტომატიზაციით მომავალში.

როგორ შეუძლია თინეიჯერს დაიწყოს უნარების შეძენა სამუშაოსთვის რომლებიც ჯერ არ არის შექმნილი? ახლანდელმა თინეიჯერებმა უნდა გამოიყენონ ადრეული სამუშაო შესაძლებლობები რომ მიიღონ ექსპოზიცია რაც დაეხმარებათ სამომავლოდ კონკურენტუნარიანობაში.

 

ძირითადი უნარები

იმის მიუხედავად თუ რა პოზიციები იქნება თავისუფალი მომავალში, თინეიჯერბემა უნდა გააგრძელონ სწავლა და აითვისონ ძირითადი უნარები რაც მოამზადებს მათ კარიერისთვის. საბაზისო ცოდნით მათ შეეძლებათ გადათარგმნონ თავიანთი გამოცდილება სამუშაო სამყაროში, როგორიც არ უნდა იყოს ის.

უნარი: პროცესის ოპტიმიზაცია და მენეჯმენტი

სამუშაოს მომავალი ეფუძნება ეფექტურობას და ნებისმიერი, ვისაც ესმის პროცესის ოპტიმიზაცია მიაღწევს კარიერულ წარმატებას. ეძიეთ შესაძლებლობებს სადაც ისწავლით როგორ გამოიყენოთ მიმდინარე პროცესები და შესაძლოა საკუთარიც ააწყოთ.

იქნება ეს თქვენი დროის მენეჯმენტი როგორც ფრილანსერი, თქვენი მაღაზიის მოგებაზე გაყვანა ან მარკეტინგული გუნდის შექმნა რომელიც იღებს input-ს გაყიდვების გუნდისგან და აქცევს მას კონტენტად, რომელიც ახდენს ლიდების გენერაციას,  ბიზნესს უნდა ჰქონდეს განმეორებადი და მასშტაბური პროცესები რაც უფრო მეტად ისწავლით როგორ მიაღწიოთ ეფექტურობას უფრო წარმატებული იქნებით.

სამსახურები თინეიჯერებისთვის, რომლებიც ასწავლიან პროცესის ოპტიმიზაციას და მენეჯმენტს

ეს არ არის მოდური სამსახური და მეგობრებმა შეიძლება დაგცინონ, მაგრამ პოზიცია McDonald’s-ში ან სხვა სწრაფი კვების ობიექტში გასწავლით პროცესის ოპტიმიზაციის საფუძვლებს. McDonald’s-ი ასეთი მასშტაბური იმით გახდა წარმოების ეფექტურობის შემნით. სხვა ვარიანტები შეიძება იყოს ქარხანაში მუშაობა, სადაც ისწავლით თუ როგორ უნდა ააწყოთ ნივთები, რომლებსაც ყოველდღე იყენებთ, მაქსიმალური ეფექტურობით.

იპოვეთ სამსახური რომელიც მუშაობს განმეორებადი პროცესით და შეისწავლეთ პროცესი და შექმნილი ეფექტურობა. სად ინახება მუშაობის პროცესი? როგორ უნდა მოექცეთ შეკვეთაში ცვლილებებს? ჭკვიანმა ადამიანებმა ჩადეს დიდი დრო და ძალიხმევა იმაში რომ მოიფიქრეს როგორ ერთვება თითოეული ადამიანი პროცესში. თქვენ იპოვით მეტ შესაძლებლობას ყოველდღიურად.

უნარი: მათემატიკა

ბიზნესში მათემატიკა არის ზრდის ენა. თუ არ შეგიძლია ამ ენაზე საუბარი, ვერ გამოხატავთ თქვენს ღირებულებას - ან ვერ აჯობებთ მათ, ვისაც შეუძლია. დღეს ბიზნესს შეუძლია აჯობოს სხვა ბიზნესს იგივე პროცესის გაუმჯობესებით.

მე ვიყავი ბავშვი რომელიც ამბობდა “მე არასოდეს გამოვიყენებ ამას” ალგებრაზე. ათწლეულის შემდეგ, ცხრილში ცვლადების შერწყმის მცდელობისას, რომლებიც აჩვენებდნენ თუ როგორ აისახებოდა ბიზნესი, მივხვდი, რომ არასწორი ვიყავი.

შეიძლება არ დაგჭირდეთ უმაღლესი კალკულუსი ყოველდღიურად მაგრამ შესაძლოა დაგჭირდეთ. იმუშავეთ ამ უნარების გამომუშავებაზე.

სამსახურები თინეიჯერებისთვის, რომლებიც ასწავლიან მათემატიკას

ბევრი თინეიჯერებისთვის ხელსაყრელი სამუშაო ითხოვს მათემატიკას. იპოვნეთ პოზიციები, როგორც ბუღალტერის თანაშემწე მცირე ბიზნესისთვის, ან როგორც მონაცემთა შეყვანის სპეციალისტი. თუ გინდათ მათემატიკური უნარების გამოყენება, ასწავლეთ პატარა ბავშვებს რომლებიც სწავლობენ საწყისებს.

თინეიჯერებს, ასევე, სჭირდებათ სწრაფი მათემატიკური უნარები თუ ისინი მუშაობენ რესტორანში ან ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში მოლარედ. მომხმარებლისთვის ხურდის დაბრუნება საჭიროებს მათემატიკურ უნარებს.

უნარი: წერა

კარგი ვერბალური უნარები ყოველთვის იქნება ბონუსი, რომელი კარიერაც არ უნდა აირჩიოთ. საუბარზე და წერაზე ფოკუსირებით თქვენ შეგიძლიათ გაიმყაროთ ინგლისური ენის ცოდნა. თუ აირჩევთ ზაფხულის ან სკოლის შესაბამის სამუშაოს, რომელიც მოითხოვს წერას, თქვენ გაიუმჯობესებთ უნარებს, რასაც მომავალში გამოიყენებთ.

სამუშოები თინეიჯერებისთვის, რომლებიც მოითხოვს წერას

იმუშავეთ კომპანიასთან, რომელიც ყიდის ახალგაზრდა დემოგრაფიას მათ სოციალურ მედიასა და კონტენტ მარკეტინგულ კამპანიებზე. დაეხმარეთ ამ ბრენდების სიტყვების შემუშავებაში, რომ მიაღრიონ თქვენნაირ თინეიჯერებამდე.

ისაუბრეთ ონლაინ და ესაუბრეთ თქვენს ქალაქში ონლაინ და ბეჭდვით საინფორმაციო საშუალებებს. შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს სტაჟირებები ქოფიედითინგში, ცხრილების დაწერაში.შეგიძლიათ ნახოთ სხვადასვხა სამუშაოები როგორც ფრილანსერმა. არაფერი აუმჯობესებს თქვენს წერის უანრს ისე, როგორც წერა.

უნარი:გაყიდვები

იმის მიუხედავად, სად იმუშავებთ მომავალში, გაყიდვები იქნება დიდი ნაწილი იმისა, თუ რაც ზრდის თქვენს კომპანიას. თუ არასოდეს გდომებიათ კარიერა გაყიდვებში, პროცესის კარგი გაგება დაგეხმარებათ კომპანიის მხარდაჭერისთვის უფრო დიდი ზრდისთვის.

სამსახურები თინეიჯერებისთვის რაც ასწავლის გაყიდვებს

იმუშავეთ გაყიდვების პოზიციაზე თქვენს საყვარელ ბრენდთან ან წიგნის მაღაზიასა თუ რესტორანთან. თქვენი სამუშოს ნაწილი მოიცავს შეთავაზებების გაკეთებას მომხმარებლებისთვის რაც გააუმჯობესებს მათ გამოცდილებას. როდესაც დაასრულებთ გაყიდვას, თქვენ ისწავლით როგორ იზრდება თქვენი კომპანია. ისწავლით როგორ გაუმკლავდეტ “არას” და როგორ მიაწოდოთ შეთავაზება მომხმარებელს.

უნარი: მულტიკულტურიზმი

ეს არ არის “უნარი” მაგრამ მნიშვნელოვანი არის ხვალინდელი დასაქმებულებისთვის, რომ გაიგონ როგორ ფიქრობენ და იქცევიან სხვადასხვა კულტურის წარმოამდგენლები. როდესაც დღევანდელი თინეიჯერები დაიწყებენ მუშაობას, თითქმის ყველა ბიზნესის დიდი ნაიწლი იქნება სხვადასხვა კულტურა. ისწავლა იმისა თუ რომ პატივი სცეთ და დააფასოთ სხვისი კულტურა დაგეხმარებათ თავი აარიდოთ დიდ შეცოდმებს მომავალში.დიდმა კომპანიებმაც შეიძლება დაუშვან შეცდომა როდესაც ხვდებიან სხვა კულტურის ბიზნესს, როგორც ამერიკული Disney როდესაც გახსნა EuroDisney პარიზში.

დისტანციური გუნდების პოპულარობით, შეიძლება იმუშაოთ ოკეანის მიღმა ადამიანებთან. კარგი კადრი შეიძლება არ ცხოვრობდეს იმავე ქვეყანაში. კულტურული ცოდნის გაღრმავება დაგეხმარებათ ადამაინებთან კომუნიკაციისთვის.

სამსახურბეი რომლებიც ასწავლიან მულტიკულტურიზმს:

იმუშავეთ ერთ-ერთ გაყიდვების მაღაზიაში და რესტორანში თქვენი აეროპორტის. შეხვდით ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნიდან როდესაც მუშაობთ სასტუმროში - წინა მერხზე, დასუფთავებაში ან სხვა ნაწილში ტურიზმის ინდუსტრიის. ეთნიკური რესტორნებიც მოგცემენ შესაძლებლობას შეხვდეთ ხალხს სხვა ქვეყნებიდან. თქვენი სამსახურის მთავარი ასპექტი არის ის, რომ ისწავლოთ სხვებისგან.

კარგია თუ ისწავლით სხვადასვხა ენას. არ დაელოდოთ კარგ სამსახურს, გააკეთეთ ეს ახლა.

უნარი: კომპიუტერული მეცნიერება

ჩვენ ტექნოლოგიას ვეყრდნობით ძალიან ბევრ სამსახურში და ეს გაზრდება მომავალში. ტექნოლოგიებში ცოდნის არ არსბეობა ხელს შეგიშლით პრივილეგიის მოპოვებაში მომავალში.

სამსახურები თინეიჯერებისთვის, რომლებიც ასწავლის კომპიუტერულ მეცნიერებას

დაიწყეთ პატარა მონაცემთა შეყვანის დავალებიდან, რაც მოგცემთ მეტ ინსაიტს მონაცემთა ბაზების სოფთვეარზე. თუ კომფორტულად ხართ კომპიუტერებთან, სცადეთ კოდირების დავალებები ვებსაიტების ან აპლიკაციების დიზიანისთვის.  შეგიძლიათ ისწავლოთ საფუძვლები ონლაინ გაკვეტილებით, როგორიც არის CodeAcademy ან HTML5Rocks. თუ უკვე ფლობთ მათ, სცადეთ პატარა სამსახურები რომლებიც მოგცემენ პრაქტიკას.

თქვენ უნდა გესმოდეთ როგორ მუშაობს კომპიუტერები რომ გაიგოთ მათი პოტენციალი, რაც დაგეხმარებათ მომავალში.

უნარი: ინტერნეტ ძიება

ჩვენ გვაქვს კოლექტიური ისტორია, სიბრძნე და კვლევები ადამიანების ჩვენამდე. თქვენ დაგჭირდებათ იმის ცოდნა თუ როგორ მიიღოთ წვდომა ამ ინფორმაციაზე.

ამ ინფორმაციის წვდომის ნაწილი არის სწავლა თუ როგორ გაარჩიოთ რეალური ფაქტები, გამოარციოთ არასწორი მონაცემები. როდესაც მე მაქვს ინტერვიუ ადამიანებთან, ეს არის მთავარი რამ, რასაც მე ვამოწმებ. არა თქვენი ცოდნა, არამედ რეფლექსები რომ ამოიცნოთ დებულება.

სამუშაოები რომლებიც ასწავლაინ ინტერნეტ ძიებას

იმუშავეთ ავტორთან, რომელსაც სჭირდება დახმარება კვლევაში ან მასწავლებელთან, რომელიც წერს წიგნს. შეგიძლიათ მოიძიოთ პოზიცია ლოკალურ ჟურნალში ან გაზეთში და შესთავაზოთ სერვისი ფაქტების გადამოწმების.

გაავარჯიშეთ გონება

ბოლო დროს, მე ვიყავი ჩემს სკოლაში რომ მესაუბრა ამჟამინდელ სტუდენებთან. ალგებრის კლასში მე ვისაუბრე ბავშვთან რომლის კარიერული ამბიცია იყო მოხვედრა საზღვაო ქვეითებში. იგი ჩემსავით ამბობდა, რომ არასოდეს გამოიყენებდა ალგებრას.

მე სუსტად მივეცი პასუხი იმაზე, თუ როგორ იყენებს სამხედრო მათემატიკას და მას გავაცანი ქსელისა და სამიზნე წერტილები.

იმის შემდეგ, რაც მე წამოვედი, მივხვდი, რომ უფრო მგრძნობიარე პასუხი იქნებოდა ის, რაც მას აინტერესებდა: ფიტნესი. სამხედრო, სპორტულ ან ფიზიკურ პროფესიაში ვარჯიშის რეჟიმი ქმნის კუნთებს, რაც დაგჭირდებათ, რომ იყოთ ეფექტური.

ახლა მე არასოდეს გამიგია სამხედროს წევრი ამბობდეს, რომ მათი მისიის წარმატების მიზეზი იყო ვარჯიში, მაგრამ საზღვაო ქვეითი მოითხოვს ზუსტად ამ ვარჯიშს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ავითარებს იმ კუნთებს, რაც გამოიყენება მომავლაში გაუთვალისწინებელ შემთხვევებში.

იგივე ეხება თქვენს გონებას. შეიძება არ გმოიყენოთ მათემატიკა, მაგრამ ეს აქტივობები ამზადებს თქვენს ტვინს მოქნილობისთვის, რასაც ითხოვს  სამუშაოს ახალი სამყარო თქვენგან.

კიდევ რა რჩევა გაქვთ თინეიჯერებისთვის, რომლებიც ცდილობენ მოემზადონ მომავლის ბიზნესისთვის? დაწერეთ პასუხი და გაუზიარეთ თქვენი რჩევა.

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა