; სამუშაო გარემო იცვლება, დროა ცვლილებებისთვის მოვემზადოთ - IT Academy STEP Tbilisi სამუშაო გარემო იცვლება, დროა ცვლილებებისთვის მოვემზადოთ - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

სამუშაო გარემო იცვლება, დროა ცვლილებებისთვის მოვემზადოთ

ფრი.free

სპეციალისტების აზრით, ოფისური პლანქტონი ახლო მომავალში შემცირდება, როგორც განვითარებულ, ასევე, განვითარების პროცესში მყოფ ქვეყნებში და ჩვენ ფიზიკურად სულ უფრო ნაკლებს ვიმუშავებთ, სამუშაოს მრავალფეროვნებით კი განებივრდებიან ტექნიკური ცოდნით აღჭურვილი ადამიანები!

ბრიტანელი ეკონომისტი ჯონ-მეინარდ კეინზი ჯერ კიდევ საუკუნის წინ წინსწარმეტყველებდა, რომ მისი თანამედროვეების შვილიშვილები იმუშავებენ კვირაში 15 საათს, ანუ ოდნავ ნაკლებს, ვიდრე ორი რვასაათიანი სამუშაო დღეა. სასიამოვნოა იმის წარმოდგენა, თუ როგორ დავისვენებთ კვირაში ორი დღის ნაცვლად ოთხ დღეს, დღეისთვის გარკვეული მოძრაობა ამ მიმართულებით უკვე შეიმჩნევა. მაგალითად, შვედეთში ბოლო რამდენიმე წელია ბევრი კომპანია ექვსსაათიან სამუშაო დღეზე (ანუ 30-საათიან სამუშაო კვირაზე) გადადის. შემსუბუქებული სამუშაო კვირის მხარდამჭერთა თქმით, ეს მხოლოდ სასარგებლოა

ერთი მხრივ, ადამიანებს ოჯახისთვის, სპორტისთვის, დასვენების, მედიტაციისა და სხვა მსგავსი საქმისთვის მეტი დრო დარჩებათ, რაც მათ უფრო ბედნიერებს და ჯანმრთელებს გახდის. ეს, თავის მხრივ, მედიცინაზე ეკონომიის შესაძლებლობას შექმნის (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მიერ ჩატარებული კვლევით, 15 საათზე მეტი სამუშაო საათი კვირაში, სამჯერ ზრდის ინფარქტის და ინსულტის რისკს, ეს კი განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვის ბიუჯეტების მთავარი ხარჯებია)

მეორე მხრივ, გამოთავისუფლებულ დროს ადამიანი იწყებს საქონლის და მომსახურების გამოყენებას, რაც ასევე კარგია ეკონომიკისთვის

მესამე: შემცირებული გრაფიკის ინიციატორებს გათვლა შრომის მწარმოებლურობის გაზრდაზე აქვთ. დადასტურებულია, რომ მოკლე სამუშაო დღე საშუალოდ უფრო დატვირთულია. ექსპერიმენტული შემცირებების მიზანი, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის დაიწყო, იმის დამტკიცებაა, რომ ყველა თანამშრომლის ეფექტურობა 6-საათიანი სამუშაო დღის პირობებში იმდენად გაიზრდება, რომ გადაფარავს დამატებითი ადამიანების დაქირავების ხარჯებს. ასეა თუ ისე, ჯერჯერობით მოკლე სამუშაო დღის ასეთი გრანდიოზული სასარგებლო ეფექტი მაინც შორია. თუმცა, ლოგიკურია, რომ თუ ადამიანების დიდი ნაწილი მანც “ფუჭი” სამუშაოთია დაკავებული, 6-საათიანი სამუშაო დღე არანაირ ზიანს არ მოიტანს.

ჩვენ დავადექით მექანიზაციის გზას, რომელსაც უდავოდ აქვს უპირატესობები. ახლა, საკუთარი საქმის დასაწყებად, თქვენ ინვესტორი შეიძლება არც დაგჭირდეთ, საკმარისია საკუთარი დანაზოგი ან უბრალოდ იდეა და კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა – ეს საკმარისი იქნება სტარტაპის დასაწყებად. შესაბამისად, ბიზნეს-შეცდომის ფასიც იკლებს. იმავდროულად, ფულს, რომელსაც ზემდიდრები დიდ საოფისე ძალაზე ზოგავენ, სადღაც უნდა წავიდეს. და სად წავა ის, თუ არა პერსპექტიული იდეების და მიმართულებების დაფინანსებაზე? ასე რომ, უთანასწორობის ზრდისა და ზემდიდრების მიუხედავად, ნიჭიერ ხალხს თავიანთი იდეებისა და ოცნებების განხორციელების შანსი მაინც რჩებათ,

მეორე მხრივ, სამუშაოსგან თავისუფალ დროს, ადამიანები აუცილებლად შეავსებენ ახალი გამოცდილების, გართობის და ემოციების ძიებებით, ასევე პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩოგბურთის, იოგას და იკებანის მწვრთნელებს მომავალში კარგი შემოსავალის მეტი შანსი აქვს, ვიდრე ტრამვაის მძღოლებს. ტრამვაი და ავტომობილი ნამდვილად იქნება ავტომატური, ემოციური სფეროს რობოტიზებამდე კი ჯერ კიდევ შორია.

სახეზეა თვით დასაქმების ტრენდიც, ტექნოლოგიური ბუმის გარდაუვალი შედეგია სამუშაო ადგილების შემცირება, რაც უმტკივნეულო არ იქნება. თუმცა მექანიზაციის წყალობით, იმის აუცილებლობა, რომ რომელიმე კომპანიას ეკუთვნოდე, სამსახურში იარო და ორგანიზაციაში ირიცხებოდე, შემცირდება.
გჭირდებათ ექიმი, სანტექნიკოსი ან დამლაგებელი? არსებობს სპეციალური აპლიკაციები. ტოტალური სმარტფონიზაციის და მასობრივი გაზიარების (sharing) შესაძლებლობების პირობებში, ეგრეთ წოდებული “ფრილანსი” (შტატგარეშედ მუშაობა) ხდება პოპულარული, როგორც არასდროს. ტაქსის მაგალითი თვალსაჩინოა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ტელეფონზე ტაქსის აპლიკაცია ეგზოტიკა იყო. დახლოებით ერთდროულად გაჩნდა კომპანიები Uber-ი, Gett-ი და Yandex Taxi. მათ ზრდა დაიწყეს გეომეტრიული პროგრესიით, წელიწადში 300-400 პროცენტით. ტექნოლოგიები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მწარმოებლის მომსახურება თავის მომხმარებელს სწრაფად დაუკავშირდეს, და ამ პროცესში მას არანაირი შუამალი აღარ სჭირდება. კარგად გააზრებული სერვისი ბაზრებს მთლიანად ცვლის, როგორც ეს ტურიზმის ბაზარზე Airbnb-ის გამოჩენის შემდეგ მოხდა.

თუმცა ეს კომპანიები პიონერები არ არიან. მაგალითად, კომპანია Appirio დამკვეთებს პროგრამისტ-ფრილანსერებთან აკავშირებს; კომპანია Elance-oDesk-ი აკავშირებს 4 მილიონ კომპანიას 10 მილიონ ფრილანსერთან; Axiom-ის ბაზაში 650 იურისტია, რომლებსაც უმსხვილესი კომპანიები ერთჯერადი გარიგებებისთვის ქირაობენ; Tongal-ი სამუშაოს პოვნაში ეხმარება 40 ათას სპეციალისტს კინოინდუსტრიიდან; რომ აღარაფერი ვთქვათ ექიმებზე, რეპეტიტორებზე, ფსიქოლოგებზე, ძიძებზე, ყველა მიმართულების ინსტრუქტორზე. რაც დრო გადის, თვითდასაქმებულთა რაოდენობა სულ უფრო გაიზრდება.

 

საოცარია იმ საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებიც დღეისთვის რეალურად მსოფლიო ეკონომიკის მართვის სადავეებთან დგანან
Bitcoin – ფულის გიგანტური მარაგი, ქეშის გარეშე!
Uber – მსოფლიოში ყველაზე დიდი ტაქსოკომპანია, ავტომობილების გარეშე!
Facebook – ყველასთვის ცნობილი მედია, რომელიც არ ქმნის კონტენტს!
Alibaba – მსოფლიოში ყველაზე ღირებული საცალო ვაჭრობის ქსელი, ინვენტარისა და საწყობების გარეშე!
AirBNB – სამყაროს უდიდესი საცხოვრებელი, უძრავი ქონების გარეშე

 

თავისუფალი გრაფიკი და ტექნიკური ცოდნა არის ჩვენი ახლო-მომავალი, მუშაობის შინარსთან ერთად, შეიცვლება მისი ფორმაც. ლაპარაკია არამხოლოდ კურიერებზე, რომლებსაც ადრე თუ გვიან დრონები შეცვლის, არამედ ოფისის თანამშრომლებზეც. საოფისე სამუშაო აღარ იქნება 8+ საათიანი მჯდომარე რუტინა. მრავალჯერ დადასტურდა, რომ ცხოვრების მჯდომარე რეჟიმი მავნეა. ის ვინც დღის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ზის, მიდრეკილია გასუქებისკენ, გულის დაავადებებისკენ, კიბოს რაღაც სახეობებისკენაც კი და საბოლოო ჯამში – ნაადრევი სიკვდილისკენ. ამიტომ მთელ მსოფლიოში პოპულარული ტენდენციაა ფრილანსერების დასაქმება, ისინი მუშაობენ შინიდან, ხშირად სმარტფონითა და პლანშეტით, მდგომარე მუშაობა კომფორტულ გარემოში, გადანაწილებული აქვთ დრო ეფექტურად…

საინფორმაციო ტექნოლოგიები და ფრილანსერობა, ცალსახად, არის ჩვენი მომავალი, დღეისთვის ვაკანსიების რაოდენობა უკვე აღემატება სპეციალისტების რაოდენობას. მზარდია მოთხოვნა როგორც პროგრამისტებზე, ასევე, ქსელებისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტზე…

პერსპექტიული და მაღალ ანაზღაურებადი პროფესიების მცირე ჩამონათვალი:

პროგრამული სისტემების დეველოპერი
საერთაშორისო პრაქტიკით, პროგრამული სისტემების დეველოპერთა საშუალო შემოსავალი 2014-2017 წლებში $152.880 – 198.810 -ს შეადგენდა.
2020 წლისთვის 51 300 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.

ბაზრის კვლევის ანალიტიკოსები და მარკეტინგის სპეციალისტები
საერთაშორისო პრაქტიკით, ბაზრის კვლევის ანალიტიკოსებისა და მარკეტერების საშუალო შემოსავალი 2014-2017 წლებში $71.290 – 86.953-ს შეადგენდა.

2020 წლისთვის 92 300 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.

პერსონალური ფინანსური მრჩევლები
საერთაშორისო პრაქტიკით, პერსონალური ფინანსური მრჩევლების საშუალო შემოსავალი 2014-2017 წლებში $81.060 – 96.578-ს შეადგენდა.
2020 წლისთვის 73 900 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.

პროგრამული აპლიკაციების დეველოპერები
საერთაშორისო პრაქტიკით, პროგრამული სისტემის დეველოპერთა შემოსავალი 2014-2017 წლებში $95.510 – 98.688-ს შეადგენდა.
2020 წლისთვის 135 300 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.


ახალი ამბები