IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

STEP-ი, როგორც კომპიუტერზე დამოკიდებულებისგან მხსნელი

მაგალითისთვის ავიღოთ ჩვენი მოზარდი თაობის კომპიუტერზე დამოკიდებულების რამდენიმე სახეობა: თამაშები – რის გამოც ბავშვი საკმარის დროს არ უთმობს სწავლას, ლიტერატურას და ინტელექტუალურ თვითგანვითარებას მთლიანობაში. ის ამავდროულად არღვევს საკუთარ ფსიქიკას. ბავშვი თანდათან უფრო გაღიზიანებული, აგრესიული ხდება და მუდმივად დეგრადირდება იმ დროს, როცა მისი ფორმირება უნდა მოხდეს სოციალურ საზოგადოებაში.

სოც ქსელი – სადაც თქვენი შვილი ასევე ძირითად დროს ატარებს და თვითნებურად მიეწოდება ინფორმაცია და კომუნიკაცია, რომელიც მას უმეტეს შემთხვევებში ცხოვრებაში არ გამოადგება.

მთელი საშიშროება იმაშია ძვირფასო მშობლებო, რომ კომპიუტერული დამოკიდებულება არავის არ ინდობს და ბავშვები თავის მხრივ დამოკიდებულების მსხვერპლი ხდებიან. რამდენადაც მათთვის საინტერესო და მიმზიდველია ვირტუალური თავგადასავლების სამყარო, მით უფრო საშინელი ტრაგედიები ხდება მაშინ, როცა ისინი უკვე დამოკიდებული ხდებიან.

კომპიუტერი სინამდვილეში მართლაც ძალიან მოსახერხებელია ბევრ შემთხვევაში, მან ბევრი რამ ჩაანაცვლა, მის გარეშე დღეს ცხოვრება წარმოუდგენელია, სამსახურის მოძებნაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია კომპიუტერის ან კომპიუტერული პროგრამების გარკვეული ცოდნის გარეშე. მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი მშობელი უნებურად საკუთარ შვილებს ამ დამღუპველი გზისკენ უბიძგებს. მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, პლანშეტი ბავშვის გასართობად ძალიან მოსახერხებელია, ბავშვები ამ მოწყობილებებით თვითონ ერთობიან და მშობლებს არ აწუხებენ. ერთის მხრივ ბავშვი თითქოს ტექნიკას ეჩვევა, მაგრამ მეორეს მხრივ იგი სწრაფი ტემპით მიდის დამოკიდებულებისკენ.

IT აკადემია STEP-ს ესმის ბავშვების შეგრძნება და აღნიშნული პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ გზას გთავაზობთ, დააკავეთ ისინი გარკვეულ ღონისძიებებში. ეს არის კომპლექსური კლასი, სადაც ის ისწავლის კომპიუტერზე ნამდვილ მუშაობას და არ გაატარებს ძვირადღირებულ დროს უქმად, სულელურად, იქ ის აითვისებს მისთვის არა ნაკლებ საინტერესო პროგრამებს, ისწავლის საიტების დამოუკიდებლად შექმნას, აითვისებს გრაფიკის და დიზაინის ხიბლს, მომავალში პროგრამირებასაც აითვისებს და ა.შ. მას უკვე ექნება პროფესია და ის აღარ მოეპყრობა კომპიუტერს, როგორც მხოლოდ გართობის საშუალებას. ამ ყველაფერში შეგვიძლია გვერდში დაგიდგეთ, დაგეხმაროთ ზემოთ აღწერილი პრობლემების გადაჭრაში, რადგან ჩვენ ვართ……

საერთაშორისო ბრენდი მთელ მსოფლიოში 95 ფილიალიდან ერთერთი

IT Academy Step Georgia 

შემოუერთდით აკადემია სტეპს, გახდით #სტეპერი !

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია