; სხვაობა კომპიუტერულ მეცნიერებასა და კომპიუტერულ ინჟინერიას შორის - IT Academy STEP Tbilisi სხვაობა კომპიუტერულ მეცნიერებასა და კომპიუტერულ ინჟინერიას შორის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

სხვაობა კომპიუტერულ მეცნიერებასა და კომპიუტერულ ინჟინერიას შორის

რა განსხვავებაა კომპიუტერულ მეცნიერებასა და კომპიუტერულ ინჟინერიას შორის? ამაზე ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ. თუ ჯერ კიდევ არ გაგირჩევიათ ერთმანეთისგან ან ამის შესახებ გარკვეული იდეა არ გაქვთ, წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული სტატია უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად.

კომპიუტერული მეცნიერება და კომპიუტერული ინჟინერია

საფუძვლები

ორივე სფეროს საბოლოო მიზანი არის ტექნოლოგიაში წარმატების მიღწევა და ცხოვრების გაადვილება, იქნება ეს პროგრამული უზრუნველყოფის თუ მოწყობილობების გაუმჯობესებით და ინოვაციებით. ამიტომ, პირველ რიგში განვიხილოთ ორივეს განმარტება.

კომპიუტერული ინჟინერია (CE) არის ელექტრული ინჟინერიის და კომპიუტერული მეცნიერების კომბინაცია. მას ყველანაირი ფორმით ძირითადად კავშირი აქვს კომპიუტერთან, მიკროპროცესორებთან, ჩამონტაჟებულ გამოთვლით მოწყობილობებთან, ლეპტოპებთან, დესქთოფ სისტემებთან და სუპერკომპიუტერებთან.

მეორეს მხრივ, კომპიუტერული მეცნიერება (CS) არის იმის შესწავლა, თუ როგორ მუშავდება, ინახება მონაცემები და ინსტრუქციები და როგორ ხდება მათთან კომუნიკაცია კომპიუტერული მოწყობილობების დახმარებით.

მარტივი ენით რომ ვთქვათ, კომპიუტერული ინჟინერია საბოლოო ჯამში ეხება აპარატურას, ხოლო კომპიუტერული მეცნიერება – კომპიუტერულ პროგრამებს/პროგრამირებას. ახლა როცა საფუძვლებს გავეცანით, მოდით გავარჩიოთ თუ როგორ განსხვავდება ისინი უნივერსიტეტის/კოლეჯის დონეზე და კარიერული არჩევანის პერსპექტივაში.

უნივერსიტეტის/კოლეჯის შეთავაზებები

იმის მიხედვით თუ რას ავირჩევთ ჩვენი სწავლის სფეროდ, კომპიუტერულ ინჟინერიას თუ კომპიუტერულ მეცნიერებას, ორივეს აქვს ზოგადი კურსები და სხვადასხვა კურსები/არჩევანი უნივერსიტეტში. ყველა კურსი პროგრამირების საფუძვლებით იწყება. მაგალითად, თავდაპირველად ყველა სწავლობს C/C++/JAVA/HTML/DBMS-თან დაკავშირებულ საკითხებს იმისთვის რომ საგნის არსს ჩაწვდეს. შემდეგ უკვე, თავიანთი სფეროდან გამომდინარე ნაწილდებიან ისეთ კურსებზე, რომლებიც ძირითადად მათ სფეროს უშუალოდ ეხება. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები სასწავლად და შემდგომ, მომავალი კარიერის შესაქმნელად მიდიან.

კომპიუტერული ინჟინრები სიღრმისეულად სწავლობენ კომპიუტერულ არქიტექტურას, ძირითადად CPU-ს და მასთან დაკავშირებულ სხვა კომპონენტებს. ისინი ასევე სწავლობენ იმ მასალის ნაწილს, რასაც – ელექტრული ინჟინრები, მაგალითად, ელექტრონიკის შესავალი, ელექტრული წრედის ანალიზი, ციფრული ელექტრონიკა, ჩამონტაჟებული სისტემები და სხვა. მათი კურსი ასევე მოიცავს ელექტრონიკის გასართობ პროექტებს, რომლებიც ქმნიან ძირითად ელექტრონულ აღჭურვილობას.

მეორეს მხრივ, კომპიუტერული მეცნიერები ორიენტირებული არიან დიზაინსა და ალგორითმების ანალიზზე, პროგრამირებასა და დისკრეტულ მათემატიკაზე, იმისთვის, რომ ამოხსნან ცნობილი ალგორითმები, გააუმჯობესონ თავიანთი კოდის ეფექტურობა და შეამცირონ პრობლემის გადაჭრის დრო. ყოველ შემთხვევაში ორივე ერთად, ხელჩაკიდებული ცდილობს გადაჭრას ყოველდღიური პრობლემები ეფექტურად და პროდუქტიულად.

დასკვნა

კიდევ უფრო მარტივი ენით რომ ვთქვათ, კომპიუტერული მეცნიერება არის Back-end-ი, ხოლო კომპიუტერული ინჟინერია არის Front-end-ი. ტექნოლოგიების წინსვლასთან ერთად, კიდევ უფრო მეტი კურსი გამოჩნდა, რომლებსაც შეუძლიათ კომპიუტერული მეცნიერების და კომპიუტერული ინჟინერიის ერთმანეთისგან ეფექტურად განსხვავება. ეს არჩევანი განსხვავებულია ქვეყნების და ხშირ შემთხვევაში უნივერსიტეტების მიხედვითაც. მაგრამ ვფიქრობ საკმარისი ინფორმაცია მოგაწოდეთ ამ დილემის შესახებ. იმედი გვაქვს ახლა უფრო მეტი წარმოდგენა შეგექმნათ, ვიდრე აქამდე გქონდათ და შესაბამის არჩევანს გააკეთებთ მომავალი კარიერისთვის ან ხარისხისთვის.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

 

IT Academy STEP – თქვენი წარმატება იწყება აქ !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები