"ფრილანსერის" უსაზღვრო შესაძლებლობები - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

“ფრილანსერის” უსაზღვრო შესაძლებლობები

ფრილანსერი.freelancer

Freelancer – ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს „თავისუფალ მებრძოლს“. დღეს ფრილანსი ფაქტიურად წარმოადგენს მექანიზმს, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტული პირი ან კომპანია გარკვეული ამოცანისთვის ქირაობს სხვა პირს, რომელიც შეიძლება იმყოფებოდეს სხვა ქალაქში, ან თუნდაც სხვა ქვეყანაში. ფრილანსმა ფართო პოპულარობა მოიპოვა ინტერნეტის განვითარებასთნ ერთად: საინფორმაციო ქსელის და საბანკო ტექნოლოგიების განვითარებამ თანამშრომელთა გარკვეულ კატეგორიებს, ოფისებში სულ უფრო იშვიათი გამოჩენის საშუალება მისცა, ხშირ შემთხვევბში კი საერთოდ გაქრა ამის აუცილებლობა.

ჩვენს გარშემო ფრილანსერების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. კვლევების თანახმად ფრილანსერებზე მოთხოვნაც სტაბილურად მზარდია მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები და გრაფიკული დიზაინერები ამბობენ უარს სტაბილურ სამსახურზე და დამოუკიდებლად იწყებენ მუშაობას. უკანასკნელი წლების მონაცემებით, 12 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფრილანსერთა სიის სათავეში, სწორედ, ამ პროფესიებისადამიანები არიან

ამ შემთხევაში, გამონაკლისი არც საქართველოა. როგორც პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები, ასევე, გრაფიკულ დიზაინერთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფრილანსერობა საკუთარ თავზე მუშაობისა და მეტად განვითარების საშუალებას აძლევს. წლების განმავლობაში, მათი უმეტესობა, სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა. თუმცა, საბოლოოდ, მაინც დამოუკიდებლად მუშაობა არჩიეს და, როგორც ამბობენ, ყველაზე მნიშვნელოვანი – თავისუფლება მოიპოვეს; ფრილანსერობა კი საშუალებას იძლევა საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩიონ სამუშაო დრო, ადგილი, სივრცე. (ზოგიერთმა, მოგვიანებით, საკუთარი, როგორც თავად უწოდებენ „ერთი მსახიობის კომპანია“ შექმნა და დამკვეთებთან ისევ ინდივიდუალურად, მაგრამ კომპანიის სახელით თანამშრომლობს). მათი თქმით, ფრილანსერობის საშუალებით, უფრო პროდუქტიულები არიან, თანაც ისე, რომ პროფესიული ზრდისთვის მეტი დრო და რესურსი რჩებათ.

 

[vc_btn title=”ჩვენ გასწავლით” style=”3d” color=”orange” size=”sm” css_animation=”left-to-right” link=”https://ge.itstep.org/forms-of-learning-ge/”] IT Academy STEP-ში თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ:

  • პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა
  • კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
  • ქსელები და კიბერუსაფრთხოება

 

ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ, გიწვევთ ღონისძიებაზე “ფრილანსერის” უსაზღვრო შესაძლებლობები,

დასწრება თავისუფალია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის

და  გაიმართება 12 დეკემბერს, 20:00 საათზე.

მისამართი: ჯანო ბაგრატიონის #6, მეშვიდე სართული, აუდიტორია 8.

დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია. 

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები