; ღია ლექცია - " მომავლის თაობის ადამიანი"  - IT Academy STEP Tbilisi ღია ლექცია - " მომავლის თაობის ადამიანი"  - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ღია ლექცია – ” მომავლის თაობის ადამიანი” 

ასეთი რაოდენობის ვიზიტორები, მშობლები და ბავშვები  აკადემია “სტეპში”  კარგა ხანია არ შეკრებილა. ასეთი გაცხოველებული ინტერესი, მიზანსწრაფვა, მოტივაცია, თქვენ  არ გინახავთ, მაგრამ ფაქტია, რომ პატარები  დიდი ყურადღებით გამსჭვალულები უსმენდნენ აკადემიაში მიმდინარე პრეზენტაციას. ჩვენ უკვე მტკიცებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მომავალი თაობის ცნობიერებამ არათუ მიიღო და შეიმეცნა მაღალტექნოლოგიური პროგრესის  სიახლეები, არამედ თვითონვე შეაბიჯეს მიმდინარე პროცესების ეპიცენტრში და დაიმკვიდრეს იქ  თავისი საპატიო  ადგილებიც. 

ბრავო!  ეს მომავლის თაობაა!! ეხლა უკვე აღარ უნდა გვეშინოდეს მრავალთა პესიმისტური მოთქმის, რომ მომავალი თაობა დეგრადაციას და რეგრესს განიცდის. ახლა მთავარია შევუნარჩუნოთ მათ ეს სხივი თვალებში და განუმტკიცოთ მოტივაცია: იყვნენ ინოვაციური და პროგრესული მოვლენების  შუაგულში.

 აიტი აკადემია “სტეპი” ასეთ სასიკეთო ცვლილებებს უდგება დიდი სერიოზულობით და  პასუხისმგებლობას იღებს  მომავალი სტეპერ-ინოვატორების და მათი მშობლები წინაშე.

ახლო წარსულს გაგახსენებთ: როცა სკოლის პედ-კოლექტივის თაოსნობით გასვლით ღონისძიებებზე დავყავდით სასკოლო ავტობუსით: იყო ეს ექსკურსიები ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, ფაბრიკა-ქარხნების, მუზეუმების დასათვალიერებლად თუ საბავშვო თეატრალურ და საოპერო წარმოდგენენებზე დასასწრებად.

ვთქვათ სიმართლე რომ, ერთადერთი საერთო ინტერესი შემეცნებითის ნაცვლად  ყოველთვის გაკვეთილების გაცდენა და დროის მხიარულად გატარება იყო. 

ახლა კი, რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, ახლანდელი თაობის ბავშვები, რომელიც კომპიუტერს და სმარტფონს არიან მიჯაჭვული, თავად მოიძებენ ინფორმაციას  საინტერესო ადგილების მოსანახულებლად, თავადვე სთავაზობენ ექსკურსიის მარშრუტებს პედაგოგებს. ასევე აქვთ მათ საინფორმაციო ხასიათის მოთხოვნილება, დაეუფლონ ამ ინფორმაციას და შეისწავლონ ყველაფერი ის, რასაც პრეზენტაციაზე ისმენენ. მართლაც რომ პარადოქსია, თითქოს დასაბამიდანვე ჩადებული იყო ადამიანებში კოდი, რომელმაც ზუსტად კომპიუტერიზაციის ეპოქაში გაიღვიძა, ინოვაციურ-ტექნოლოგიური რევოლუციის  დროს! ეს მრავლისმეტყველი ფაქტი ლაპარაკობს იმაზე, რომ დადგა დრო დიდი ცვლილებების. გაიზარდა მოთხოვნილება მთელ რიგ პროდუქციაზე, რამაც სამრეწველო სექტორის განვითარება გამოიწვია. უკვე ყველა საწარმოო პროცესი  მაღალტექნოლოგიურ კომპიუტერული მართვითი სისტემით და რობოტოტექნიკით იმართება. ეს ყველაფერი უკვე დღეს ხდება,  ჩვენ ვართ  ზღურბლზე, საიდანაც იშლება ხედი სულ სხვა რეალობის და  სულ სხვა ცნობიერების.

როგორც სჩანს ყველამ ვერ გააცნობიერა ეს ფაქტი მთელი თავისი სერიოზულობით და ჯერ არ დაფიქრებულან თავისი შვილების მომავალზე.  ისინი  თითქოს გაიჭედნენ თავისი თვალსაწიერით წარსულ რეალობაში და ვერ ახერხებენ გადასვლას უფრო სრულყოფილ სიმაღლეებზე. მაგრამ ძველი დრო უკვე გადის და როგორც ჰიბრიდული ავტომობილები ანაცვლებენ საწვავზე მომუშავეებს, მსგავსი ჩანაცვლების მაგალითები უკვე ბევრია. ბავშვთა აზროვნება და მოთხოვნილებებიც გაზრდილია, ისინი მალე უკვე დიდები გახდებიან და  შეცვლიან ძველი თაობის სამუშაო  სტილს და  მიდგომებს. 

მაშინ, მივცეთ მათ ყველაფერი, რაც განვითარებისთვის ესაჭიროებათ, მივცეთ შესაძლებლობა შეისწავლონ ის, რისკენაც მიილტვიან, მივცეთ შესაბამისი ცოდნა, რითიც თავს მოთხოვნადად იგრძნობენ, მივცეთ შესაძლებლობა იმის, რომ გახდნენ ისეთნი, როგორიც მათ მომავალში თავი წარმოუდგენიათ.

ბავშვის სურვილები, თქვენი მხარდაჭერა და ჩვენი ამოცანაა: შევასწავლოთ ყველაფერი ის, რისკენაც პატარა მიილტვის – ეს არის დევიზი მათთვის, ვისაც სურს გახდეს მომავალი ტექნოლოგიური ეპოქის ადამიანი. 

მსოფლიო ბრენდი! IT აკადემია “სტეპი”.

ღია ლექცია – ” მომავლის თაობის ადამიანი” 

დასწრება თავისუფალია, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ❗

📆 10 მარტი
🕒 13:00 – 14:00
📍 თბილისი, ჯანო ბაგრატიონის #6, სართული 7, აუდიტორია 8.

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები