; შეისწავლე ”ინტერნეტ მარკეტინგი” მარტივად - IT Academy STEP Tbilisi შეისწავლე ”ინტერნეტ მარკეტინგი” მარტივად - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

შეისწავლე ”ინტერნეტ მარკეტინგი” მარტივად

human braiding hair

ციფრული მარკეტინგი, ეს ჩვენი აშკარა მომავალია ტექნოლოგიებით გაჯერებულ ეპოქაში, ტერმინი ”ინტერნეტ მარკეტინგი” სწორედ აქ იღებს სათავეს, ხსენებულმა განხრამ რამდენიმე წელია საქართველოშიც დაიწყო ფართოდ გავრცელება
მას შემდეგ, ყველა ბიზნესი, განურჩევლად ზომისა, სულ უფრო ჩართულია ინტერნეტ მარკეტინგში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ინტერნეტ მარკეტინგი საკმაოდ ადვილი ხერხია, რათა ათასობით და ასიათასობით პოტენციურ მომხმარებელს ხმა მივაწვდინოთ.

 

ადამიანთა უმეტესობა კვირაში საშუალოდ 96 საათს ონლაინ სივრცეში ატარებს. ცხადია ასეთ პირობებში ინტერნეტი იქცა პროდუქტისა და მომსახურების მთავარ გამსაღებელ არეალად. ბრენდის იმიჯის ფორმირება, პოზიციონირება, გაყიდვების სტიმულირება მარკეტოლოგების საქმიანობის მნიშვნელოვანი ეტაპებია. გინდათ თქვენმა ვებგვერდმა წამყვანი პოზიცია დაიკავოს საძიებო სისტემაში? SEO ოპტიმიზაცია, SMM, Web ანალიტიკა საშუალებას მოგცემთ დაგეგმოთ წარმატებული კამპანია და გაზრდოთ თქვენი საიტის ვიზიტორების რიცხვი.

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტების უმრავლესობა არ აძლევს სტუდენტს ინტერნეტ მარკეტინგის პრაქტიკულ ცოდნას, აღნიშნულ სპეციალისტებზე მოთხოვნა ყოველდღიურად მატულობს. კვალიფიციური ინტერნეტ მარკეტოლოგის საშუალო თვიური ხელფასი საქართველოში 1 500 – 2 000 ლარი, ხოლო ევროპასა და ა.შ.შ.-ში  – 3 000 $-ზე მეტია.

 

რეალურად, რა არის ინტერნეტ მარკეტინგი?
ინტერნეტ მარკეტინგი არის ბრენდის, პროდუქტის ან სერვისის პრომოუშენი ინტერნეტ სივრცეში. ის მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიც არის რეკლამა და გაყიდვები. ალბათ, ყველას შეგვიმჩნევია სხვადასხვა ვებგვერდზე განთავსებული რეკლამები, რომლებზეც, დიდი ალბათობით, დაგვიჭერია. მაგრამ ინტერნეტ მარკეტინგი არ არის მხოლოდ ვებგვერდებზე და სოციალურ ქსელში რეკლამების განთავსება. ეს კონცეფცია რამდენიმე სფეროს მოიცავს და უფრო ზუსტად ციფრული მარკეტინგში ერთიანდება.

დემონსტრაციული რეკლამა – ასეთი სახის მარკეტინგი ეხება საიტებზე და ბლოგებზე განთავსებულ რეკლამებს. შესაძლოა, გსმენიათ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ არსებობს პლატფორმა Google AdSense, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვათავსოთ დამკვეთის რეკლამები ჩვენს საიტზე.
იმეილ მარკეტინგი – სახელიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ სამიზნესთან დაკავშირება მეილის საშუალებით ხდება. მაგალითად, კომპანიების წერილები, რომლებიც გვთავაზობენ რაღაცების ყიდვას.
ინბაუნდ მარკეტინგი – ინბაუნდ მარკეტინგს ვიყენებთ მაშინ, როდესაც გვჭირდება ბაზრის კონკრეტული სეგმენტის დარწმუნება იმაში, რომ ჩვენი ბრენდი ხარისხთან და სანდოობასთან ასოცირდება. ამის მისაღწევად კი, მათ უფასო კონტენტს ვთავაზობთ (არა მარტო კონტენტს. თუ რას შესთავაზებთ, თქვენს კრეატიულობაზეა დამოკიდებული).
საძიებო სისტემის მარკეტინგი – ასეთი ფორმის მარკეტინგს ვხვდებით, როდესაც გუგლში, ბინგში ან სხვა საძიებო სისტემაში ვწერთ სასურველ საძიებო სიტყვას და ძებნის შედეგებთან ერთად გვიჩვენებს ასეთ ლინკებს:სპონსორდ ლინკი
საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია – საძიები სისტემის მარკეტინგისგან განსხვავებით, სეო არ მოითხოვს ფულის დაბანდებას. სეო იყენებს ბუნებრივ მეთოდებს, რათა ”დაარეკლამოს” საკუთარი კონტენტი სერპში (საძიებო სისტემა). სეო მოიცავს სოციალური მედია მარკეტინგს, ლინკ ბილდინგსა და ქივორდების გამოკვლევას.
სოციალური მედია მარკეტინგი – სახელიდან გამომდინარე, სოციალური მედია მარკეტინგი ეფუძნება სოციალურ ქსელში კონტენტის გაზიარებას. მაგალითად, ფეისბუქი, ტვიტერი, ლინქდინი, პინტერესტი, ინსტაგრამი, გუგლ+.
ინფლუენსერ მედია მარკეტინგი – ეს არის გავლენიანი პიროვნებების დახმარებით შექმნილი იმიჯი და შესაბამისად წარმოებული გაყიდვები…

 

რატომ არის ინტერნეტ მარკეტინგი ასეთი მნიშვნელოვანი?
ინტერნეტს აქვს ძალა მსოფლიო მასშტაბით დააკავშიროს მილიონობით ადაიმიანი. გარდა ამისა, ინტერნეტი საუკუთესო საშუალებაა ბრენდ ფრომოუშენსთვის, რადგან მილიონობით ადამიანის დაკავშირების მსგავსად, ინტერნეტით შესაძლებელია ჩვენს ბრენდზე ინფორმაცია მილიონობით ადამიანს მივაწოდოთ. აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდს კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის ის, რომ არ საჭიროებს დიდი რაოდენობით თანხის დახარჯვას.

 

ჩვენთან აკადემიაში

კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ, თქვენ შეძლებთ იმუშაოთ კომპანიებში, რომლებიც ახორციელებენ საკუთარი პროდუქტისა თუ მომსახურების ონლაინ პრომოუტინგს. გარდა ამისა შეძლებთ ააწყოთ საკუთარი ონლაინ ბიზნესი, ან აიღოთ Freelance პროექტები და გამოიმუშავოთ აქამდე წარმოუდგენელი ფინანსები. თქვენ შეიძენთ მომავლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას, რომლის პოპულარობაც იზრდება ინტერნეტის განვითარებასთან ერთად.

 

ინტერნეტ მარკეტინგის კურსი მოიცავს თეორიულ მასალას, პრაქტიკულ ქეისებს და საშინაო დავალებებს, რომელთა სრულყოფილი შესრულება გაგიადვილებთ ცოდნის მიღების შესაძლებლობას.

ჩვენს აკადემიაში სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ, გაიცემა ორენოვანი საერთაშორისო სერთიფიკატი.

 

IT Academy STEP – შენი წარმატების გარანტი!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შეისწავლე ”ინტერნეტ მარკეტინგი” მარტივად ან დაგვიკავშირდეთ:

2 155 551 / 579 155 551 

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6


ახალი ამბები