IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

შეიძინე მომავლის პროფესია, გახდი აიტი სპეციალისტი!

საინფორმაციო ტექნოლოგიებმა სრულად გარდაქმნეს ჩვენი ცხოვრება ისე, რომ შესაძლოა ვერც კი ვაცნობიერებდეთ ამას.  კომპიუტერები მძლავრი და ფასდაუდებელი საშუალებებია, რომელიც ეხმარება ხალხს სამუშაოს შესრულებაში და საშუალებას გვაძლევს დავუკავშირდეთ ერთმანეთს. გვიჩნდება კითხვა რა არის IT ინდუსტრია? რა სპეციალობებს მოიცავს ის?

IT სპეციალობა გულისხმობს საზოგადოებაში კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ყველა სამუშაოსა და რესურსების სპექტრს. ამ სფეროში ერთიანდება მრავალი სხვადასხვა სამუშაო და სპეციალობები:

  • ქსელის ინჟინერი, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერების ერთმანეთთან კომუნიკაციას,
  • აპარატურის ტექნიკოსი, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერის კომპონენტების ჩანაცვლებას და შეკეთებას,
  • IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები) მხარდაჭერის თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს, საბოლოო მომხმარებლის მიერ პროგრამული უზრუნველყოფის სათანადოდ გამოყენებას.

IT აკადემია "სტეპი" IT-განათლების ინდუსტრიაში 1999 წლიდან მუშაობს. ჩვენ ვიცით, რა მოთხოვნები აქვთ დამსაქმებლებს, როგორი ცოდნა და სამუშაო უნარჩვევები სჭირდება თანამედროვე პროფესიონალს როგორც დღეს, ასევე უახლოეს მომავალში - ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ერაში.

 

ჩვენმა საერთაშორისო ექსპერტებმა შეიმუშავეს CompTIA A +  ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საწყისი სასწავლო პროგრამა, რომელშიც შეისწავლით კომპიუტერული მოწყობილობების აპარატურულ და პროგრამულ უზრუნველყოფას.

 

არ აქვს მნიშვნელობა, ეძებთ საწყისი დონის სერტიფიკატს თქვენი პირველი IT კარიერის დასაწყებად, თუ გსურთ გაიკვალოთ გზა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თითქმის ყველა სფეროში: კომპიუტერული ქსელების მართვაში, სისტემის ადმინისტრირებაში, კიბერუსაფრთხოებასა და პროგრამირებაში, მიიღოთ პროფესიონალური გამოცდილება, და გახდეთ კონკურენტუნარიანი პროფესიონალი,  მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა!

 

პროგრამის  ფარგლებში შეისწავლით:

  • აპარატურის კომპონენტების და მოწყობილობების იდენტიფიცირება, გამოყენება და დაკავშირება.
  • ოპერაციულ სისტემებს
  • პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემის ინდენტიფიცირებას
  • კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობა
  • ქსელური აპარატურის და ქსელის პრობლემების მოგვარებასა და უსაფრთხოებას
  • მობილური მოწყობილობებს
  • ვირტუალიზაციას და ღრუბლოვან სისტემებს

 

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • გააცნობიეროთ, თუ როგორ მუშაობს კომპიუტერული სისტემები
  • ააწყოთ კომპიუტერი ნულიდან 
  • აარჩიოთ და დააყენოთ კომპიუტერზე ოპერაციული სისტემა 
  • გააცნობიეროთ თუ რა არის ინტერნეტი, როგორ მუშაობს იგი და რა გავლენა აქვს მას თანამედროვე სამყაროზე
  • გაიგოთ თუ როგორც ქმნიან პროგრამებს და როგორ მუშაობენ ისინი კომპიუტერში
  • გამოიყენოთ გავრცელებული პრობლემის გადაწყვეტის მეთოდოლოგიები
  • შეიძინოთ მოქნილი უნარები ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
  • გააცნობიეროთ თუ როგორ მუშაობენ ყველაზე გავრცელებული ინფრასტრუქტურული სერვისები, რომლებიც აწარმოებენ ორგანიზაციის ფუნქციონირებას
  • შეარჩიოთ და მართოთ ის ინსტრუმენტები, რომლებსაც თქვენი ორგანიზაცია გამოიყენებს
  • გამოიყენეთ სისტემების ადმინისტრირების ცოდნა IT გარემოსთვის პროცესების დაგეგმვისა და გაუმჯობესების მიზნით

 

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ სამუშაო ადგილის პოვნას შემდეგ პოზიციებზე:

  • სერვისის ანალიტიკოსი
  • პირველი ხაზის ტექნიკოსი
  • ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
  • IT სფეროს მომსახურების ტექნიკოსი
  • ქსელის ასოცირებული ინჟინერი
  • მონაცემთა მხარდაჭერის ტექნიკოსი
  • სისტემური ადმინისტრატორი
  • საბოლოო მომხმარებლის კომპიუტერული ტექნიკოსი
  • დახმარების მაგიდის ტექნიკოსი
  • სისტემის მხარდაჭერის სპეციალისტი

 

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვე 

 

დარეგისტრირდი ახლავე 

 

 

სწავლების ფორმა

სასწავლო პროგრამა აგებულია თანამედროვე, ინოვაციური  შერეული დისტანციური სწავლების მეთოდზე, რომელიც მოიცავს  როგორც  ასინქრონული, ისე სინქრონული დისტანციური სწავლების ფორმებს.

ასინქრონული დისტანციური მეთოდის დროს  გამოიყენება სპეციალურ პლატფორმაზე აწყობილი სასწავლო კურსი – რომელიც შედგება  ვიდეო ლექციების, პრაქტიკული დავალებების, ტექსტური სასწავლო მასალისა და ტესტებისაგან.

 

სინქრონული დისტანციური მეთოდის დროს  – ინტერაქცია მიმდინარეობს რეალურ დროში,  სადაც სტუდენტებს და პრაქტიკოს პროფესიონალ პედაგოგს ექნებათ აქტიური მუშაობის და ურთიერთობის საშუალება ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმში.

 

პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაოები ფიზიკურ სივრცეში - აკადემიის ლაბორატორიაში განვლილი თეორიული მასალის შესაბამისი პრაქტიკული სავარჯიშოები

 

შერეული  სწავლების მეთოდის საშუალებით მიიღებთ 21-ე საუკუნის სამუშაო უნარჩვევებს და შეძლებთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

 

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა:

IT მხარდაჭერის სპეციალისტის სასწავლო პროგრამა გრძელდება 6 თვე

 

შედგება: 126 GLH-საგან (პედაგოგის მიერ ჩატარებული სინქრონული ონლაინ საათებისგან), რომელიც ჩატარდება კვირაში 2-ჯერ 3-3საათი და 17,5 სთ ასინქრონული ვიდეო გაკვეთილებისაგან, ასევე 30 საათი პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაოებისგან.

 

რეკომენდირებული ონლაინ აკადემიის სასწავლო პროგრამები:

  • Frontend ვებ-პროგრამირება - ვებგვერდების შექმნა

 

კურსი განკუთვნილია:

  • ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც სურს დაეუფლოს ახალ პროფესიას
  • მათთვის ვისაც სურს მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმება
  • აბიტურიენტებისთვის
  • სტუდენტებისთვის

 

პროგრამა აგებულია რეალურ პრაქტიკულ ამოცანებზე, რომლის განმავლობაშიც თქვენ შეიძენთ IT მხარდაჭერის სპეციალისტისთვის საჭირო ყველა უნარჩვევას და პრაქტიკულ გამოცდილებას..

აკადემიის პროფესიული ზრდისა და განვითარების სამსახური  თავის მხრივ იზრუნებს წარმატებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიებთან დასაქმებაზე.

 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია