IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

შემოგვიერთდი

გრძელდება აბიტურიენტთა მიღება IT აკადემია- ში. ვფიქრობ რეკლამა ნაკლებად გვჭირდება, რადგან 4 წლის განმავლობაში საკმაოდ მყარი ნიშა დავიმკვიდრეთ ინოვაციურ-ტექნოლოგიურ სფეროში, საქართველოს თითქმის მთელმა მოსახლეობამ გაგვიცნო, ამ წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი ღონისძიება ჩავატარეთ, ჩვენს თაობას ვაჩვენეთ თუ რა შეგვიძლია, გავუზიარეთ ჩვენი სამომავლო გეგმები, მიღწევები, სწავლების უნიკალური პროგრამა და რაც მთავარია, ახალგაზრდებს და მოზრდილებს გავაცანით ჩვენი სტეპერი სტუდენტების მეგობრობა, რომელსაც ასე ძალიან აფასებენ ჩვენი სტუდენტები და ლექტორები.

ჩვენთან ჩარიცხვის შემდეგ, თქვენ ხდებით არა მხოლოდ აკადემიის სტუდენტი, არამედ ჩვენი უზარმაზარი ოჯახის წევრი, სადაც ყველა პირობას მიიღებთ არა მხოლოდ სწავლისთვის, არამედ სოციალურ საზოგადოებაში განვითარებისთვის, რის დახმარებითაც ურთიერთობის წრეს გააფართოებთ, ბევრ საინტერესო მეგობარს შეიძენთ, გახდებით ინტელექტუალური მექანიზმის ნაწილი, რომლის ბორბალიც გაუჩერებლად ტრიალებს ზუსტი საათის მექანიზმის მსგავსად, რომლის დროც დიდი სისწრაფით და პროგრესიით მიგვაქროლებს, გადაგვაქცევს უფრო მყარ, გამძლე და განვითარებულ ადამიანად, ჩაგვითრევს თავის ბუნებრივ, შეუქცევად პროცესებში, რომლებშიც აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ და ვეცდებით გავაუმჯობესოთ და გავუადვილოთ ცხოვრება მთელს კაცობრიობას.

მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ამ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ  და დავნერგოთ უნიკალური, ტექნოლოგიური პროგრამები, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ზუსტი მეცნიერებების წარმომადგენლებთან ერთად გამოვიგონოთ ყველაფერი ის, რაც ხალხის და მთელი მსოფლიოს საკეთილდღეოდ იმუშავებს.

ნუ დაჯდებით უსაქმოდ, თქვენ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს სჭირდებით, თქვენი დაფარული უნარ-ჩვევები სჭირდება კაცობრიობის განვითარებას, მობრძანდით და ყველას დაუმტკიცეთ, რომ თქვენ გახდებით გენიალური პროგრამისტი, განუმეორებელი გრაფიკული დიზაინერი, მხვილი ქსელების ადმინისტრატორი, დადგებით კიბერ უსაფრთხოების სადარაჯოზე, გახდებით მოდელირების ვირტუოზი,  ყველაფრის ჩამოთვლა შეუძლებელია, გახდებით შეუცვლელი სპეციალისტი, რომელიც სახელს გაუთქვამს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ საკუთარ პროექტებს და მიღწევებს, საკუთარ იდეებს, რომლებიც მატერიალიზებული და განხორციელებული იქნება და მთელ კაცობრიობას სარგებელს მოუტანს.

სირთულეების ნუ შეგეშინდებათ, გვერდზე გადადეთ საკუთარი კომპლექსები, თუ გაქვთ და წინსვლაში ხელს გიშლით, დაეყრდენით საკუთარ ინტუიციას, მოიკრიბეთ მთელი თქვენი ძალისხმევა და მობრძანდით ჩვენთან, სტეპერებთან და თქვენ გაიგებთ და იგრძნობთ, რომ თქვენი ადგილი იპოვეთ, თქვენი მეორე სახლი იპოვეთ, რადგან ჩვენ ვართ ...

საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია  Step

შეუკვეთეთ უკუზარი მენეჯერთან

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია