; ჩაანაცვლეთ კომპიუტერული თამაშები მომავლის პროფესიებით! - IT Academy STEP Tbilisi ჩაანაცვლეთ კომპიუტერული თამაშები მომავლის პროფესიებით! - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ჩაანაცვლეთ კომპიუტერული თამაშები მომავლის პროფესიებით!

ჩაანაცვლეთ.Change

მამებო და დედებო !

ნუთუ, კიდევ ვერ მიხვდით რომ ვერ მოწყვეტთ ბავშვს ტელევიზორს და კომპიუტერს, არ აქვს აზრი დაუმალოთ სმარტფონები და სხვადასხვა მობილური მოწყობილობები, ეს ყველა ნივთი ხომ მათი ორგანული და ინოვაციური მეგობრები არიან, რომელთა მეშვეობითაც მათ შეუძლიათ გაეცნონ სამყაროს, იურთიერთობონ მეგობრებთან,  განვითარდნენ, პიროვნულად გაიზარდონ და დაეუფლონ მომავალ კარიერას. ისინი, ხომ Z თაობის წარმომადგენლები არიან, და მათი მისიაა გააუმჯობესონ სამყარო და დასაბამი მისცენ მომავალ გლობალურ ცვლილებებს.

სწორედ ეს ფასდაუდებელი განძია ჩვენი მომავალი თაობა: თქვენი შვილები, თქვენი სიამაყე, რომელთაც უნდა შეცვალონ მომავალი უკეთესობისკენ!

ეს ის მომენტია, როდესაც უნდა გავაღვიძოთ ჩვენს შვილებში დაფარული  უნარები და  მივცეთ გზა  განვითარებისა და სრულყოფილებისაკენ. მიეცით მათ საშუალება გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, მიეცით შანსი არამარტო დაეუფლონ ზოგადად პროგრამული უზრუნველყოფის სიღრმეებს და კომპ.ტექნიკის მართვას, არამედ  შეიძინონ საუკეთესო პერსპექტივა გახდნენ მომავლის პროფესიის მფლობელები.

 

აიტი აკადემია  “სტეპი” შეუქმნის ბავშვს ყველა პირობას, მისცემს გაფართოებულ ცოდნას, გაიყვანს  მას სწორ  გზაზე, რათა არ ხარჯოს ფუჭად ძვირფასი დროის რესურსი, არ დარჩეს რიგით მომხმარებლად, არამედ თავად გახდეს შემქმნელი და დამფუძნებელი ინოვაციების, შეიძინოს თანამოაზრეები და გახდეს “სტეპერების” გუნდის ღირსეული წევრი.

 

გადადგით მხოლოდ ერთი ნაბიჯი იმისთვის რომ თქვენი შვილი გახდეს შემოქმედი თავისი იდეებისა და შეიგრძნოს სამყარო თავისი თვალებით!

ძვირფასო მშობლებო, გეპატიჟებით თქვენ და თქვენს შვილებს ღია კარის დღეზე, რათა თავად დარწმუნდეთ ჩვენი სიტყვების სინამდვილეში!!!

📆 24 თებერვალი
🕒 13:00 – 14:00
📍 თბილისი, ჯანო ბაგრატიონის #6, სართული 7, აუდიტორია 8.
დასწრება თავისუფალია, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ❗

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები