; IT ჩემპიონატ Golden Byte-ში მონაწილეობის მიღების უნიკალური შესაძლებლობა - IT Academy STEP Tbilisi IT ჩემპიონატ Golden Byte-ში მონაწილეობის მიღების უნიკალური შესაძლებლობა - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

IT ჩემპიონატ Golden Byte-ში მონაწილეობის მიღების უნიკალური შესაძლებლობა

გოლდენბაითი.goldenbyte

გეპატიჟებით საერთაშორისო IT ჩემპიონატ Golden Byteის რიგით მე-10 საიუბილეო ჩემპიონატზე! 

Golden Byte ყოველწლიურად ტარდება, მისი მიზანი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს განვითარება, პოპულარიზაცია, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა და მძლავრი Startup პლათფორმის შექმნა გახლავთ. ჩემპიონატის ბაზაზე მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ მაღალკვალიფიციური რჩევები და მენტორინგი მსოფლიო მასშტაბის IT სპეციალისტებისგან.

საერთაშორისო IT ჩემპიონატი Golden Byte  წელს მე-10-ე საიუბილეო ღონისძიების ფორმატში იქნება და მონაწილეობის მიღება სრულიად უფასოა!
ყოველ წელს პროექტში მონაწილეობას 20 000-ზე მეტი აპლიკანტი იღებს.

თებერვალში გაიმართება რეგიონალური ტურები, რომლის შემდგომაც, აპრილში, გამარჯვებული გუნდები ფინალურ ეტაპზე გაემგზავრებიან კიევში. ფინალისტი გუნდების მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს უზრუნველყოფს IT Academy STEP პარტნიორებთან ერთად. 
ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდი იღებს პრიზის სახით 20 000$-

 

ჩემპიონატის დებულება მოიცავს შემდეგ ნომინაციებს:

  • Startup Challenge – პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების კონკურსი
  • Networking Technologies – სისტემური ადმინისტრატორების ნომინაცია
  • Mobile Development – მობილური აპლიკაციების კონკურსი
  • Game Design – თამაშების შექმნის კონკურსი
  • Character Design – პერსონაჟის დიზაინის კონკურსი
  • Web Design – ვებ-პროექტების კონკურსი
  • Short Movie – მოკლემეტრაჟიანი რგოლის კონკურსი
  • Junior Competition – საბავშვო კონკურსი 10-14 წლამდე
  • NoSQL Expert – საინფორმაციო ბაზებთან მუშაობის კონკურსი

 

რეგისტრაცია იწყება 1 იანვრიდან  15 მარტის ჩათვლით, 10-27 წლამდე მსურველებს საშუალება აქვთ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია და გააგზავნონ საკუთარი პროექტები ჩემპიონატის ოფიციალური ვებ გვერდიდან.

 

დეტალური ინფომაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

2 155 551 / 579 155 551 

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6


ახალი ამბები