IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

ჩვენთან შენ გახდები პროფესიონალი გრაფიკული დიზაინერი!

კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი რამდენ საინტერესოს და უჩვეულოს მოიცავს კომპიუტერული დიზაინისა და გრაფიკის მიმართულება, ყველაფერს ვერც კი ჩამოვთვლით. მისი ცოდნა აუცილებელია მათთვის, ვისაც სურს იყოს შეუცვლელი, მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი თანამშრომელი ნებისმიერ კომპანიაში. პროფესიონალიზმი, ფანტაზია, კრეატიული იდეები დაგეხმარებათ არამარტო შექმნათ შედევრები, არამედ განაგრძოთ აღმავალი სვლა კარიერულ კიბეზე. ტექნოლოგიუერი და ინდუსტრიული პროგრესის ერაში, დღითი დღე იცვლება ყველა სფერო და მათი არსებობის პრინციპები

რათქმაუნდა ერთერთერთი ყველაზე თვალსაჩინო მიმართულება, რომელიც საოცარ ტრანსფორმაციას განიცდის ტექნოლოგიების ცვლილებასთან ერთად, არის მარკეტინგი და რეკლამა, სადაც დიდი როლი მიუძღვის ვიზუალურ ინტერპრეტაციას რომლის შესრულებისთვისაც საჭიროა კომპიუტერული გრაფიკისა და დიზაინის ცოდნა. დღითიდღე იცვლება მომხმარებლის ქცევის წესები, ინტერესები და გემოვნება. დღეს ნებისმიერი – დიდი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა, ფეხი აუწყოს ბაზრის ტენდენციებს, გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების ეფექტიანი არხები და ჩანდეს სწორედ იქ, სადაც მისი პოტენციური მომხმარებელი იყრის თავს


● როგორ ვაქციოთ ჩვენი ფანტაზია, იდეები, საკუთარი ხელით შექმნილ და
რეალობაში გაცოცხლებულ მაკეტებად?
● როგორ მივიბყროთ მომხმარებლის ყურადღება თვალისმომჭრელი
რეკლამებით?
● როგორი უნდა იყოს კომპანიის ლოგო და როგორ შევქმნათ კომპანიის
ბრენდი ?
● როგორ გავაფორმოთ და შევქმნათ წიგნის დიზაინი?
● როგორ გადავიღოთ ფოტოსურათები მოწინავე ტექნოლოგიების
გამოყენებით?
● როგორ შევქმნათ სტატიკური , დინამიკური და მომხმარებლის ქცევაზე
მორგებული ვებ-გვერდები?
● როგორ შევქმნათ კომპიუტერული თამაშების დიზაინი?
● როგორ შევქმნათ ანიმაცია სპეცეფექტების გამოყენებით?
● როგორ შევქმნათ სამ განზომილებიანი გამოსახულებები?
● როგორ შევქმნათ და დავამუშავოთ ვიდეო რგოლები?
● როგორ შევქმნათ 3D დიზაინის დიზაინის გამოყენებით პროდუქცის
მაკეტი, ინტერიერის დიზაინი, სარეკლამო რგოლები და სხვა.

● როგორ შევქმნათ სამგანზომილებიანი თამაშები და ანიმაციები?
● როგორ მოვახდინოთ კომპანიის, პროდუქტის ან ბიზნესის
პოზიციონირება ციფრულ სივრცეში ?
● როგორ გავზარდოთ გაყიდვების კონვერსია თანამედროვე მეთოდებით?

IT აკადემია სტეპი IT-განათლების ინდუსტრიაში 1999 წლიდან მუშაობს. ჩვენ ვიცით, რა მოთხოვნები აქვთ დამსაქმებლებს, როგორი ცოდნა და სამუშაო უნარჩვევები სჭირდება თანამედროვე პროფესიონალს როგორც დღეს, ასევე უახლოეს მომავალში - ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ერაში. სულ რაღაც 2,5 წელიწადში თქვენ დაეუფლებით 7 პროფესიას. ეს კი იმის გარანტია იქნება, რომ თქვენ გახდებით მოთხოვნადი, წარმატებული პროფესიონალი თქვენს მომავალ კარიერაში. ჩვენ ვასწავლით დიზაინის ტექნოლოგიის სფეროს ყველაზე აქტუალური მიმართულებებით.

პროგრამის ფარგლებში შეისწავლით:
● ციფრულ და მედია წიგნიერებას
● ხატვის საფუძვლებს
● ხელოვნების ისტორიას, განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპებს და დიზაინის
თანამედროვე სტილს
● ფოტოსურათების და რასტრული გამოსახულებების პროფესიონალურ
დამუშავებას, რეტუშირებას Adobe photoshop -ში
● ვექტორულ გრაფიკულ გამოსახულებებთან მუშაობას Adobe Illustrator-ში
● სარეკლამო დიზაინის ფსიქოლოგიას, აიდენტიკას და ბრენდინგს
● სარეკლამო დიზაინის შექმნას და დამუშავებას
● ტიპოგრაფიკას - განსხვავებული ფონტების შექმნას და გამოყენებას
● ციფრულ ფოტოგრაფიას. სტუდიურ მუშაობას, კომპოზიციას.
● წიგნის, ჟურნალის, გაზეთის დიზაინის შექმნას და დაკაბადონებას Adobe Indesign-
ში
● ვიდეოს შექმნას და დამუშავებას Adobe Premiere-ში
● ანიმაციის შემნას და ვიზუალური ეფექტების გამოყენებას Adobe AfterEffects-ში
● მომხმარებლის ქცევაზე მორგებული ვებ გვერდების დიზაინის შექმნას. UI/UX
დიზაინს
● დინამიური და ინტერაქტიული ვებგვერდების შექმნას HTML5/CSS3 და Javascript-
საშუალებით
● ვებ გვერდების SEO, საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციას

● ციფრული მარკეტინგის ძირითად ინსტრუმენტებს და მათი გამოყენების წესებს
● 3D გრაფიკას და დიზაინს Autodesk 3ds Max-ში
● 3D ობიექტების ფოტორეალისტური რენდერი V-ray-ის გამოყენებით.
● ტექსტურების შექმნა 3D ობიექტებისთვის Substance Painter-ის პროგრამაში.
● 3D სკულპტურისა და სხვადასხვა ნაკეთობების შექმნას Zbrush-ში და Marvelous
Designer-ში.
● 3D ანიმაციის მოდელირებას, ვიზუალიზაციას და შექმნას Autodesk Maya-ში

 

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:


● თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების საფუძვლიან გამოყენებას
სამუშაოსთვის და ვირტუალური კომუნიკაციისთვის.
● კომპანიის ბრენდის ნულიდან შექმნას, რომელიც მოიცავს ლოგოს დიზაინს,
კომპანიის ფერის შერჩევას, საფირმო სტილისტიკას, ბრენდის ვიზუალურ
ელემენტებს და სტრატეგიას. ბრენდის ატრიბუტიკასთან მოპყრობის, ვიზუალური
მასალის გამოყენების და გარკვეული წესებისა და აკრძალვების სახელმძღვანელოს -
ბრენბუქს.
● გარე და შიდა რეკლამების თანამედროვე დიზაინის შექმნას
● პროფესიონალური პორტრეტების, კოლაჟების და კომპოზიციების
ფოტოგადაღებას და შემდგომ დამუშავებას
● გაზეთების, ჟურნალების, წიგნების, სარეკლამო მასალების დიზაინისა და
მაკეტების შექმნას, დაკაბადონებას და ბეჭდვისთვის გამზადებას
● მომხარებლის გამოცდილებაზე და ქცევაზე მორგებული თანამედროვე
ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების დიზაინის შემნას, UI/UX დიზაინი
● ვიდეო რგოლების შექმნას და მონტაჟს
● ვებ გვერდებისა და აპლიკაციების აწყობას და საძიებო სისტემებისთვის
ოპტიმიზაციას
● ციფრული მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას
● 3D გამოსახულებების შექმნასა და ვიზუალიზაციას
● 3D კომპიუტერული თამაშების დიზაინის შექმნას
● სრულყოფილი ანიმაციებისა და სარეკლამო 3D რგოლების შექმნას

დაეუფლებით პროგრამულ ინსტრუმენტებს
2D დიზაინისთვის: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe Indesign, Adobe XD, Adobe After
Effect, Adobe Premiere
3D დიზაინისთვის: Autodesk 3ds Max, V-Ray, Substance Painter, ZBrush, Marvelous Designer,
Autodesk Maya
სოციალური ქსელებისთვის: Facebook Business Manager, Instagram, LinkedIn, YouTube
საძიებო სისტემებისთვის: SEO
ვებპროგრამირებისთვის: HTML5, CSS3, Bootstrap 4, Javascript

 

დაეუფლე მოთხოვნად პროფესიებს, გახდი მაღალანაზღაურებადი კადრი!

 დარეგისტრირდი ახლავე 

სწავლების ფორმა

სასწავლო პროგრამა აგებულია თანამედროვე, ინოვაციური შერეული სწავლების მეთოდზე, რომელიც მოიცავს ელექტრონული და ტრადიციული საკლასო სწავლების კომბინაციას. შერეული სწავლების დროს სასწავლო პროცესი მიმდინარეობს როგორც ტრადიციული (სალექციო), ასევე დისტანციური მეთოდების გამოყენებით.

ასინქრონული დისტანციური მეთოდის დროს გამოიყენება სპეციალურ პლატფორმაზეაწყობილი სასწავლო კურსი – რომელიც შედგება ვიდეო ლექციების, პრაქტიკული დავალებების, ტექსტური სასწავლო მასალისა და ტესტებისაგან.

სინქრონული დისტანციური მეთოდის დროს – ინტერაქცია მიმდინარეობს რეალურ დროში, სადაც სტუდენტებს და პრაქტიკოს პროფესიონალ პედაგოგს ექნებათ აქტიური მუშაობის და ურთიერთობის საშუალება ონლაინ კითხვა- პასუხის რეჟიმში.

ტრადიციული საკლასო სწავლების დროს - სტუდენტები და პედაგოგები აკადემიის ფიზიკურ გარემოში შეძლებენ კომუნიკაციას, ონლაინ მიღებული ცოდნის გამყარებას, გაურკვეველი საკითხების განხილვას, პრაქტიკული პროექტებისა და ლაბორატორიული სამუშაოების განხორციელებას. შერეული სწავლების მეთოდის საშუალებით მიიღებთ 21-ე საუკუნის სამუშაო უნარჩვევებს და შეძლებთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

 

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა:

სასწავლო პროგრამა შედგება სხვადასხვა პროფესიული მოდულებისგან,
რომლების ერთობლიობაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ არჩეული დარგისთვის
საჭირო უნარჩვევები და განათლება.
1. 2D გრაფიკა, სარეკლამო დიზაინი და ციფრული მარკეტინგი - 17 თვე
2. 3D გრაფიკა და ანიმაცია - 11 თვე

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია