; გიწვევთ ღონისძიებაზე "გამოავლინე ბავშვის ინოვაციური უნარი" - IT Academy STEP Tbilisi გიწვევთ ღონისძიებაზე "გამოავლინე ბავშვის ინოვაციური უნარი" - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

გიწვევთ ღონისძიებაზე “გამოავლინე ბავშვის ინოვაციური უნარი”

ინოვაციური.innovate

გინდათ გაიგოთ და გამოავლინოთ თქვენი ბავშვის ფარული უნარები?

დიაგნოსტიკა IT აკადემია სტეპში!

ამჯერად ჩვენ შევეხებით არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ჩვენ მოზარდ თაობას ეხება.
ძვირფასო მშობლებო, რა თქმა უნდა არაერთხელ დაფიქრებულხართ როგორი მომავალი ელის თქვენს პატარას, როგორი პიროვნება შედგება და რა პროფესიას დაეუფლება იგი. წარმოიდგენთ ისეთი პროფესიულ ამპლუაში, რომელიც როგორც თქვენს, ისე მის გემოვნებას და ინტერესებს დააკმაყოფილებს.

და რა არის ეს პროფესია?
პირველი, რაზეც აკეთებთ ორიენტირს, გახლავთ მისაბაძი პიროვნება თქვენი სანაცნობო წრიდან მაგალითად: ოჯახის წევრი, მეგობარი,ნათესავი, ნაცნობი ექიმი? და თქვენც წარმოიდგენთ თქვენც პატარას ექიმად და ცდილობთ ამ მიზნისკენ სწრაფვას?
და თქვენ ფიქრობთ რომ სწორია ეს გადაწყვეტილება?
და მართებულია ამ მიზნის თქვენი მხრიდან განხორციელება?
ეს სიტუაცია ნებისმიერი სხვა პროფესიის მაგალითზე შეიძლება განვიხილოთ, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია მრავალთაგან.
რა თქმა უნდა ამ კითხვებზე თქვენ შეგიძლიათ მიპასუხოთ, რომ ბავშვი ჯერ პატარაა და ვერ იაზრებს, ვერ აყალიბებს თავის ცხოვრებისეულ პოზიციას.
როდესაც მათ ვეკითხებით: რა უნდა გამოვიდნენ მომავალში-ვიღებთ შემდეგ პასუხებს: კოსმონავტი, ბეტმენი, პოლიციელი, ფეხბურთელი და ა.შ. ეს არის ეფემერული და არადამაჯერებელი პასუხები ჩვენთვის მშობლებისთვის. მოდით, ერთად დავფიქრდეთ-არის თუ არა ისეთი მეთოდიკა რომლის მეშვებითაც შესაძლოა ნაადრევ ასაკში გამოვავლინოთ ბავშვთა ფარული ნიჭი და მიდრეკილება. რათა სასკოლო სასწავლო პროგრამათან ერთად მივცეთ შესაბამისი დამატებითი სპეციალიზირებული განათლება.

ღია ლექციაზე ჩვენ მოვახდენთ თქვენს ბავშვებში ფარული უნარების გამოვლენას:
1. მუსიკალური უნარები
2. ტექნოლოგიური უნარები.
3. კვლევითი უნარები
4. სახელოვნებო უნარები
5. თეატრალური უნარები
6. სპორტული უნარები
7. ქორეოგრაფია, ცეკვის უნარები

და რისთვისაა საჭირო ყოველივე ეს?
სპეც. განათლების მეშვეობით თქვენი შვილი სკოლის დამთავრებამდე შეიძენს პროფესიას და სპეციალობას, რომლის მეშვეობითაც უკვე მოზარდი მყარად იდგება ფეხზე როგორც სამსახურეობრივად, ასევე ინტელექტუალურ ჭრილში.
იფიქრეთ ყველაფერ ამის შესახებ და იფიქრეთ ჩვენს შემოთავაზებაზე!
იფიქრეთ ჩვენს წინადადებაზე, რომელიც დიდი ალბათობით შეცვლის უკეთესობისკენ თქვენი შვილის მომავალს!
შესაძლოა ბავშვმა მომავალში, უკვე მოზრდილ ასაკში შეიძინოს დამატებითი პროფესია საკუთარი სურვილით ან თქვენი მითითების მიხედვით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ არაფერს წააგებთ, ჩვენთან მიღებული ცოდნა წაადგება წარმატებული მომავლის მშენებლობაში!
ჩვენ ხომ მხოლოდ ბრწყინვალე მომავალს ვუსურვებთ ჩვენს შვილებს და ვამაყობთ იმით, რომ ვანხორციელებთ სასურველს რეალობაში!

გამოავლინე ბავშვის ინოვაციური უნარი 10 თებერვალს, 13:00 საათზე.
მისამართი: ჯანო ბაგრატიონის #6, მეშვიდე სართული, აუდიტორია 8.
დასწრება თავისუფალია, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები