ღია ლექცია - "იყოლიე შენი კომპიუტერული პიტბული"  - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ღია ლექცია – “იყოლიე შენი კომპიუტერული პიტბული” 

PIT

იმ მრავალ კითხვებზე, რასაც მკითხველები გვისვამენ – ჩვენ შევეცდებით თემატურად პერიოდულად გიპასუხოთ . რიგ საინტერესო ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე რომ არა მარტო კითხვის ავტორის ინტერესი დავაკმაყოფილოდ, არამედ მივაწოდოთ საჭირო მასალა ჩვენს მკითხველს და აიტი ინფორმაციის მოყვარულ სეგმენტს.

თემა არც თუ ისე ჩვეულებრივია. ეხება ზოგადად უსაფრთხოებას: პირადს, ინფორმაციულს, კომერციულს, სახელმწიფოებრივს, საწარმოო და ა.შ.

თემა ეხება სამრეწველო შპიონაჟს, ანუ იმას თუ, როგორ დავიცვათ საკუთარი ბიზნესი და ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია, თუ როგორ მოვახერხოთ, რომ არ ჩაუვარდეს ბოროტის მსურველს იგი და არ აღმოვჩნდეთ გამოუვალ მდგომარეობაში. აღარ ვლაპარაკობთ სამთავრობო დონის ინფორმაციის დაუცველობაზე.

ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიმყოფებით ელექტრონულ-ტექნოლოგიურ ერაში და გავხდით მეტად დაუცველნი კიბერ-საფრთხეებისაგან კომპიუტერიზაციის განვითარების მომენტიდან.

 ყველა თითქმის გადავედით ელექტრონულ-ინტერნეტ სისტემებზე და მთელი ინფორმაცია მოძრაობს ქსელურ მაგისტრალებში. თუ ზოგი გადაწყვიტს, მიუერთდეს ნავთობსადენის მილს და გადმოქაჩოს უფასო ნავთობი, ზოგი მიუერთდება გაზსადენს და  მიიღებს უფასო ბუნებრივ გაზს, სხვანი განსაკუთრებით მოინდომებენ შემოუტიონ და შემოაღწიონ თქვენს კომპიუტერულ მოწყობილობას ან სმარტფონში, გახდნენ დაუპატიჟებელი სტუმრები და მფლობელები თქვენი საიდუმლო ინფორმაციისა.

 აიტი აკადემია “სტეპმა” მოგიმზადათ პრეზენტაცია, რომლითაც თქვენ გაეცნობით ინფორმაციის გადაცემის ხელოვნებას, შეტყობინებების გაშიფვრას  არასანქცირებული მეთოდებით, ალგორითმების გამოყენებით და საიდუმლო გასაღებებით, ასევე კომპიუტერულ პროგრამებს, რომელთა მეშვეობით შეძლებთ დაიცვათ და შეინახოთ თქვენი ძვირფასი ინფორმაცია. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ იმაზეც, თუ მაქსიმალურად როგორ დავიცვათ პერსონალური კომპიუტერი და სმარტფონი, შექმნათ ბარიერი გარე სამყაროსა და თქვენს მოწყობილობებს შორის. აიტი აკადემია “სტეპი”გეპატიჟებათ თქვენ ღია კარის დღეზე, სადაც  მოისმენთ მრავალ სჭირო ინფორმაციას თქვენთვის და თქვენი წარმატებული საქმიანობისთვის. ჩვენს აკადემიაში ასევე მიმდინარეობს სრული სწავლება დაწყებული სისტემური ადმინისტრირებიდან   კომპიუტერული  ტექნიკის და ქსელის სრულ უსაფრთხოებამდე.

ღია ლექცია – “იყოლიე შენი კომპიუტერული პიტბული” 

📆 17 მარტი
🕒 13:00 – 14:00
📍 თბილისი, ჯანო ბაგრატიონის #6, სართული 7, აუდიტორია 8.
დასწრება თავისუფალია, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ❗

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები