IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ტელეფონი უნდა იყოს ფორმატში
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

არ გაფლანგო დრო უქმად!

სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრი ვერ ხვდება იმ უბრალო ჭეშმარიტებას, რასაც აქამდე "ვღაღადებთ"! შეეცადეთ თუნდაც ვიზუალურად წარმოიდგინოთ თქვენი თავი მომავალში. 

 

კინემატოგრაფიაც ცდილობს დაგვანახოს მომავლის ტექნოლოგიური განვითარების მასშტაბები.

ეს ყველაფერი უკვე სამყაროს ხვალინდელი დღეა!

ნუ ცხოვრობთ წარსულით, იცხოვრეთ და განვითარდით ინოვაციების კვალდაკვალ, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი მომავალი!

 

მიაქციეთ ყურადღება, რომ ყოველდღიურად გვიწევს ახალ, მაღალტექნოლოგიურ მოდელებთან შეხება და ყველას გვაქვს სურვილი ვფლობდეთ ტექნიკის უახლოეს მიღწევებს. ნებისმიერი ორგანიზაცია თუ სახელმწიფო ორგანო, კერძო სექტორი თუ  საერთაშორისო კორპორაციები, მაღალკვალიფიციური კადრების მუდმივ ძიებაში არიან.

 

ბუნებრივია, მათ გვერდით უნდა ჰყავდეთ უახლესი ცოდნით და კრეატივით აღჭურვილი თანამშრომლები და არა ისინი, ვინც კმაყოფილდება ძველ დროში მიღებული, თუნდაც დიდი გამოცდილებით და არ ვითარდება ტექნოლოგიებთან ერთად.

 

გამომდინარე აქედან, თითოეული მშობელი ვალდებულია თავის შვილს მისცეს ისეთი განათლება, რომელიც დააკმაყოფილებს თანამედროვე, ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ გამოწვევებს.

 

- არის თუ არა ეს უნარ-ჩვევები აუცილებელი  ჩვენი შვილებისთვის?  რათქმა უნდა აუცილებელია!

 

IT აკადემია STEP ზრუნავს თქვენი შვილის სამომავლო პერსპექტივასა და ინტელექტუალური ზრდისთვის! საშუალებას აძლევს მათ, სკოლაში სწავლის პარალელურად, დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, ციფრულ კომპეტენციებს, მაღალტექნოლგიურ უნარებს და მზად იყვნენ კონკურენტულ, ტექნოლოგიურ გარემოში თავის გასატანად.

მოდით, ნუ დავკარგავთ დროს უქმად! 

ეს არ არის აგიტაცია ჩვენი მხრიდან! ეს რეალობაა, რომელსაც ვერ გავექცევით. არ დაკარგოთ დრო ფუჭად - ეცადეთ დრომ იმუშაოს თქვენს სასარგებლოდ!

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა