IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ტელეფონი უნდა იყოს ფორმატში
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

მიღება გრძელდება მოკლევადიან კურსებზე - ახლა უკვე გრაფიკული დიზაინის და IT მხარდაჭერის დამატებით

მოკლევადიანი კურსები მსოფლიო ბრენდისგან :

  • გრაფიკული დიზაინი 
  • IT მხარდაჭერის სპეციალისტი 
  • 3D დიზაინი
  • ვებ-პროგრამირება
  • ინტერიერის დიზაინი 
  • ციფრული მარკეტინგი

ახლა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით !

გრაფიკული დიზაინი 

კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი რამდენ საინტერესოს და უჩვეულოს მოიცავს კომპიუტერული დიზაინისა და გრაფიკის მიმართულება, ყველაფერს ვერც კი ჩამოვთვლით. მისი ცოდნა აუცილებელია მათთვის, ვისაც სურს იყოს შეუცვლელი, მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი თანამშრომელი ნებისმიერ კომპანიაში. პროფესიონალიზმი, ფანტაზია, კრეატიული იდეები დაგეხმარებათ არამარტო შექმნათ შედევრები, არამედ განაგრძოთ აღმავალი სვლა კარიერულ კიბეზე.

ტექნოლოგიუერი და ინდუსტრიული პროგრესის ერაში, დღითი დღე იცვლება ყველა სფერო და მათი არსებობის პრინციპები.

  • როგორ ვაქციოთ ჩვენი  ფანტაზია, იდეები, საკუთარი ხელით შექმნილ და რეალობაში გაცოცხლებულ მაკეტებად?
  • როგორ მივიბყროთ მომხმარებლის ყურადღება თვალისმომჭრელი რეკლამებით?
  • როგორი უნდა იყოს კომპანიის ლოგო და როგორ შევქმნათ კომპანიის  ბრენდი ?
  • როგორ შევქმნათ სტატიკური , დინამიკური  და მომხმარებლის ქცევაზე მორგებული ვებ-გვერდები?

პროგრამის ფარგლებში შეისწავლით:

  • ფოტოსურათების და რასტრული გამოსახულებების პროფესიონალურ დამუშავებას, რეტუშირებას Adobe photoshop -ში
  • ვექტორულ გრაფიკულ გამოსახულებებთან მუშაობას Adobe Illustrator-ში
  • სარეკლამო დიზაინის ფსიქოლოგიას, აიდენტიკას და ბრენდინგს
  • სარეკლამო დიზაინის შექმნას  და დამუშავებას
  • მომხმარებლის ქცევაზე მორგებული ვებ გვერდების დიზაინის შექმნას.
  • UI/UX დიზაინს

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ:

 

  • კომპანიის ბრენდის ნულიდან შექმნას, რომელიც მოიცავს  ლოგოს დიზაინს, კომპანიის ფერის შერჩევას, საფირმო სტილისტიკას, ბრენდის ვიზუალურ ელემენტებს და სტრატეგიას. ბრენდის ატრიბუტიკასთან მოპყრობის, ვიზუალური მასალის გამოყენების და გარკვეული წესებისა და  აკრძალვების სახელმძღვანელოს - ბრენბუქს. 
  • გარე და შიდა  რეკლამების თანამედროვე დიზაინის შექმნას
  • მომხარებლის გამოცდილებაზე და ქცევაზე მორგებული თანამედროვე ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების დიზაინის შემნას, UI/UX დიზაინი
  • გუნდურად მუშაობა
  • ონლაინ მუშაობა

დიზაინისთვის: Adobe Photoshop, Adobe Illustrator


პროგრამის ხანგრძლივობა:
დისტანციური სასწავლო პროგრამა აგებულია თანამედროვე სწავლების მეთოდებზე, რომელიც მოიცავს როგორც ასინქრონული, ისე სინქრონული დისტანციური სწავლების ფორმებს და გრძელდება 7 თვე.

IT მხარდაჭერის სპეციალისტი 

საინფორმაციო ტექნოლოგიებმა სრულად გარდაქმნეს ჩვენი ცხოვრება ისე, რომ შესაძლოა ვერც კი ვაცნობიერებდეთ ამას.  კომპიუტერები მძლავრი და ფასდაუდებელი საშუალებებია, რომელიც ეხმარება ხალხს სამუშაოს შესრულებაში და საშუალებას გვაძლევს დავუკავშირდეთ ერთმანეთს. გვიჩნდება კითხვა რა არის IT ინდუსტრია? რა სპეციალობებს მოიცავს ის?

IT სპეციალობა გულისხმობს საზოგადოებაში კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ყველა სამუშაოსა და რესურსების სპექტრს. ამ სფეროში ერთიანდება მრავალი სხვადასხვა სამუშაო და სპეციალობები:

  • ქსელის ინჟინერი, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერების ერთმანეთთან კომუნიკაციას,
  • აპარატურის ტექნიკოსი, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერის კომპონენტების ჩანაცვლებას და შეკეთებას,
  • IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები) მხარდაჭერის თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს, საბოლოო მომხმარებლის მიერ პროგრამული უზრუნველყოფის სათანადოდ გამოყენებას.

IT აკადემია "სტეპი" IT-განათლების ინდუსტრიაში 1999 წლიდან მუშაობს. ჩვენ ვიცით, რა მოთხოვნები აქვთ დამსაქმებლებს, როგორი ცოდნა და სამუშაო უნარჩვევები სჭირდება თანამედროვე პროფესიონალს როგორც დღეს, ასევე უახლოეს მომავალში - ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ერაში.

ჩვენმა საერთაშორისო ექსპერტებმა შეიმუშავეს CompTIA A +  ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საწყისი სასწავლო პროგრამა, რომელშიც შეისწავლით კომპიუტერული მოწყობილობების აპარატურულ და პროგრამულ უზრუნველყოფას.

არ აქვს მნიშვნელობა, ეძებთ საწყისი დონის სერტიფიკატს თქვენი პირველი IT კარიერის დასაწყებად, თუ გსურთ გაიკვალოთ გზა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თითქმის ყველა სფეროში: კომპიუტერული ქსელების მართვაში, სისტემის ადმინისტრირებაში, კიბერუსაფრთხოებასა და პროგრამირებაში, მიიღოთ პროფესიონალური გამოცდილება, და გახდეთ კონკურენტუნარიანი პროფესიონალი,  მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა!

პროგრამის  ფარგლებში შეისწავლით:

  • აპარატურის კომპონენტების და მოწყობილობების იდენტიფიცირება, გამოყენება და დაკავშირება.
  • ოპერაციულ სისტემებს
  • პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემის ინდენტიფიცირებას
  • კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობა
  • ქსელური აპარატურის და ქსელის პრობლემების მოგვარებასა და უსაფრთხოებას
  • მობილური მოწყობილობებს
  • ვირტუალიზაციას და ღრუბლოვან სისტემებს

 

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • გააცნობიეროთ, თუ როგორ მუშაობს კომპიუტერული სისტემები
  • ააწყოთ კომპიუტერი ნულიდან 
  • აარჩიოთ და დააყენოთ კომპიუტერზე ოპერაციული სისტემა 
  • გააცნობიეროთ თუ რა არის ინტერნეტი, როგორ მუშაობს იგი და რა გავლენა აქვს მას თანამედროვე სამყაროზე
  • გაიგოთ თუ როგორც ქმნიან პროგრამებს და როგორ მუშაობენ ისინი კომპიუტერში
  • გამოიყენოთ გავრცელებული პრობლემის გადაწყვეტის მეთოდოლოგიები
  • შეიძინოთ მოქნილი უნარები ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
  • გააცნობიეროთ თუ როგორ მუშაობენ ყველაზე გავრცელებული ინფრასტრუქტურული სერვისები, რომლებიც აწარმოებენ ორგანიზაციის ფუნქციონირებას
  • შეარჩიოთ და მართოთ ის ინსტრუმენტები, რომლებსაც თქვენი ორგანიზაცია გამოიყენებს
  • გამოიყენეთ სისტემების ადმინისტრირების ცოდნა IT გარემოსთვის პროცესების დაგეგმვისა და გაუმჯობესების მიზნით

 

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ სამუშაო ადგილის პოვნას შემდეგ პოზიციებზე:

  • სერვისის ანალიტიკოსი
  • პირველი ხაზის ტექნიკოსი
  • ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
  • IT სფეროს მომსახურების ტექნიკოსი
  • ქსელის ასოცირებული ინჟინერი
  • მონაცემთა მხარდაჭერის ტექნიკოსი
  • სისტემური ადმინისტრატორი
  • საბოლოო მომხმარებლის კომპიუტერული ტექნიკოსი
  • დახმარების მაგიდის ტექნიკოსი
  • სისტემის მხარდაჭერის სპეციალისტი

 

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა:

IT მხარდაჭერის სპეციალისტის სასწავლო პროგრამა გრძელდება 6 თვე

შედგება: 126 GLH-საგან (პედაგოგის მიერ ჩატარებული სინქრონული ონლაინ საათები) და 17,5 სთ ასინქრონული ვიდეო გაკვეთილებისაგან, ასევე 30 საათი პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაოებისგან

 

3D დიზაინი

3ds Max, Substance Painter, Vray და Maya - ერთერთი წამყვანი პროგრამებია სამგანზომილებიან მოდელირებაში, რომელსაც იყენებენ ფილმების, თამაშების, არქიტექტურის, პროდუქტის დიზაინის და სხვა ინდუსტრიაებში

ამ პროგრამებს აქვთ ხელსაწყოების უდიდესი ბიბლიოთეკა, რომელიც მორგებულია ნებისმიერი ტიპის სამგანზომილებიანი საქმიანობისთვის. კურსი დაგეხმარებათ, რომ მარტივად აითვისოთ სამგანზომილებიანი გრაფიკის საფუძვლები, განვითარდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით და გააგრძელოთ პროფესიონალური კარიერა ამავე პროგრამების გამოყენებით.

მნიშვნელობა არ აქვს, 3D გრაფიკაში გაქვს საბაზისო ცოდნა თუ არა, ორივე შემთხვევაში ეს კურსი თქვენთვისაა:

  • კურსი მორგებულია მათზე, ვისაც საერთოდ არ აქვს გამოცდილება 3D გრაფიკაში.
  • კურსის მსვლელობისას მიღებული ცოდნის საფუძველზე ისწავლით სხვადასხვა დისციპლინას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ სასურველ ინდუსტრიაში.
  • ისწავლით რა არის 3D გრაფიკა და რა პრინციპებზეა აგებული 3D ობიექტები.
  • ისწავლით 3ds Max-ის ინტერფეისს და მასში ნავიგაციას.
  • 3ds Max-ის ბაზაზე შექმნით სხვადასხვა ტიპის და სირთულის 3D ობიექტებს.
  • ისწავლით Substance Painter-ის ინტერფეისს და მასში ნავიგაციას.
  • ისწავლით რა არის ტექსტურირება და რა პრინციპებზეა აგებული 3D ობიექტების მატერიალები.
  • Substance Painter-ის ბაზაზე შეძლებთ შექმნათ ტექსტურები თქვენ მიერ შექმნილი 3D ობიექტებისთვის.
  • ისწავლით რა არის რენდერირება და რა პრინციპებზეა აგებული რენდერინგ პლაგინები.
  • ისწავლით 3ds Max-ის ბაზაზე V-ray რენდერინგ პლაგინის გამოყენებას.
  • შეძლებთ დაარენდეროთ თქვენ მიერ შექმნილი დატექსტურირებული 3D ობიექტები ფოტორეალისტური განათებებით V-ray-ის ბაზაზე.
  • ისწავლით რა არის და რა პრინციპებზეა აგებული ანიმაცია.
  • ისწავლით Maya-ს ინტერფეისს და მასში ნავიგაციას.
  • Maya-ს ბაზაზე ისწავლით როგორ აამოძრაოთ თქვენ მიერ შექმნილი 3D ობიექტები და შექმნათ ანიმაცია.

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ:

  • შექმნათ 3D ობიექტები თამაშებსა თუ ფილმებისთვის.
  • შექმნათ სრულყოფილი ანიმაცია.
  • იმუშაოთ პროდუქტის დიზაინის სფეროში, როგორც 3D გრაფიკოსი.
  • შექმნათ სამგანზომილებიანი სარეკლამო რგოლები.
  • გამოიყენოთ მიღებული ცოდნა არქიტექტურულ ვიზუალიზაციაში.

 

შემოგვიერთდი და მიიღე განათლება თანამედროვე სტანდარტებით

პროგრამის ხანგრძლივობა: 12 თვე

 

ვებ-პროგრამირება

დღეს ნებისმიერი დიდი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა ფეხი აუწყოს ბაზრის ტენდენციებს, გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების ეფექტიანი არხები და ჩანდეს სწორედ იქ, სადაც მისი პოტენციური მომხმარებელი იყრის თავს. ინტერნეტ სივრცეში წარმატების ერთ-ერთ აუცილებელ და უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ვებ-გვერდი წარმოადგენს. 

ხვდებით, რომ ერთადერთი ფუნქციონალი ვებ-აპლიკაციის, რომელთანაც მომხმარებელი პირდაპირ ურთიერთობს არის ვებ-გვერდის მეშვეობით?

დღევანდელი მომხმარებელი ბევრს მოელის ვებ-გვერდისგან: იგი უნდა იტვირთებოდეს სწრაფად, აწვდიდეს სასურველ სერვისს და კომფორტული იყოს ნებისმიერი მოწყობილობიდან შესვლისას.

  • როგორ შევქმნათ მიმზიდველი ვებგვერდი, ადვილად წაკითხვადი და მომხმარებლისთვის ინფორმატიული?
  • როგორ მოვახდინოთ შინაარსის სტრუქტუირება და მისი განვითარება ვებგვერდზე?
  • როგორ შევქმნათ გვერდი, რომელიც ნებისმიერი მოწყობილობიდან, პორტატული კომპიუტერიდან, ტაბლეტიდან, მობილური ტელეფონიდან, სრულყოფილად იხსნებოდეს და მორგებული იყოს ვებ ბროუზერების ფართო სპექტრზე?
  • როგორ შევქმნათ დინამიური და ინტერაქტიული გვერდები?
  • როგორ შევქმნათ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთგვერდიანი თანამედროვე ლენდინგ გვერდები?
  • როგორ გავხადოთ ჩვენი გვერდი ინტერნეტში ძებნადი?
  • როგორ გამოვაქვეყნოთ ჩვენს მიერ შექმნილი გვერდი ინტერნეტსივრცეში?

თუ გსურთ გაეცნოთ FrontEnd ვებ-პროგრამირების საიდუმლო ფორმულას, მიიღოთ პროფესიონალური გამოცდილება, და გახდეთ კონკურენტუნარიანი ვებპროგრამისტი,  მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა!

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე

 

ინტერიერის დიზაინი 

პროგრამის ფარგლებში თქვენ შეისწავლით

  • თეორიული შესავალს ინტერიერის დაგეგმარების შესახებ.
  • ინტერიერის დიზაინის სტილისტიკურ ანალიზს.
  • ინტერიერის დიზაინის დაგეგმარებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს.
  • დამკვეთთან ურთიერთობის თეორიულ ბაზისებს.
  • ანაზომი პროქტის შექმნას და ანალიზს.
  • ინტერიერის დიზაინის შექმნას და ფუნქციურ ანალიზს.
  • ტიხრების და დეკორატიული ელემენტების დაგეგმარებას.
  • ავეჯის და აქსესუარების ტიპებს და ზოგად ერგონომიკას.
  • ოთახების დაპროექტებას და ერგონომიკას.
  • გეგმარების გადატანას 3 განზომილებიან მოდელში.
  • ინტერიერის სივრცის კომპოზიციური გადაწყვეტებს.
  • სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალების ტიპებს.
  • ფერ და ფაქტურის რეაქციას ბუნებრივ და ხელოვნულ შუქზე.
  • ინტერიერის განშლების შექმნას.
  • მუშა ნახაზების შექმნას.
  • დუპლექსის ტიპის ბინის ინტერიერის დაპროექტებას.
  • სასტუმროს ტიპებს და მათ ზონირებას.
  • საზოგადოებრივი სივრცეების ინტერიერის სპეციფიკას.
  • ლაუნჯის და ბარის ინტერიერის დიზაინს.
  • კაფეს და რესტორნის ინტერიერის გადაწყვეტას.
  • სატრენაჟორო და საცურაო აუზის ინტერიერის სპეციფიკას.
  • საოფისე და სამუშაო გარემოს დიზაინს.
  • საინჟინრო სისტემებს, სავენტილაციო, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის, ელექტროფიკაციის სისტემების სპეციალისტებთან კომუნიკაციას.
  • ინტერიერის დიზაინის ანალიზს და კრიტიკას

კურსის დასრულების შემდგომ თქვენ შეგეძლებათ:

  • გადაჭრათ კომპოზიციური, კოლორისტიკული და ერგონომიკული ინტერიერის დიზაინის ამოცანები.
  • მოახდინოთ შესაბამისი ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების  შერჩევა ან დაპროექტება.
  • შეარჩიოთ ხელოვნური განათების სისტემები.
  • მოახდინოთ კომუნიკაცია დამკვეთთან და გაანალიზოთ მისი მოთხოვნები.
  • დაამუშავოთ ანაზომი ნახაზი და მოახდინოთ გეგმარება.
  • შექმნათ შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია და სპეციფიკაციები.
  • შეადგინოთ საბაზისო ხარჯთაღრიცხვა.

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე.

ციფრული მარკეტინგი

ტექნოლოგიუერი და ინდუსტრიული პროგრესის ერაში, ერთერთერთი ყველაზე თვალსაჩინო მიმართულება, რომელიც საოცარ ტრანსფორმაციას განიცდის ტექნოლოგიების ცვლილებასთან ერთად,  არის მარკეტინგი და რეკლამა. იცვლება მომხმარებლის ქცევის წესები, ინტერესები და გემოვნებაც

დღეს ნებისმიერი – დიდი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა, ფეხი აუწყოს ბაზრის ტენდენციებს, გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების ეფექტიანი არხები და ჩანდეს სწორედ იქ, სადაც მისი პოტენციური მომხმარებელი იყრის თავს.

  • როგორ მოვახდინოთ კომპანიის,  ბიზნესის ან  პროდუქტის პოზიციონირება?
  • როგორ დავაინტერესოთ მომხმარებელი და გავზარდოთ გაყიდვების კონვერსია?
  • როგორ მივიბყროთ მომხმარებლის ყურადღება თვალისმომჭრელი რეკლამებით?
  • როგორ ვაქციოთ ჩვენი  ფანტაზია, იდეები, საკუთარი ხელით შექმნილ და რეალობაში გაცოცხლებულ მაკეტებად?
  • როგორ გახდეთ ინფლუენსერი?

 

პროგრამის  ფარგლებში შეისწავლით:

  • რა არის ციფრული მარკეტინგი
  • რა არის ციფრული მარკეტინგის ძირითადი ინსტრუმენტები და მათი გამოყენების წესები
  • როგორ შევქმნათ ციფრული მარკეტინგული სტრატეგია და გეგმა
  • როგორ შევქმნათ ჩვენი ბრენდი და სავიზიტო (ლენდინგ) გვერდი
  • როგორ მოვახდინოთ ჩვენი გვერდის საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია (SEO),  Wordpres - ის ბაზაზე აწყობილი ვებგვერდის მაგალითზე.
  • როგორ განვსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია და დავსახოთ მათთან მისაწვდომი არხები
  • როგორ შევქმნათ და ვმართოთ სოციალური ბიზნეს გვერდები
  • როგორ შევქმნათ თვალის მომჭრელი რეკლამები სოციალური ქსელებისთვის
  • როგორ მივაწოდოთ მომხმარებლებს სიახლეები, აქციები და ვაწარმოოთ მუდმივი ვიზუალური კომუნიკაცია მათთან
  • როგორ მოვიზიდოთ მომხმარებელი ნაკლები დანახარჯებით და მივიღოთ მეტი მოგება
  • როგორ მოვახდინოთ ლიდების გენერაცია და ავაწყოთ გაყიდვების არხები (Funnel)
  • როგორ მოვახდინოთ მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის მენეჯმენტი

აითვისეთ: Facebook Business/ADS Manager, Instagram, LinkedIn, YouTube, SEO, HTML5 საწყისები Wordpres და მრავალი სხვა

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე

 

 

სწავლების ფორმა

სასწავლო პროგრამა აგებულია თანამედროვე, ინოვაციური  შერეული დისტანციური სწავლების მეთოდზე, რომელიც მოიცავს  როგორც  ასინქრონული, ისე სინქრონული დისტანციური სწავლების ფორმებს.

ასინქრონული დისტანციური მეთოდის დროს  გამოიყენება სპეციალურ პლატფორმაზე აწყობილი სასწავლო კურსი – რომელიც შედგება  ვიდეო ლექციების, პრაქტიკული დავალებების, ტექსტური სასწავლო მასალისა და ტესტებისაგან.

სინქრონული დისტანციური მეთოდის დროს  – ინტერაქცია მიმდინარეობს რეალურ დროში,  სადაც სტუდენტებს და პრაქტიკოს პროფესიონალ პედაგოგს ექნებათ აქტიური მუშაობის და ურთიერთობის საშუალება ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმში.

პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაოები ფიზიკურ სივრცეში - აკადემიის ლაბორატორიაში განვლილი თეორიული მასალის შესაბამისი პრაქტიკული სავარჯიშოები

შერეული  სწავლების მეთოდის საშუალებით მიიღებთ 21-ე საუკუნის სამუშაო უნარჩვევებს და შეძლებთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 95 ფილიალით!

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა