საქართველო - ტექნოლოგიური პროცესის მონაწილე
18.09.2020
ჩვენი სახელმწიფოს მომავალი (ეკონომიკური ბაზრის მთლიანობაში გადახედვით)
IT ACADEMY STEP GEORGIA და მისი როლი საქართველოს მოსახლეობის ტექნოლოგიური დონის გაზრდაში. დღევანდელი სტატისტიკის ნახვა მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ახალგაზრდების უმეტესობა ცდილობს დატოვოს მშობლიური ადგილი და მოიწყოს ცხოვრება საზღვარგარეთ. ამის მიზეზი არის ფინანსური სირთულეები, დეპრესია, გამოუვალი მდგომარეობა, ეკონომიკური კრიზისი. როგორ ვებრძოლოთ ამას? ჩვენ გადავწყვიტეთ შევიტანოთ ჩვენი წვლილი მიგრაციასთნ ბრძოლაში ჩვენი მოსახლეობის მაქსიმალურად ჩართვით ტექნოლოგიების შესწავლის პროცესში, რისი მეშვეობითაც ჩვენ გავზრდით ინტელექტუალურ დონეს, ყველა მსურველს ვასწავლით და მოვამზადებთ უნარებით, პროგრამებით და მიმართულებით, რაც გამოიყენება განვითარებულ ქვეყნებში. შევქმნით ყველა საჭირო პირობას პროფესიული გამოცდილების მიღებისთვის და უახლესი პროფესიების პლატფორმების შექმნისთვის.
მათ, ვინც დაკარგა სამსახური და მისი სპეციალობა გახდა არააქტუალური, ჩვენ ვთავაზობთ გადამზადების შესაძლებლობას და ამით ჩავრთოთ ჩვენი მომავალი სპეციალისტები ტექნოლოგიური პროგრესის განვითარებაში.
კომპიუტერული ინფრასტრუქტურა იზრდება ყოველდღე, ახალი კომპანიები ჩნდება ბაზარზე, და, როგორც წესი, მათ ყველას სჭირდება სპეციალისტები, რომლებმაც იციან პროგრამირების ენები და ფუნდამენტური განათლება აქვთ. ცოდნის მიღება, უნარების ათვისება, თანამშრომელი, რომელაც იცის კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობა, კრეატიული სამუშაოს შესრულების უნარის მქონე თანამშრომლები მუდამ იქნებიან უზრუნველყოფილნი სამუშაოთი და კარგი ანაზღაურებით. და ჩვენ ამაში დაგეხმარებით, რადგან ჩვენ მუდამ თქვენს გვერდით ვართ.
აიტი სფეროს ლიდერი და საერთაშორისო ბრენდი, ერთ-ერთი მსოფლიოს 83 ფილიალიდან აიტი აკადემია Step საქართველო.