ტექნოლოგიური პროგრესის წელი
25.09.2020
ვუახლოვდებით ინოვაციური ტექნოლოგიების ყველაზე პროდუქტიულ წლებს, როგორც წინასწარმეტყველებდნენ მსოფლიო დონის მეცნიერები. ეს ის მომენტია, როდესაც უნდა გავაღვიძოთ ჩვენს შვილებში დაფარული უნარები და მივცეთ გზა განვითარებისა და სრულყოფილებისაკენ.
ალბათ მიგიქცევიათ ყურადღება შოპინგის დაწყებისთანავე როგორ აიტუზებიან და ცქმუტავენ საათობით უახლოესი სმარტფონების და კომპიუტერული მოწყობილობების სტენდებთან, როგორ ფლობენ ჩვენი შვილები პატარა ხელებით თანამედროვე მობილურ ტელეფონებს და კი არ საუბრობენ საათობით თამაშების სირთულეზე არამედ დაჟინებით სწავლობენ სხვადასხვა პროგრამებს და ლახავენ ურთულეს დონეებს, რომელთა დაძლევაც დამეთანხმებით ჩვენს ძალებსაც აღემატება.
მიეცით მათ საშუალება გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, მიეცით შანსი არამარტო დაეუფლონ ზოგადად პროგრამული უზრუნველყოფის სიღრმეებს და კომპიუტერული ტექნიკის მართვას, არამედ შესაძლოა თქვენმა შვილმა შეიძინოს საუკეთესო პერსპექტივა გახდეს მომავლის პროფესიის მფლობელი.
აიტი აკადემია "სტეპი" შეუქმნის მას ყველა პირობას, მისცემს გაფართოებულ ცოდნას, გაიყვანს ბავშვს სწორ გზაზე, რათა არ ხარჯოს ფუჭად ძვირფასი დროის რესურსი, არ დარჩეს რიგით მომხმარებლად, არამედ თავად გახდეს შემქმნელი და დამფუძნებელი ინოვაციების, შეიძინოს თანამოაზრეები და გახდეს "სტეპერების" გუნდის ღირსეული წევრი.