ხალხი ამაზე არ ფიქრობს, ამაზე შეიძლება მხოლოდ იოცნებო, ჩვენ, IT აკადემია სტეპ ამ ოცნებებს ვასრულებთ
15.08.2020
ისევ მომავალი პროფესიების საკითხს შევეხეთ, რადგან მშობლების უმრავლესობას სწორედ ეს კითხვა აქვს. შეკითხვა ასეთია - თქვენს IT აკადემიაში სწავლის დასრულების შემდეგ, რა პროფესიის გახდება ჩვენი შვილი?
დაგეთანხმებით, თქვენი შეკითხვა სრულიად აქტუალურია, რაზეც გპასუხობთ: გარდა იმისა, რომ თქვენი შვილი სასკოლო განათლების მიღების პერიოდში პარალელურად ისწავლის ჩვენს IT აკადემია STEP-ში, მიიღებს კომპიუტერულ განათლებას უკვე არა სასკოლო დონეზე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი შვილი იღებს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულსაც და ამ ცოდნას უკვე სამუშაოს შესრულების დროს იყენებს, თან თავისი სამუშაო სტატუსის დამადასტურებელი სერთიფიცირებული დოკუმენტიც აქვს.
თქვენი შვილი, სკოლის განათლების მიღების შემდეგ, პარალელურად გახდება 7 პროფესიის მცოდნე, როგორებიცაა: პროგრამისტი, გრაფიკოს-დიზაინერი, კომპიუტერული თამაშების და ანიმაციების შემქმნელი, აუდიო და ვიდეო მასალის სპეციალისტ-რედაქტორი, ვლოგერი, ტექნიკური სპეციალისტი მანქანათმშნებლობის და არქიტექტურის სფეროში, სპეციალისტ-კონსულტანტი კიბერ უსაფრთხოების სფეროში...
თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიების გარდა, ბავშვი გაცილებით მეტ ცოდნას იძენს ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ. ფეხდაფეხ მიყვება ინდუსტრიულ პროგრესს, და უკვე სკოლის დამთავრების შემდეგ, მას თავისუფლად შეუძლია გააგრძელოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალური ცოდნის მიღება, გახდეს მაღალ ანაზღაურებადი და მოთხოვნადი კადრი, რომელიც დასაქმდება ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ.
IT აკადემია STEP გირჩევთ სწორი არჩევანი გააკეთოთ და უსურვებს თქვენს შვილებს ღირსეული პროფესიონალური ცოდნის მიღებას IT სფეროში.
საუკეთესო სურვილებით აკადემიის ადმინისტრაცია და დირექტორი
მაკა მახათაძე