კომპიუტერის სამომხმარებლო კურსი - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

კომპიუტერის სამომხმარებლო კურსი

კურსი შექმნილია სპეციალურად იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ კომპიუტერის მოხმარების უნარების დახვეწა.

 

კურსის მიზანია უნარ-ჩვევების შეძენა, რომელიც სტუდენტს დაეხმარება მარტივად შეძლოს:

  • თანამედროვე პროგრამული რესურსების ათვისება;
  • სხვადასხვა ტიპის ფაილების და საქაღალდეების ეფექტურად მართვა;
  • სამართავი პანელის მეშვეობით ოპერაციული სისტემის გამართვა;
  • მოკლე დროში, სხვადასხვა სირთულის დოკუმენტური მასალის მომზადება Microsoft Word-ის დახმარებით;
  • ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება Microsoft Excel-ის დახმარებით;
  • ეფექტური გზების ცოდნა, რომელიც დაიცავს კომპიუტერს ვირუსებისგან.

 

კურსის შინაარსი:

  • პერსონალურ კომპიუტერთან გაცნობა;
  • MS Word-თან გაცნობა, ინტერფეისის და ძირითადი ფუნქციების განხილვა;
  • MS Word-ის გაგრძელება, გრაფიკულ ობიექტებთან და დამატებით კომპონენტებთან მუშაობა;
  • MS Word-თან მუშაობის დასრულება, მზა დოკუმენტის დამუშავება და მისი მომზადება ბეჭდვისთვის;
  • MS Excel-თან გაცნობა, ძირითადი ელემენტების განხილვა;
  • ფუნქციების გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად, დიაგრამების შექმნა MS Excel-ში;
  • MS Excel-ის ფუნქციებთან მუშაობის გაგრძელება, Word-ის და Excel-ის ურთიერთქმედება;
  • MS Powerpoint-თან მუშაობა;
  • ინტერნეტში მუშაობა;
  • არქივები, არქივების ტიპები და არქივებთან მუშაობა;
  • პერსონალურ კომპიუტერში ინფორმაციის დაცვა.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

სახელი, გვარი*
ტელეფონი*

კურსის შესახებ:

დაწყების თარიღი31 ივლისი

ასაკიშეუზღუდავი

დროორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
19:00-22:00

კურსის ხანგრძლივობა4 კვირა

ფასი250 ლარი