ვისთვის არის შექმნილი პროგრამა
14-17 წლამდე სკოლის მოსწავლეები
შეძლებენ შექმნან ვებ-გვერდები ნებისმიერი კომპანიისთვის
პროგრამის ფარგლებში შეისწავლით:
- ვებ დეველოპმენტს - იმუშავებ ვებ-გვერდებისა და პროგრამების შექმნასა და მართვაზე
- C# პროგრამირების ენის საშუალებით აითვისებთ back-end პროგრამირებას, იმუშავებთ ბაზებთან და შექმნით თამაშებს
- UNITY-ს ძრავს, სადაც შეძლებ ვიდეო თამაშების შექმნას.
კურსის დამთავრების შემდეგ შეძლებთ
- შენ შეძლებ შექმნა მოქმედი ვებ-საიტი შენთვის და ნებისმიერი კომპანიისთვის
- შეძლებ ჩამოაყალიბო ვიდეო თამაშების იდეები, დიზაინი და დააგენერირო UNITY-ს გენერატორზე
- შეძლებ შეიმუშაო, დააპროექტო და მართო ნებისმიერი სახის მონაცემთა ბაზა
- შეძლებ მიიღო მრავალფეროვანი გამოცდილება და წლების განმავლობაში დაიკავო მაღალი/მენეჯერული თანამდებობები კომპანიების IT დეპარტამენტებში
სწავლის ფორმები
პროფესია სკოლის პარალელურად
268₾
პროგრამირების კურსი ამ ეტაპზე მიმდინარეობს ონლაინ/დისტანციურ რეჟიმში და დატვირთულია, როგორც სინქრონული, ასევე ასინქრონული სწავლების ელემენტებითა და პრაქტიკული დავალებებით.
- ასინქრონული დისტანციური მეთოდის დროს გამოიყენება სპეციალურ პლატფორმაზე აწყობილი სასწავლო კურსი – რომელიც შედგება ვიდეო ლექციების, პრაქტიკული დავალებების, ტექსტური სასწავლო მასალისა და ტესტებისაგან.
- სინქრონული სწავლების მეთოდი, გულისხმობს თანმიმდევრულ რეჟიმში სწავლებას, სადაც სტუდენტისა და ლექტორის ინტერაქცია მიმდინარეობს რეალურ დროში. ასეთ დროს თქვენ გექნებათ საშუალება ჩაერთოთ კითხვა-პასუხის რეჟიმში და პედაგოგის მიერ მოცემულ პრაქტიკულ სამუშაოებში.
- პრაქტიკული დავალებები სრული კურსის განმავლობაში გექნებათ და დაგეხმარებათ ნელ-ნელა განავითაროთ თქვენი უნარები. პრაქტიკული დავალებების მეშვეობით შეძლებთ დააგროვოთ გამოცდილება, რასაც შემდეგ, ასახავთ პორტფოლიოში და გამოგადგებათ კლიენტებთან ურთიერთობის დროს.
ქართული
20 თვე
14-17 წელი
320 GLH (პედაგოგის მიერ ჩატარებული სინქრონული ონლაინ საათი), კვირაში 2-ჯერ 2-2 საათი. 36 სთ ასინქრონული ვიდეო გაკვეთილი
აქტუალობა, პროფესიონალიზმი, ზრუნვა
სწავლება კომპიუტერულ აკადემიაში "სტეპი" დაფუძნებულია ეფექტური განათლების სამ აუცილებელ შემადგენელ ნაწილზე:
აქტუალური პროგრამა
ცოდნა და უნარ-ჩვევები, რასაც ჩვენი სტუდენტები იღებენ, უნდა შეესაბამებოდეს დამსაქმებლების მოთხოვნებს დღეს და მომავალში. ამის გამო ჩვენ ყოველ 6 თვეში ერთხელ გადავხედავთ და ვანახლებთ პროგრამას.
მასწავლებლები პრაქტიკოსები
"სტეპი" აკადემიის მასწავლებლები არიან წამყვანი IT კომპანიების სპეციალისტები, მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილებით. გაკვეთილებზე სტუდენტები იღებენ მხოლოდ აქტუალურ ცოდნას რეალური პრაქტიკიდან.
მეგობრული ატმოსფერო
ჩვენ შევქმენით სწავლების განსაკუთრებული საშუალება, სადაც მასწავლებლები და სტუდენტები თანასწორად ურთიერთობენ. ჩვენი სასწავლო კლასები და აუდიტორიები აღჭურვილია კომფორტული სამუშაო ადგილებით, კომპიუტერული ტექნიკით და ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფით.