Python - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

Python

პითონი მაღალი დონის პროგრამული ენაა, რომელიც წარმატებულად გამოიყენება ვებ დეველოპმენტში, სისტემების მენეჯმენტში, მონაცემთა ანალიზში და არამხოლოდ.

 

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს ეცოდინება პროგრამირებისა და პითონის საფუძვლები:

 

  • ენის ისტორია, გამოყენების არეალი, უპირატესობები და განსხვავებები სხვა პროგრამირების ენებთან, სამუშაო გარემო, რეზერვირებული სიტყვები;
  • ინტერპრეტატორის ინსტალაცია, ჩაშენებული GUI-ს გამოყენება საილუსტრაციოდ;
  • ცვლადები, ცვლადის ტიპები, მათი გამოყენება, ოპერაციები ცვლადებზე;
  • სხვადასხვა სახის ოპერატორები და ამ ოპერატორების მეშვეობით კონსოლში შეტანილ მონაცემებზე მანიპულირება;
  • ჩაშენებული ფუნქციები;
  • ფუნქციების განსაზღვრა: Scope-ები, არგუმენტები და Default არგუმენტები;
  • სხვადასხვა ფუნქციების გამოყენება სტრიქონებსა და რიცხვით მნიშვნელობებზე;
  • მოდულები, პაკეტები, პაკეტების მენეჯერები;
  • ფაილებთან მუშაობა;
  • კონტეინერები (list, tuple, dictionary);
  • კონტეინერებთან სამუშაო ფუნქციები, იტერატორები;
  • ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საწყისები;
  • მემკვიდრეობა, მრავლობითი მემკვიდრეობა, მეთოდებისა და ოპერატორების გადატვირთვა.

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები. წარმატებული და გამორჩეული სტუდენტები დაჯილდოვდებიან აიტი აკადემია სტეპის სასწავლო ვაუჩერებით.

 

კურსი გათვალისწინებულია ადამიანებისთვის, რომლებსაც:

 

  • სურთ ბედი სცადონ პროგრამირების მიმართულებით, მაგრამ დარწმუნებულნი არ არიან საკუთარ შესაძლებლობებში;
  • სურთ შემოსავლიანი, საინტერესო და მოთხოვნადი პროფესიის დაუფლება, მაგრამ ვერ გადაუწყვეტიათ კონკრეტული მიმართულება;
  • სურთ პროფესიის ცვლილება და ახალი, შემოსავლიანი საქმიანობის დაწყება, მაგრამ ჯერ არ განუსაზღვრავთ კონკრეტული მიმართულება.

 

სახელი, გვარი*
ტელეფონი*

კურსის შესახებ:

დაწყების თარიღი24 ივლისი

ასაკი15-45 წელი

დროორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
15:00-17:00

კურსის ხანგრძლივობა2 კვირა

ფასიუფასო