პროფესიულ IT განათლების კურსზე, ნახევარ-სტაციონარულ სასწავლო ფორმაზე მიღების წესი - IT Academy STEP Tbilisi პროფესიულ IT განათლების კურსზე, ნახევარ-სტაციონარულ სასწავლო ფორმაზე მიღების წესი - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

პროფესიულ IT განათლების კურსზე, ნახევარ-სტაციონარულ სასწავლო ფორმაზე მიღების წესი

პროფესიულ IT განათლების კურსზე, ნახევარ-სტაციონარულ სასწავლო ფორმაზე მიღების წესი.

სტაციონარულ სასწავლო ფორმაზე მიიღებიან მსურველები 18 წლიდან ზემოთ.

IT აკადემია STEP-ში ნახევარ-სტაციონარულ სასწავლო ფორმაზე მიღებისათვის საჭიროა ორი ეტაპის გადალახვა:

  • I ეტაპი: ტესტირება;
  • II ეტაპი: გასაუბრება.

ტესტირებითა და გასაუბრების საშუალებით, აბიტურიენტმა უნდა წარმოაჩინოს ცოდნის დონე, რომელიც საკმარისია სასწავლო პროცესის ადეკვატური აღქმისთვის.

გასაუბრება ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 – 18:00 სთ, ასევე შაბათს 11:00-17:00 სთ.

გასაუბრების გავლის შემდეგ, ხელშეკრულების გასაფორმებლად, აბიტურიენტს თან უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები:

  • პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ფოტოსურათი 3X4-ზე – ამობეჭდილი;
  • ფოტოსურათი 3X4-ზე – ელექტრონული (დისკზე ჩაწერილი);
  • საბაზო/პროფესიული/ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი ან ცნობა საბაზო საფეხურის დაძლევის თაობაზე.