; კომპიუტერული მეცნიერებების კურსზე მიღების წესი - IT Academy STEP Tbilisi კომპიუტერული მეცნიერებების კურსზე მიღების წესი - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

კომპიუტერული მეცნიერებების კურსზე მიღების წესი

კომპიუტერული მეცნიერებების კურსზე მიიღებიან მე-9; მე-10; მე-11 კლასის მოსწავლეები.

IT აკადემია STEP-ში კომპიუტერული მეცნიერებების კურსზე მიღებისათვის საჭიროა ორი ეტაპის გადალახვა:

  • I ეტაპი: ტესტირება;
  • II ეტაპი: გასაუბრება.

ტესტირებითა და გასაუბრებით, აბიტურიენტმა უნდა წარმოაჩინოს ცოდნის დონე, რომელიც საკმარისია სასწავლო პროცესის ადეკვატური აღქმისთვის.

გასაუბრება ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 – 18:00 სთ, ასევე შაბათს 11:00-17:00 სთ.

გასაუბრების გავლის შემდეგ, ხელშეკრულების გასაფორმებლად, აბიტურიენტს თან უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები:

  • პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, პირადობის მოწმობის ასლი;
  • ბავშვის დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • ბავშვის ფოტოსურათი 3X4-ზე – ამობეჭდილი;
  • ბავშვის ფოტოსურათი 3X4-ზე – ელექტრონული (დისკზე ჩაწერილი);
  • მინდობილობა – თუ განცხადება შემოაქვს კანონიერ წარმომადგენელს, საჭიროა კანონიერი წარმომადგენლობის შესახებ ან უფლებამოსილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.