; IT აკადემია STEP-ის - საგაზაფხულო მიღება იწყება! - IT Academy STEP Tbilisi IT აკადემია STEP-ის - საგაზაფხულო მიღება იწყება! - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

IT აკადემია STEP-ის – საგაზაფხულო მიღება იწყება!

დრო მოვიდა შევაჯამოთ გასული ზამთრის სეზონის შედეგები, თუ როგორ გაიჭრნენ წინ ჩვენი სტეპერები და სასწავლო კურსის პარალელურად დაიწყეს სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომელშიც წარმოგვიდგებიან არა მარტო წარმატებული სტუდენტები პედაგოგიური გამოცდილებით, არამედ დაკავებულები  საკუთარი იდეების გენერირებით და მათი რეალობაში განხორციელებით. ჩვენთვის საამაყოა  მათი კოლექტიური შემოქმედება, სტუდენტთა ოსტატობის დემონსტრირება დაწყებული  პროგრამული უზრუნველყოფის შექმნით, შემოქმედებითი და უსაზღვრო ფანტაზიით შექმნილლი დამთავრებული დასრულებული დიზაინები.

 STEP  შეიძლება ითქვას რომ მიაღწია სასურველ  შედეგს: განუვითარა  საკუთარ სტუდენტებს დამოუკიდებელი, განსხვავებული და კრეატიული აზროვნება, რომელთა მეშვეობითაც სტეპერები აწყობენ უნიკალური ფერადი თუ შავ-თეთრი ფორმატის ფოტოების პერსონალურ გამოფენებს, აგრეთვე ქმნიან სტარტაპებს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომლებიც გვაოცებენ საკუთარი პრეზენტაბელურობით. ამ სტარტაპებით უკვე დაინტერესდნენ წამყვანი კომპანიები და მზად არიან  დანერგონ და ჩაუშვან წარმოებაში  ბაზრის კომერციული მოთხოვნებიდან გამომდინარე. 

პატარა სტეპერებმა წარმატებით შეისწავლეს რობოტების დაპროგრამება, საკუთარი სათამაშოების “გაცოცხლება” და მათთვის ელექტრონული სულის შთაბერვა. მათ უკვე კარგად გამოსდით მშობლების და უცხო აუდიტორიის წინაშე დემონსტრირება გაუკეთონ საკუთარ პრეზენტაციებს, დაგეგმონ და ორგანიზება გაუწიონ ივენთებს, ამავდროულად მოიწყონ მხიარული გართობის და დასვენების დღეები. პატარები წარმატებით უწევენ  IT აკადემია STEP-ის პროდუქტებს დემონსტრირებას  გამოფენებზე და კარგად ათვისებული მარკეტინგული უნარებით კონსულტაციას უწევენ უცნობ დამთვარიელებლებს.

STEP მხოლოდ სასწავლო დაწესებულება არ არის, მან შეძლო და გაართიანა საკუთარი სტუდენტები ერთ დიდ სტეპერების ოჯახად, რომელშიც თვითოეული წევრი ოჯახის მხარდაჭერას და მზრუნველობას მუდმივად გრძნობს. სუსტებს დახმარებას სიამოვნებით უწევენ როგორც ლექტორები, ასევე შედარებით ძლიერი სტეპერები, რათა არ დაკარგონ სწავლის და განვითარების მოტივაცია და ინტერესი. აი, ასეა მოწყობილი ჩვენი კოლექტივი, ჩვენი გუნდი, თანამოაზრეების დიდი ოჯახი, რომლის წევრებიც მომავალშიც არ დაკარგავენ ერთმანეთთან სულიერ თუ ფიზიკურ კავშირს!

  • მოდი ჩვენთან,  თუ შენც გსურს გახდე ჩვენი დიდი ოჯახის ნაწილი, 
  • მოდი ჩვენთან,  თუ შენ მართლა გსურს მიიღო მაღალ პროფესიული განათლება,
  • მოდი ჩვენთან,  თუგინდა რომ შეიძინო  არა ერთი, არამედ 7 პროფესია  ერთად,
  • მოდი ჩვენთან,  თუგინდა რომ გახდე შეუცვლელი სპეციალისტი და ადვილად დასაქმდე,
  • მოდი ჩვენთან,  თუგინდა რომ გერქვას სტეპერის საამაყო სახელი და  გყავდეს მეგობრების დიდი არმია, არა მარტო “სტეპის” საქართველოს ფილიალის, არამედ მსოფლიო მასშტაბით 18 ქვეყნის 48 ფილიალის  სტუდენტების სახით.

👉 არ შეუშინდე პროგრამული უზრუნველყოფის  შესწავლის სირთულეებს!

👉 არ შეუშინდე იმას, რომ ვერ შეძლებ შემნა ვირტუალური რეალობა ისეთი თამაშების, რომლებშიც ძნელი გასარჩევია გრაფიკული და ცოცხალი პერსონაჟები!

👉 არ შეშინდე, თუ არ ხარ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში და ვერ გადაგიწყვეტია გადადგა ნაბიჯი, რომელიც შეცვლის შენს ცხოვრებას სამუდამოდ!

 

ჩვენი დევიზია, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია:  ჩვენ არ მივატოვებთ ჩვენიანებს, ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შედგეთ მაღალპროფესიონალ,  შეუცვლელ სპეციალისტებად!!!

 

დარეგისტრირდი დღესვე, არ გაფლანგო დრო უქმად, გაუფრთხილდი მას, იგი ოქროზე ძვირფასია!

                                                                      მსოფლიო ბრენდი IT აკადემია STEP

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*