თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

კომპიუტერული
საზაფხულო სკოლა

გაატარე ზაფხული ნაყოფიერად!

კომპიუტერული საზაფხულო სკოლა მოსწავლეებისათვის!

საქართველოში პირველად, აიტი აკადემია STEP-ი ორგანიზებას უწევს ყვარლის საზაფხულო კომპიუტერულ ბანაკს, რომელშიც 9-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები საინტერესოდ, სახალისოდ და შემეცნებითად გაატარებენ საზაფხულო არდადეგებს.

კახეთში, ილიას ტბაზე, თქვენ გელოდებათ საინტერესო სასწავლო კურსი,პროფესიონალი პედაგოგები, ულამაზესი ბუნება და დიდებული სასტუმრო "როიალ ბატონი".

სსაზაფხულო ბანაკი ხელს უწყობს ბავშვებს შეიძინონ ახალი უნარები, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები, გაიცნონ და დაუმეგობრდნენ თანატოლებს,  დაისვენონ და ისწავლონ სუფთა და ჯანსაღ გარემოში.

საზაფხულო ბანაკში ბავშვები პროფესიონალი ტრენერების მეთვალყურეობით გამოცდიან საკუთარ შესაძლებლობებს კომპიუტერულ სპეციალობებში და შეიძენენ მნიშვნელოვან ცოდნას, რომელიც მომავალში წარმატების მიღწევის წინაპირობა გახდება. მიეცით თქვენს ბავშვს შანსი, რომ შეაბიჯოს ინფორმაციული ტექნოლოგიების საოცარ სამყაროში!

საზაფხულო ბანაკში
ბავშვებს ელოდებათ
შემდეგი მიმართულებები:

რობოტოტექნიკა

ახალგაზრდა გენიოსებს ყოველთვის იზიდავთ რობოტოტექნიკა! ჩვენ გაგაცნობთ ჰუმანოიდ რობოტებს, გასწავლით მათ მართვას და გამოგზაურებთ „ვარსკვლავური ომებისა“ და „მარველის“ სამყაროებში!

ვიდეოს დამუშავება

რა ხდება მას შემდეგ, რაც გადაღების პროცესი სრულდება? როგორ გარდაიქმნება ნედლი კადრები სრულყოფილ რეკლამად ან ფილმად? სწორედ ამის გასწავლით ჩვენ, რომ განივითაროთ თქვენი ხედვა და გადადგათ პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ!

Adobe Photoshop

გრაფიკული პროგრამის შესწავლით თქვენ დაეუფლებით დიზაინერისთვის საჭირო ფუნდამენტურ უნარებს და განივითარებთ მხატვრულ ხედვას!

დრონის მართვა

ჩვენ გასწავლით დრონის აწყობასა და მართვას! პრაქტიკული გაკვეთილები საშუალებას მოგცემთ თქვენ თვითონ გადაიღოთ ულამაზესი ხედები და აღბეჭდოთ დაუვიწყარი მომენტები!

საიტების შექმნა

შექმენი შენი პირველი ვებსაიტი ჩვენთან ერთად! ჩვენ გასწავლით იდეის ხორცშესხმასა და მის ფუნქციურ საიტად გარდაქმნას, დიზაინის სწორად შერჩევას,მასალის ატვირთვასა და დამატებას!

პიროვნული განვითარების სკოლა

გაკვეთილებზე ბავშვები განავითარებენ კრეატიულობას და მოძებნიან არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს. საინტერესო თამაშის დროს, გამოცდიან თავს IT პროექტის მონაწილის როლში, ისწავლიან გუნდთან კომუნიკაციის დამყარებასა და გადაწყვეტილებების პასუხისმგებლობით მიღებას, მოლაპარაკებას, დროის მენეჯმენტს, ამოცანების გადასაჭრელად ძალების გადანაწილებას.

2017 წლის საზაფხულო სკოლის
სწავლის გრაფიკი:

29.06 - 03.07

ორ.სამ.ოთხ.ხუთ.

ღირებულება

1250 ლ.

10.07 - 14.07

ორ.სამ.ოთხ.ხუთ.

ღირებულება

1250 ლ.

დაისვენე, ისწავლე!

არავითარი სირთულეები სწავლის პროცესში, ამის ნაცვლად - სრულფასოვანი დასვენება, გაჯერებული საინტერესო და ხალისიანი გაკვეთილებით. საზაფხულო ბანაკის პროგრამა გაძლევს შესაძლებლობას გამოსცადო თავი სხვადასხვა მიმართულებით.

არდადეგები - ეს ხომ არის დრო ექსპერიმენტებისთვის, ახალი შთაბეჭდილებებისთვისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენისთვის. საზაფხულო ბანაკში გაკვეთილები ტარდება ტრენინგის, საქმიანი თამაშისა და მასტერკლასის სახით.

საზაფხულო ბანაკი - ეს არის სასარგებლო და სასიამოვნო არდადეგები!