თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6
ქსელებისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის მთავარი ამოცანაა ინფრასტრუქტურისა და სერვისების მიწოდება, მათი გამართულად მუშაობის, მოდერნიზაციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სერვერის 1 წუთიანი გათიშვა რა დანაკარგს გამოიწვევს, კომპანიის სიდიდეზეა დამოკიდებული, იქნება ეს 1000 თუ რამოდენიმე მილიონი დოლარი. აქედან გამომდინარე, ღირს თუ არა იმაზე ლაპარაკი, რამდენად მოთხოვნადია მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ამ სფეროში?
ადმინისტრატორი ყოველდღიურად უამრავ ტექნოლოგიასთან მუშაობს, ტექნოლოგიები კი IT სფეროში მუდმივად იცვლება და უმჯობესდება. ეს კი IT სპეციალისტს მუდმივი პროფესიული ცოდნის გააუმჯობესებისკენ უბიძგებს.
ქსელებისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი მთელ მსოფლიოში პოპულარული სპეციალობაა. ხელფასის ოდენობა დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე. საქართველოში მათი საშუალო ხელფასი 2000-4000 ლარია.
საინფორმაციო ტექნოლოგიები ერთადერთი სფეროა, სადაც ვაკანსიების რაოდენობა აღემატება სპეციალისტების რაოდენობას. მოთხოვნა ქსელებისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტზე ყოველწლიურად იზრდება.
ამ პროფესიის წარმომადგენლების აზრით, მათი სპეციალობის ყველაზე მიმზიდველი მხარე, ტექნიკასთან მუშაობის დროს, არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება ან ახალი სტანდარტების დანერგვაა.
თუ თქვენ ყოველთვის გაინტერესებდათ თუ რისგან შედგებოდა ნივთები, როგორ მუშაობდნენ ისინი, ამასთანავე გატაცებული ხართ კომპიუტერებით, მაშინ გვინდა გაგახაროთ, რომ ქსელებისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის პროფესია თქვენთვისაა. პროფესიის არჩევისას მოუსმინეთ საკუთარ თავს. ყველაზე საუკეთესო სამუშაო ხომ მაღალანაზღაურებადი ჰობია.
ამ და სხვა მრავალ პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეგასწავლით IT Step აკადემიაში, სისტემის ადმინისტრატორისა და ქსელის ინჟინერის სპეციალობით.
სასწავლო პროგრამა შედგენილია საბაზრო მოთხოვნის შესაბამისად, მისი განახლება რეგულარულად ხდება. არანაირი ზედმეტი საგნების სწავლა, ჩვენ ვასწავლით მხოლოდ იმას, რაც საჭიროა წარმატებული დასაქმებისთვის.
სასწავლო პროგრამას ანალოგი არ აქვს. ჩვენი სასწავლო პროცესი, ეს არის საავტორო მეთოდების, ელექტრონული გაკვეთილებისა და რეალური პროექტების ნაკრები, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი აკადემიის კურსსდამთავრებულების განათლების მაღალ დონეს.
ჩვენი აკადემია დაკომპლექტებულია IT ინდუსტრიიდან მოწვეული სერტიფიცირებული პრაქტიკოსი მასწავლებლებით. მათთვის რეგულარულად ტარდება სემინარები, ტრენინგები, პრაქტიკული მეცადინეობები, რათა შეინარჩუნონ ცოდნის მაღალი დონე და გაიუმჯობესონ პედაგოგიური უნარები.
IT Step აკადემიაში ყველანაირი პირობაა შექმნილი კომფორტული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის. ჯამში, ყველა ჩვენს ფილიალში, სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია 250 სასწავლო ლაბორატორია და 3000-ზე მეტი თანამედროვე კომპიუტერი. თითოეულ სტუდენტს აქვს თავისი სამუშაო ადგილი.
სასწავლო პროცესი აგებულია პრაქტიკული მეცადინეობებისა და მასწავლებელთან კომუნიკაციის პრინციპზე. ჩვენთან არ არსებობს მონოტონური ლექციები, ცოდნა კი ადგილზევე მტკიცდება პრაქტიკით.
ჩვენი აკადემიის კურსდამთავრებულები სასწავლო კურსის წარმატებულად დასრულების შემდეგ იღებენ საერთაშორისო დიპლომს.
IT STEP აკადემია - Microsoft-ის, Cisco-ის, Autodesk-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრია. ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სწავლის პროცესშივე უფასოდ მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატები.
შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი დღეები და დრო (სამუშაო დღეები ან შაბათ-კვირა. დილა, შუადღე ან საღამო). IT Step აკადემიაში განათლების მიღება შეგიძლიათ შეუთავსოთ უნივერსიტეტში სწავლას ან მუშაობას.
პრაქტიკოსი–მასწავლებლები, აქტუალური სასწავლო პროგრამა, ტექნიკური აღჭურვილობა, საერთაშორისო სერტიფიკატები, დასაქმებაში დახმარება - ეს და სხვა მრავალი უპირატესობა განასხვავებს IT Step აკადემიას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან.
დამსაქმებლების მხრიდან რეალური ვაკანსიების ხელმისაწვდომობა ჩვენი აკადემიის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის - პარტნიორული პროგრამები IT ინდუსტრიასთან. ჩვენი სტუდენტების 25% სწავლის პირველივე წლის შემდეგ იღებს დამსაქმებლებისაგან პირველ შეთავაზებას.
სტუდენტები სწავლობენ მცირერიცხოვან ჯგუფებში. სასწავლო პროცესი აგებულია პრაქტიკული მეცადინეობებისა და მასწავლებელთან კომუნიკაციის პრინციპზე, თითოეულ სტუდენტთან ინდივიდუალური მიდგომით.
ცოდნა ფასდება ევროპული საუნივერსიტეტო სტანდარტების შესაბამისად.
ჩვენ 48 ფილიალით 17 ქვეყანაში ერთ– ერთი უმსხვილესი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება ვართ. აკადემიამ ფუნქციონირება დაიწყო 1999 წელს.
IT STEP აკადემია დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო Cisco–ის და Maya3D–ის სასწავლო ცენტრი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
IT STEP აკადემიის დიპლომი = საუკეთესო IT სპეციალისტს.
საავტორო მეთოდებმა და აქტუალურმა სასწავლო მასალამ, მაღალი შეფასება მიიღეს მსოფლიოს სხვადასხვა ექსპერტებისგან.
600-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი.
IT ინდუსტრიაში მოთხოვნადი პრაქტიკული ცოდნა.
STEP -ის სტუდენტები იღებენ პრიზებს ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე.
Microsoft-ის, Cisco-ის, Autodesk-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი.
18 ათასზე მეტი სტუდენტი და 80,000 კურსდამთავრებულები, რომლებიც წარმატებით მუშაობენ საერთაშორისო IT კომპანიებში.
ჩვენი აკადემიის კურსდამთავრებულები მუშაობენ 36 ქვეყანაში. ბევრი მათგანი საკუთარი სტარტაფის დამფუძნებელია.
ხარისხი და სიიაფე შეუთავესებელია
ისეთი სასწავლო პროგრამის არჩევა, რომელიც არ აკმაყოფილებს მიზნებს
მოკლევადიანი სასწავლო კურსები
სახელმწიფო დიპლომის დევნა
თვითგანათლება
რეპეტიტორთან სწავლა
ევგენი იუნაკი,
პროექტის მენეჯერი და
Lead სისტემის ინჟინერი British Sky Broadcasting –ში
მე ვერ მივაღწევდი ჩემს პოზიციას აკადემიაში სწავლების გარეშე. სწორედ კომპიუტერულ აკადემია STEP– ში შევიძინე ფასდაუდებელი გამოცდილება. მასეთი სახის მასალას თქვენ ვერც ერთ უკრაინის უნივერსიტეტში ვერ ნახავთ. აკადემიაში ასწავლიან მხოლოდ პროფესიონალები და მხოლოდ იმიტომ რომ მათ მოსწონთ თავისი ცოდნის გაზიარება აი, ესაა ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი. ემატება ამას რეალურად დახვეწილი სასწავლო პროგრამა და სწავლაზე ორიენტირებული სტუდენტების მიერ შექმნილი შესანიშნავი ატმოსფერო და თქვენ მიიღებთ საუკეთესო სასწავლო დაწესებულების რეცეპტს.
ალექსანდრე ვალიუშკო,
ქსელის უსაფრთხოების წამყვანი ინსტრუქტორ–კონსულტანტი ქსელის უსაფრთხოების კომპანია Incom-shi.
კომპიუტერული აკადემია STEP –ში სწავლების სტილი განსხვავდება ნებისმიერი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებისგან, რაც გამოიხატება ახლო კონტაქტით. არაოფიციალური სწავლებაზე ფოკუსირებული კურსით. აკადემიაში სწავლებამ მე კარდინალურად შემცვალა. მე რომელიც ვცხოვრობდი მხოლოდ Hickey – ში და Lineage 2–ით, გავხდი კომპეტენტური პროფესიონალი. აკადემიაში მე მივიღე საერთაშორისო სერთიფიკატები CCNA, CCNP, CCAI, CCSI. პირველი რაც მივხვდი იყო ის რომ admin - პროფესია არ არის . მიმართულება რომელიც ისწავლება აკადემიაში ეს არის ყველაზე ცოტა სამი– ოთხი სხვადასხვა პროფესია. თქვენ გექნებათ დრო უნდა გადაწყვიტოს, რა გაინტერესებთ მეტად.
დენის გუდილინი,
Research IT Support Analyst в Barclays Capital (ინგლისი)
ჩემთვის სასწავლო დაწესებულების არჩევისას მნიშვნელოვანი როლი შეასრული მთავარმა ფაქტორმა: ვიწრო სპეციალიზაციამ წამყვანი IT კომპანიების პროგრამების მიხედვით , თანამედროვე მოწყობილებებზე პრაქტიკული სამუშაოების შესრულება და საერთაშორისო სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობა, რომლის გარეშეც ჩემს სფეროში პრესტიჟულ კომპანიაში მუშაობის დაწყება ძალიან რთულია. მე ასევე მომეწონა რომ პრაქტიკული მაგალითები საკმაოდ რეალურია და არ არის მხოლოდ თეორიული და მოწყვეტილი რეალობას.
ოლეგ მოჟევი,
ხარისხის უზრუნველყოფა Comodo-ში
რაც მე ვისწავლე და რა ცოდნაც შევიზინე კომპიუტერულ აკადემიაში არც ერთი უკრაინული სასწავლებელი არ აძლევს. ფაქტია რომ სტუდენტები, რომლებიც ამთავრებენ სასწავლებლებს IT დიპლომებით არ ფლობენ ცოდნის 20% –საც რაც იცის კომპიუტერული აკადემიის კურსდამთავრებულმა. მე ამას ვამბობ არა მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი მეგობრები და ნაცნობები სწავლობდნენ მანდ, მე თავად ვატარებდი ტექნიკურ გასაუბრებას. აკადემიაში კარგი პედაგოგები არიან : კოდეშ დენისი, ალეკს ტუმანოვი, კატია პინჩუკი, მიშა ველიჩკო.
თქვენ ტოვებთ მოთხოვნას საიტზე ან მოდიხართ აკადემიაში
თქვენი მიზნების გათვალისწინებით გირჩევთ პროგრამას და სწავლის ფორმას.
სწავლა იწყება კონტრაქტის ხელმოწერისა და გადახდის შემდეგ
სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, IT Step აკადემია გასცემს დიპლომს და თქვენი ცოდნის დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს
აკადემიის კადრების განყოფილება გეხმარებათ თქვენი სპეციალობით დასაქმებაში
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სწავლა იყოს საინტერესო და ეფექტური.
არაფერი ზედმეტი, მხოლოდ ის რაც საჭიროა წარმატებული დასაქმებისთვის.