თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ზამთრის
კომპიუტერული ბანაკი

გაატარე ზამთარი ნაყოფიერად!

ზამთრის კომპიუტერული ბანაკი
მოსწავლეებისათვის!

ძვირფასო მშობლებო!

ზამთრის ბანაკის ფარგლებში გეძლევათ საშუალება თქვენს შვილებს გაუკეთოთ საახალწლო საჩუქარი,უნიკალური სასწავლო 1 კვირიანი პროგრამით.

სასწავლო პროგრამა მოიცავს:

• თამაშების შექმნა

• საიტების შექმნა

• რობოტოლანდია

ბავშვებს საშუალება ექნებათ სახალისოდ თავისივე ხელით შექმნილი ნივთების საშუალებით ახლებურად დაინახონ მეცნიერება,შექმნან,ააგონ და დააპროგრამონ რობოტები.

მოსწავლეებს განუვითარდებათ შემოქმედების უნარი,პრობლემის გადაჭრის ჩვევები,გაიწაფებიან კომუნიკაციაში,კვლევაში,რაც დაეხმარება მათ მომავალში წარმატების მიღწევაში.

ზამთრის ბანაკში ბავშვებს
ელოდებათ შემდეგი მიმართულებები:

რობოტოტექნიკა

ახალგაზრდა გენიოსებს ყოველთვის იზიდავთ რობოტოტექნიკა! ჩვენ დაგეხმარებით ჩაეფლოთ ზღაპრულ სამყაროში: დაიწყოთ საკუთარი Arduino-ს რობოტების აწყობა და მართვა! გაგაცნობთ დრონის ტექნიკას და გასწავლით მის მართვას. ბავშვებს ასევე საშუალება ექნებათ თვითონ დააპროგრამონ მართვადი სათამაშოები.

თამაშების შექმნა

თქვენ შვილს უყვარს კომპიუტერული თამაშები? იქნებ მისთვის უფრო საინტერესო იყოს მათი შექმნა? საზაფხულო სკოლაში იგი შეძლებს გამოსცადოს საკუთარი თავი დეველოპერის როლში და შექმნას საკუთარი თამაშები, რომელსაც შემდგომში მეგობრებთან ერთად ითამაშებს. ჩვენი პედაგოგები ბავშვებს ასწავლიან ანიმაციაში ტექსტის, ვიდეოსა და ხმის ერთმანეთთან შეთავსებას.

საიტების შექმნა

თქვენი შვილი ისწავლის პლათფორმაზე მუშაობასა და საიტების დამოუკიდებლად აწყობას. გაეცნობა დაპროგრამების 3 ენას, რომლის ცოდნაც აუცილებელია. შეისწავლის საიტისთვის დიზაინის სწორად შერჩევას.

ზოგადი კომპიუტერული უნარები

კომპიუტერი ბავშვისათვის აღარ იქნება სათამაშო, ის გახდება შემოქმედებითი გამოხატვისა და ინტელექტუალური განვითარების ინსტრუმენტი. მათთვის გაიხსნება კომპიუტერული ხელოვნების ახალი სამყარო, რომელიც შეიძლება გახდეს მშვენიერი ჰობი მთელი სიცოცხლის მანძილზე ან პირველი საფეხური მომავალ პროფესიაში.

პიროვნული განვითარების სკოლა

გაკვეთილებზე ბავშვები განავითარებენ კრეატიულობას და მოძებნიან არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს. საინტერესო თამაშის დროს, გამოცდიან თავს IT პროექტის მონაწილის როლში, ისწავლიან გუნდთან კომუნიკაციის დამყარებასა და გადაწყვეტილებების პასუხისმგებლობით მიღებას, მოლაპარაკებას, დროის მენეჯმენტს, ამოცანების გადასაჭრელად ძალების გადანაწილებას.

2017 წლის ზამთრის ბანაკის
სწავლის გრაფიკი:

26.12-30.12

ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.

10:00-დან 14:00 საათამდე

ღირებულება

150 ლარი

9.01-14.01

ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.

10:00-დან 14:00 საათამდე

ღირებულება

150 ლარი

დაისვენე,ისწავლე!

არავითარი სირთულეები სწავლის პროცესში, ამის ნაცვლად - სრულფასოვანი დასვენება, გაჯერებული საინტერესო და ხალისიანი გაკვეთილებით. ზამთრის კომპიუტერული ბანაკის პროგრამა გაძლევს შესაძლებლობას გამოსცადო თავი სხვადასხვა მიმართულებით.

არდადეგები - ეს ხომ არის დრო ექსპერიმენტებისთვის, ახალი შთაბეჭდილებებისთვისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენისთვის. საზაფხულო სკოლაში გაკვეთილები ტარდება ტრენინგის, საქმიანი თამაშისა და მასტერკლასის სახით.

ყველა გაკვეთილი ტარდება IT STEP აკადემიაში.

ზამთრის ბანაკი- ეს არის სასარგებლო და სასიამოვნო არდადეგები!