გზა თქვენი შვილების განვითარებისა და სრულყოფილებისაკენ
17.11.2020
ყველაზე პროდუქტიული წელი, ინოვაციური ტექნოლოგიების ჭრილში- როგორც წინასწარმეტყველებდნენ მსოფლიო დონის მეცნიერები. ეს ის მომენტია როდესაც უნდა გავაღვიძოთ ჩვენს შვილებში დაფარული უნარები და მივცეთ გზა განვითარებისა და სრულყოფილებისაკენ.
ალბათ მიგიქცევიათ ყურადღება შოპინგის დაწყებისთანავე როგორ აიტუზებიან და ცქმუტავენ საათობით უახლოესი სმარტფონების და კომპიუტერული მოწყობილობების სტენდებთან, როგორ ფლობენ ჩვენი შვილები თავისი პატარა ხელებით თანამედროვე მობილურ ტელეფონებს და კი არ საუბრობენ საათობით თამაშების სირთულეზე არამედ დაჟინებით სწავლობენ სხვადასხვა პროგრამებს და ლახავენ ურთულეს დონეებს, რომელთა დაძლევაც დამეთანხმებით ჩვენს ძალებსაც აღემატება.
მიეცით მათ საშუალება გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, მიეცით შანსი არამარტო დაეუფლონ ზოგადად პროგრამული უზრუნველყოფის სიღრმეებს და კომპ.ტექნიკის მართვას , არამედ შესაძლოა თქვენმა შვილმა შეიძინოს საუკეთესო პერსპექტივა გახდეს მომავლის პროფესიის მფლობელი.
ჩვენი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ბავშვები ისწავლიან თუ რას ნიშნავს იყო:
- თამაშების დეველოპერი და შექმნა ვიდეო და სატელეფონო თამაშები.
- დამწყები პროგრამისტი და შექმნა ვებსაიტები, მობილური აპლიკაციები და სხვა.
- კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი და დაიცვა ვებსაიტები, საოფისე სისტემა და სახლის კომპიუტერი შეტევებისგან.
- რობოტექნიკის ინჟინერი და შექმნა სხვადასხვა ფუნქციის რობოტი.
- გამომგონებელი და გააცოცხლო შენი იდეები, შექმნა ის პროდუქტები, რაც ყოველთვის გინდოდა რომ გქონოდა.
- ვიდეო ბლოგერი და ჩაწერო, ატვირთო და გამოაქვეყნო ვიდეოები YouTube-ზე, Facebook ბლოგსა და სხვა პლატფორმებზე.
- დიზაინერი და შექმნა ლამაზი პოსტები და დახატო ილუსტრაციები.
- 3D ანიმატორი და იმუშაო 3D პრინტერთან, შექმნა ფიგურები, შექმნა შენობების ნახაზები და სხვა.
→ დარეგისტრირდი ახლავე
IT აკადემია STEP შეუქმნის მას ყველა პირობას, მისცემს გაფართოებულ ცოდნას, გაიყვანს ბავშვს სწორ გზაზე, რათა არ ხარჯოს ფუჭად ძვირფასი დროის რესურსი, არ დარჩეს რიგით მომხმარებლად, არამედ თავად გახდეს შემქმნელი და დამფუძნებელი ინოვაციების, შეიძინოს თანამოაზრეები და გახდეს "სტეპერების" გუნდის ღირსეული წევრი.